საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა

         2019 წლის 18 დეკემბერს ჩატარდა აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა, რომელზეც მოხსენებით: „ეკონომიკური კლასტერების ფორმირება-განვითარების პირობები და შესაძლებლობები საქართველოში“ წარსდგნენ ა(ა)იპ „საქართველოს კლასტერების ეროვნული პლატფორმის“ წარმომადგენლები ნოდარ ძიძიკაშვილი და  კობა კიკაბიძე. აღინიშნა, რომ საქართველოში დღემდე შექმნილია  რამდენიმე სტრატეგიული დოკუმენტი და განხილვის პროცესშია „საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგია 2021- 2027“, მაგრამ ამ დოკუმენტებში არაა გათვალისწინებული ის შესაძლებლობები, რომელსაც იძლევა ბიზნესის ახალი ორგანიზაციული ფორმები  - კლასტერები,  აგრო-ლოგისტიკური ჰაბები, ტექნოლოგიური პლატფორმები და ა.შ.  გლობალიზაცია ვრცელდება წარმოების ყველა დარგზე, რაზეც მეტყველებს საერთაშორისო ბიზნესის წარმართვის ქსელი. საწარმოო ჯაჭვებში შეიძლებოდა ჩართულიყვნენ ქართველი მწარმოებლებიც, რაც მნიშვნელოვნად დააჩქარებდა  თანამედროვე ტექნოლოგიების და  ბიზნესის მართვის მეთოდების  ათვისებას. კლასტერები ხელს უწყობენ დასაქმებას, მწარმოებლურობის ზრდას, ცოდნისა და ტექნოლოგიების ტრანსფერს. მაგრამ საქართველოში კლასტერების ფორმირება-განვითარებისთვის არ არსებობს არც საკანონმდებლო ბაზა და არც კლასტერული განვითარების პოლიტიკური დოკუმენტი, ამიტომ, მათი განვითარება ხდება „ქვემოდან-ზემოთ“, ხელისუფლების ჩარევის გარეშე და მთავარ ინიციატორებად გვევლინებიან არასამთავრობო ორგანიზაციები და ბიზნესი, თანაც ზოგჯერ, ბიზნესმენებმა არც კი იციან, რომ კლასტერული მეთოდებით მუშაობენ და კლასტერული სტრუქტურის წევრები არიან.
        წარმოდგენილი იყო კლასტერების ნიმუშები ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაგალითზე. აქცენტი გაკეთებულია ღვინის, ეთერზეთების, ლოგისტიკური და ინტეგრირებულ კლასტერებზე.  „საქართველოს კლასტერების ეროვნული პლატფორმამ“ 2018 წელს ევროპის კლასტერების კოლაბორაციულ პლატფორმაზე დაარეგისტრირა ორი  - ტურიზმისა და ტუბერკულიოზის სამკურნალო - კლასტერი, რომლებსაც მიენიჭათ ბრინჯაოს სერთიფიკატები და ისინი დაფიქსირდნენ ევროპული კლასტერების რუკაზე.

 

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com