აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა
2023 წლის 17 მაისს შედგა კომისიის სხდომა, რომელზეც განხილული იქნა ფიზიკა-მათემატიკის დოქტორის, ტელეკომპანია “საფერავის“ ხელმძღვანელის, მეწარმე დიმიტრი კოსტაროვის მოხსენება თემაზე: „ინოვაციები როგორც წარმოების ფაქტორი და მათი როლი საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში“. მომხსენებელმა გააკეთა არსებული ვითარების ანალიზი, განიხილა ობიექტური პირობები და სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხის გადაჭრის გზები, კერძოდ კი ძირითად სტრატეგიულ ამოცანებად მიიჩნია სასურსათო უსაფრთხოება, ექსპორტის განვითარება და ორგანული პროდუქტის წარმოების გაფართოება. დოქტორმა დ. კოსტაროვმა ყურადღება გაამახვილა სოფლის მეურნეობაში წარმოებული პროდუქციის რაოდენობასა და სამომავლო პოტენციალზე, ფასების ფორმირებასა და წარმოების ფაქტორებზე, თუ რა ვაწარმოოთ, როგორ მივაწოდოთ ფერმერს სწორი ინფორმაცია. მან დიდი დრო დაუთმო ახალი ტექნოლოგიების, მაგალითად No-Till-ტექნოლოგიის გავრცელების საკითხს, მინერალური სასუქებისა და პესტიციდების გამოყენების ოპტიმიზაციის მნიშვნელობას.
განხილვაში მონაწილეობდნენ აკადემიკოსები ნოდარ ჭითანავა და ალექსანდრე დიდებულიძე, ფერმერი თეიმურაზ ფსუტური, პროფესორები: ომარ თედორაძე, ოთარ ქარჩავა, ანზორ მესხიშვილი, ალექსი ნონიაძე, მურმან ქურიძე, დოქტორები გოჩა ცოფურაშვილი, ზურაბ ლოლაძე და გიორგი ქუთელია, ჟურნალისტი ირაკლი გოგავა.
სხდომამ დაადგინა:
1.მოწონებული იქნეს წარმოდგენილი მოხსენება;
2.აღინიშნოს მომხსენებლის მიერ ტელეკომპანია „საფერავში“ მოღვაწეობით საქართველოს სოფლის მეურნეობის ინოვაციური განვითარებისათვის გაწეული დიდი და სასარგებლო მუშაობა.
3.მიზანშეწონილად ჩაითვალოს ე.წ. No-Till ტექნოლოგიის, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ნიადაგის ნულოვანი დამუშავება, გავრცელება იმ პირობებში, სადაც დიდია ნიადაგის ეროზია, განსაკუთრებით ქვიშიან და მშრალ ნიადაგებზე და ფერდობებზე, რადგან ეს ტექნოლოგია სხვა სარგებელთან ერთად უზრუნველყოფს ნიადაგში წყლისა და ორგანული ნივთიერებების შეკავებას. გასათვალისწინებელია, რომ ამ ტექნოლოგიის დანერგვისას აუცილებელია შესაბამისი ტექნიკისა და იარაღების გამოყენება, უნდა წინასწარ მოხდეს ნიადაგის მომზადება.
4.ახალი ტექნოლოგიის გასავრცელებლად აუცილებელია ფერმერებისთვის და მექანიზატორებისთვის სასწავლო კურსების ჩატარება, მ.შ. სადემონსტრაციო ნაკვეთების გამოყენებით, რისი პრაქტიკაც გააჩნია აკადემიას და ტელეკომპანია „საფერავს“.
5.მიზანშეწონილად ჩაითვალოს როგორც ძალზე მნიშვნელოვანი და გადაუდებელი საქმე, მწარმოებლისგან მომხმარებლამდე ლოგისტიკურ ჯაჭვში ჩართულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთათვის, პირველ რიგში კი ფერმერებისთვის, აგრარული ბაზრების შესწავლის და პროგნოზირების თაობაზე ინფორმაციის გავრცელება როგორც მეცნიერთა, ასევე ჟურნალისტთა მხრიდან.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის სხდომა
2023 წლის 2 მაისს ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის სხდომა, რომელზეც განხილული იქნა შემდეგი საკითხები:
1. აკადემიის მიერ საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციებთან გაფორმებული მემორანდუმების შესრულების მიმდინარეობის შესახებ (იხ. ბმულზე).
მომხსენებლები: აკადემიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე; აკადემიის მთავარი სპეციალისტი, საერთაშორისო პროგრამების, საგრანტო პროექტების კონსულტანტი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამაზ ბაციკაძე; აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი
2. აკადემიის მუდმივმოქმედი გამოფენის ორგანიზაციის სრულყოფის ღონისძიებების შესახებ (იხ. ბმულზე).
მომხსენებლები: აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე.
3. ინფორმაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და
ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის მიერ 2022 წელს გაწეული სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობისა და სამომავლო გეგმების შესახებ (იხ. ბმულზე).
მომხსენებელი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანი, დოქტორი გიგა ქვარცხავა
4. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატის გიორგი ქვარცხავას მიერ 2022 წელს გაწეული სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შესახებ (იხ. ბმულზე).