მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ჩარტარდა აკადემიის საერთო კრება. კრებას ესწრებოდნენ აკადემიკოსები: გივი ჯაფარიძე, გურამ ალექსიძე, რევაზ ასათიანი, ივერი ახალბედაშვილი, მარინე ბარვენაშვილი, ნუგზარ ბაღათურია, ანატოლი გიორგაძე, ჯემალ გუგუშვილი, ალექსანდრე დიდებულიძე, ლაშა დოლიძე, ჯემალ კაციტაძე, ვაჟა კვალიაშვილი, ედიშერ კვესიტაძე, როლანდ კოპალიანი, გოგოლა მარგველაშვილი, გურამ პაპუნიძე, თემურ რევიშვილი, გურამ ტყემალაძე, ლევან უჯმაჯურიძე, ზაურ ფუტკარაძე, თენგიზ ყურაშვილი, ზაურ ჩანქსელიანი, ზურაბ ცქიტიშვილი, ნოდარ ჭითანავა.
აკადემიის საერთო კრების თავმჯდომარემ, აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ მოკლე მისალმების შემდეგ კრების მუშაობაში მონაწილე აკადემიკოსებს გააცნო დღის წესრიგი:
1. ინფორმაცია აკადემიის წევრ-კორესპონდენტის ასარჩევად კონკურსის მაღალორგანიზებულად ჩატარების მიზნით, პრეზიდიუმის დადგენილების საფუძველზე აკადემიის პრეზიდენტის ბრძანებით შექმნილი საკონკურსო-საექსპერტო კომისიის მიერ განხილული კონკურსში მონაწილე კანდიდატების განცხადებების, საბუთების შესაბამისობისა და აკადემიის მეცნიერებათა განყოფილებების გაერთიანებული კრებების მიერ აკადემიის საერთო კრებაზე აკადემიის წევრ-კორესპონდენტების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეკომენდებული და დაშვებული კანდიდატების შესახებ.
მომხსენებელი: საკონკურსო-საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე, აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა.
2. ინფორმაცია აკადემიის წევრ-კორესპონდენტების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად არჩევნებში მონაწილე კანდიდატების სამეცნიერო მოღვაწეობის შესახებ.
მომხსენებლები:
აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების ვაკანტურ ადგილზე კონკურსში მონაწილე კანდიდატები: სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი გიზო გოგიჩაიშვილი, სოფლის მეურნეობის დოქტორი დავით მაღრაძე.
მეცხოველეობისა და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების ვაკანტურ ადგილზე კონკურსში მონაწილე კანდიდატები: ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი დავით გოდერძიშვილი, ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი მაია კერესელიძე.
აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილების ვაკანტურ ადგილზე კონკურსში მონაწილე კანდიდატები: ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი ომარ თედორაძე, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი ზაზა მახარობლიძე, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი გელა ჯავახიშვილი;
სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილების ვაკანტურ ადგილზე კონკურსში მონაწილე კანდიდატები: ტექნიკის დოქტორი მალხაზ დოლიძე, ტექნიკის დოქტორი ეკატერინა კაციტაძე, ბიოლოგიის დოქტორი ქეთევან ლაფერაშვილი.
გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების ვაკანტურ ადგილზე კონკურსში მონაწილე კანდიდატი: სატყეო საქმის დოქტორი გიორგი ქავთარაძე;
ეკონომიკურ მეცნიერებათა განყოფილების ვაკანტურ ადგილზე კონკურსში მონაწილე კანდიდატი: ეკონომკის დოქტორი ეკატერინე ზვიადაძე.
3. აკადემიის წევრ-კორესპონდენტების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად კანდიდატებისათვის ხმის მიცემა (ფარული კენჭისყრა).
4. კონკურსის შედეგების გამოცხადება.
5. მიმდინარე საკითხები.
კრება წარიმართა წარმოდგენილი დღის წესრიგის შესაბამისად.
აკადემიის წევრ-კორესპონდენტის ვაკანტური ადგილების დასაკავებლად ფარული კენჭისყრის პროცედურის დამთავრების შემდეგ, კრების თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ გამოაცხადა კენჭისყრის შედეგები აგრონომიულ, მეცხოველეობის და ვეტერინარიის, გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის და ეკონომიკურ მეცნიერებათა განყოფილებებში, რომლის თანახმად აკადემიის წევრ-კორესპონდენტების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად არჩევნებში მონაწილე კანდიდატები: სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი გიზო გოგიჩაიშვილი, ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი დავით გოდერძიშვილი, სატყეო საქმის დოქტორი გიორგი ქავთარაძე და ეკონომიკის დოქტორი ეკატერინე ზვიადაძე არჩეული იქნენ აკადემიის წევრ-კორესპონდენტებად.
რაც შეეხება აკადემიის დანარჩენ ორ: აგროინჟინერიის და სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილებებში წევრ-კორესპონდენტების არჩევას, საჭირო გახდა მეორე ტურის ჩატარება. ფარული კენჭისყრის პროცედურის თანახმად, რომლის შედეგებიც ასევე კრების თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ გამოაცხადა გამოვლინდა, შემდეგი: აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილებაში აკადემიის წევრ-კორესპონდენტად არჩეული იქნა ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი ომარ თედორაძე, ხოლო სურსათის
უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილებაში ტექნიკის დოქტორი მალხაზ დოლიძე.
აკადემიის ახლად არჩეულმა წევრ-კორესპონდენტებმა: ბატონებმა: გიზო გოგიჩაიშვილმა, დავით გოდერძიშვილმა, ომარ თედორაძემ, მალხაზ დოლიძემ, გიორგი ქავთარაძემ და ქალბატონმა ეკატერინე ზვიადაძემ მადლობა გადაუხადეს კრებაში მონაწილე აკადემიკოსებს მათდამი გამოხატული მხარდაჭერისა და ნდობისათვის.
