საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

მეცნიერების საერთაშორისო დღე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში

 

34     საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ტრადიციისამებრ, ყოვეწლიურად აღნიშნავს იუნესკოს მიერ დაარსებულ მეცნიერების საერთაშორისო დღეს. წელს, 10 ნოემბერს ამ დღის აღნიშვნა მეცნიერების მუზეუმის საზეიმო გახსნით დაიწყო. მუზეუმი გახსნეს აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ. მუზეუმის შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვის აკადემიკოს ლია მელიქიშვილს. აკადემიის მუზეუმის მიზანია მეცნიერების ისტორიული მემკვიდრეობის გაცოცხლება და საზოგადოებისთვის წარდგენა. ამ სივრცეში ასახულია აკადემიის ისტორია დაარსების დღიდან დღევანდელობამდე; მისი პრეზიდენტები, სამეცნიერო განყოფილებები, კვლევითი ინსტიტუტები, ფოტო მასალა და სამახსოვრო ნივთები, ქართული ენციკლოპედიის და რუსთაველის კომიტეტის ბანერები და . .

   საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან შეხვედრას ესწრებოდნენ აკადემიის ციცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე და აკადემიის მთავარი აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე.211

   ღონისძიება შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა. მან მეცნიერების მნიშვნელობასა და მის განვითარებაზე ისაუბრა. შემდეგ სიტყვა გადაეცა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს გივი მიქანაძეს, რომელმაც საზოგადოებას გააცნო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მილოცვა ქართველ მეცნიერებს. შეკრებილ საზოგადოებას ასევე მიმართა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა.

       ღონისძიებას ესწრებოდნენ: თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე, აკადემიკოსები, საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები.

       ღონისძიების დასასრულს, აკადემიის პრეზიდიუმის დადგენილებით, გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემიები გადაეცათ მეცნიერების სხვადასხვა დარგში გამარჯვებულ 40-ზე მეტ მეცნიერს.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com