საქართველოში მიწის კონსოლიდაციის ეროვნული სტრატეგიის განხილვა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ორგანიზებით 2025 წლის 20 ნოემბერს სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა ეროვნული სამუშაო შეხვედრა საქართველოში მიწის კონსოლიდაციის საკითხებზე.
მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძემ მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა მიწის კონსოლიდაციის პროცესის აუცილებლობას, ამავე დროს, ხაზი გაუსვა აღნიშნული პროცედურის განხორციელების სირთულეს და დასძინა, რომ მისი დაწყების საფუძველს სტრატეგიული ხედვის დოკუმენტი წარმოადგენს.
საქართველოს მიწის კონსოლიდაციის ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტის პროექტი აუდიტორიას წარუდგინა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიწის პოლიტიკის სპეციალისტმა დავით ეგიაშვილმა. მან მიმოიხილა საქართველოში მიწის კონსოლიდაციის ხედვა, მიზნები, პრინციპები და ეტაპები, ასევე, მიწის კონსოლიდაციის ინსტიტუციური ჩარჩო და დაფინანსების წყაროები. დოკუმენტის შექმნით საფუძველი ჩაეყარა მიწის კონსოლიდაციის პოლიტიკის შემდგომ განხილვასა და კონსულტაციებს.
შეხვედრას საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან ესწრებოდნენ აკადემიკოსები: ნოდარ ჭითანავა და ალექსანდრე დიდებულიძე, რომლებმაც დამსწრეთ გააცნეს აკადემიის პოზიცია განსახილველ საკითხთან
