საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

UNESCO-მ „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა

გადაწყვეტილება ნიუ-დელიში (ინდოეთის რესპუბლიკა) გამართულ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის UNESCO-ს მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-20 სესიაზე იქნა მიღებული.

       UNESCO-ს გადაწყვეტილება ხორბალთან დაკავშირებული ტრადიციებისა და რიტუალების აღიარების შესახებ არის ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი შრომის, ცოდნისა და პრაქტიკის საერთაშორისო დონეზე დაფასება; ქართული ენდემური სახეობების მნიშვნელობის ხაზგასმა; სულიერი და მატერიალური კულტურის ურთიერთკავშირის გაძლიერება და მომავალი თაობების წინაშე ვალდებულების აღება, რომ ამ „არამატერიალური კულტურული ელემენტის“ სიცოცხლისუნარიანობა დაცული და განვითარებული იქნება. არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს - „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ - საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 მარტის №98 დადგენილებით განესაზღვრა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია. საქართველოს მიერ UNESCO-ს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის წარმომადგენლობით ნუსხაში 2024 წლის 28 მარტს წარდგენილმა ნომინაციამ განხილვის ყველა ეტაპი წარმატებით გაიარა.

     4საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია უშუალოდ მონაწილეობდა და კოორდინაციას უწევდა იმ სამუშაოებს და ღონისძიებებს, რომლებიც წინ უძღოდა „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეტანას.

      საქართველოს   პარლამენტის   აგრარულ   საკითხთა   კომიტეტის ინიციატივით და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ჩართულობით და კოორდინაციით წარიმართა სამეცნირო-კვლევითი   სამუშაოები,   რომლის მიზანი იყო იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კონვენციის ფარგლებში შექმნილ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის   წარმომადგენლობით   სიაში   „ქართული   ხორბლის მოყვანისა და გამოყენების ტრადიციების“ შეტანა. საქართველოს სოფლის   მეურნეობის   მეცნიერებათა   აკადემიას   საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უდიდესი მხარდაჭერით გამოეყო თანხა, რომლითაც დაფინანსდა   სამეცნიერო-კვლევითი   ექსპედიციები   ქვეყნის   მასშტაბით.   ექსპედიციებში   მონაწილეობა   მიიღეს   მეცნიერ-მკვლევარებმა და ტექნიკურმა პერსონალმა.   განხორციელდა   მნიშვნელოვანი   აქტივობები   შემდეგ რეგიონებში: კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქართლი, ზემო და ქვემო   სვანეთი,   თუშეთი,   გურია.   მოძიებული   და   დაფიქსირებული   იქნა: მეცხრამეტე   საუკუნის   თემატური   ფოტოები;   არქეოლოგიური   ენდემური ხორბლის   ნიმუშები; შესწავლილი   იქნა ენდემური   და   ტრადიციული ხორბლის ნამზადის მონაწილეობა შემოდგომა-ზამთრის წეს-ჩვეულებებში და რიტუალურ ციკლში. განხორციელდა პურის ფესტივალის კინო-ფოტო გადაღება მესხეთში,   ქალაქ   ახალციხეში,   სადაც   წარმოდგენილი   იყო ქართული   ხორბლიდან   მიღებული   ფქვილით   გამომცხვარი   პურის მრავალფეროვანი   ასორტიმენტი;   ჩაწერილი   იქნა   ინტერვიუები ფერმერებთან, პურის მცხობელებთან. შესწავილი იქნა   ტრადიციული და ადგილობრივი, ენდემური ხრბლის თესვის, მოსავლის აღებისა და თონეში ქართული პურის ცხობის პროცესები, სადაც გამოყენებული იქნა ქართული ხალხური   ტრადიციული   ხელსაწყოები,   ჩატარდა   მასტერკლასები. განხორციელდა   დაცული საინტერესო   არტეფაქტების (უნიკალური   კარბონიზირებული ხორბლის ნიმუშების,   რომელიც   აღმოჩენილია   ქვემო ქართლში,     ასაკი   8   თასი   წელი ძვ.   წ.   მე-6 ათასწლეული)   კინო-ფოტო გადაღებები   საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახელობის და გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმებში. ასევე გადაღებულ იქნა     ნეოლითის   პერიოდის,   ე.   წ.   შულავერ-შომუთეფეს   კულტურის ხორბლის ხუთი ეგზემპლარი; ერთმარცვლიანი, ორმარცვლიანი და რბილი ხორბალი (სამი ეგზემპლარი) და   მთლიანად კოლექცია: ხორბალი, ქერი, უგრეხელი,   პარკოსნების   ნიმუშები, არტეფაქტი - თავთავის   ანაბეჭდი ალიზის აგურზე. ასევე   გადაღების ობიექტი იყო გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ   მუზეუმში   დაცული   ექსპონატები,   რომლებიც დაკავშირებულია   ხორბლის   თესვა-მოყვანა,   დაუნჯებასთან;   სახვნელი საშუალებების სხვადასხვა ტიპები მთისა და ბარისა (დიდი გუთანი), კევრი, კოდი   და   სხვ. ერთი   დღე   დაეთმო თბილისში   არსებული   ქართული პურის ტრადიციულ    საცხობებს. შესწავლილი   იქნა ხორბლის   ენდემური   სახეობებიდან მიღებული ფქვილიდან ნამზადის მონაწილეობა       საშობაო   წეს-ჩვეულებებში   და   რიტუალებში გურიაში.      597266179 1170937181888969 3430106474534155723 n

       მოპოვებული და შესწავლილი მასალების საფუძველზე შეიქმნა ფილმი   (შეზღუდული მოთხოვნების გამო ფილმის ხანგრძლივობა 10 წუთია) იუნესკოში   წარსადგენად.   ჩატარებული კვლევების მასალებზე დაყრდნობით მომზადდა სამეცნიერო სტატიები, რომლებიც გამოქვეყნდა ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში.

       ასევე 2024 წელს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია „ქართული ხორბლის კულტურა - რიტუალები და გამოყენების უწყვეტი ტრადიცია“. კონფერენციის მხარდამჭერები იყვნენ: საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი; FAO-გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია; საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

       კონფერენციის საერთაშორისო საორგანიზაციო კომიტეტი წარმოდგენილი იყო 4 ქვეყნის (საქართველო, იაპონია, დიდი ბრიტანეთი, ბულგარეთი) მეცნიერთა შემადგენლობით, ხოლო კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს 6 ქვეყნის (საქართველო, იაპონია, დიდი ბრიტანეთი, ბულგარეთი, აშშ, თურქეთი) მეცნიერ-მკვლევარებმა.    

     იუნესკო-ს 2003 წლის „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ კონვენციას საქართველო 2007 წლიდან შეუერთდა. განვლილი პერიოდის განმავლობაში კონვენციის ქვეშ არსებული მსოფლიო წარმომადგენლობით ნუსხაში საქართველოს ოთხი ელემენტია აღიარებული: „ქართული მრავალხმიანობა“ (2001, 2008), „ქვევრის ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი“ (2013), „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ (2016) და „ქართული ჭიდაობა“ (2018). სასიხარულოა, რომ 2025 წელს მათ რიცხვს შეემატა „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“.

 

 

 

საქართველოს პრეზიდენტის, ბატონ მიხეილ ყაველაშვილის მიერ დამტკიცებულმა კომისიამ ეროვნული

პრემიის მისაღებად კონკურსი გამოაცხადა

 

1.0  საქართველოს პრეზიდენტის, ბატონ მიხეილ ყაველაშვილის განკარგულებით დამტკიცებული სპეციალური კომისია ეროვნული პრემიის მოსაპოვებლად კონკურსს აცხადებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს ეროვნული პრემია პირს ენიჭება საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული, სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, იურიდიული, სამედიცინო, სიცოცხლის შემსწავლელი ან საინჟინრო მეცნიერების დარგში მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული ნაშრომისა ან ნაშრომთა ციკლისათვის, რომელმაც საყოველთაო აღიარება მოიპოვა და განსაკუთრებული წვლილი შეიტანა არა მარტო ქართული მეცნიერების, არამედ მსოფლიოს სულიერ, სოციალურ ან/და ეკონომიკურ განვითარებაში.

პრემია გაიცემა ყოველწლიურად, არა უმეტეს ორისა, თითოეული 10 000 ლარის ოდენობით. პირს, რომელიც მოიპოვებს პრემიას, გადაეცემა პრემიის ლაურეატის დიპლომი, სამკერდე ნიშანი და შესაბამისი ფულადი გასაცემელი.

9 წევრით დაკომპლექტებული კომისიის პირველი სხდომა დღეს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. პრეზიდენტის განკარგულებით დამტკიცებული ეროვნული პრემიის კომისიის შემადგენლობაში არიან:

კომისიის თავმჯდომარე - სამართლის დოქტორი, პროფესორი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია

კ ო მ ი ს ი ი ს    წ ე ვ რ ე ბ ი:

      1.ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, სსიპ - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი ჯაბა სამუშია;

2.ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი, სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, სსიპ - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი დავით გურგენიძე;

3.ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, სსიპ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი-მდივანი ვლადიმერ პაპავა;

4.ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი, სსიპ - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი გივი ჯაფარიძე;

5.ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორი, სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სსიპ - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე;

6.მედიცინის დოქტორი, პროფესორი, სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი ირაკლი ნატროშვილი;

7.ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სსიპ - გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მზია ქუთათელაძე;

8.ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, თსუ-ს არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი ნანა მაჭავარიანი.

კანდიდატთა წარდგენის წესი/ნაშრომის წარდგენისათვის დადგენილი პირობები:

პრემია, როგორც წესი, ენიჭება საქართველოს მოქალაქეს. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, პრემია შეიძლება მიენიჭოს უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს; პრემიის მოსაპოვებლად კანდიდატთა წარდგენის უფლება აქვთ შესაბამისი ავტორიტეტისა და კომპეტენციის მქონე იმ სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებებს, შემოქმედებით ან სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებს, რომლებიც საქმიანობენ მეცნიერების შესაბამის დარგში; პრემიის მოსაპოვებლად შესაძლებელია ავტორთა ჯგუფის/თანაავტორთა წარდგენა; პრემია შეიძლება მიენიჭოს გარდაცვლილ ავტორს იმ შემთხვევაში, თუ მისი ნაშრომი გამოქვეყნდა საკონკურსო განაცხადების მიღების დასრულებამდე და აკმაყოფილებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილ პირობებს; პრემიის მოსაპოვებლად წარდგენა დასაშვებია მხოლოდ სამეცნიერო ნაშრომის გამოქვეყნებისა და/ან მისი პრაქტიკული გამოყენების შემდეგ; დაუშვებელია ერთი და იმავე ნაშრომის განმეორებით წარდგენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნაშრომი საკონკურსოდ არ იქნა დაშვებული ტექნიკური ხარვეზის გამო.

კონკურსში მონაწილეობისათვის წარსადგენი დოკუმენტაცია:

წარდგინება ნაშრომის აღწერა-დახასიათებითა და იმ განსაკუთრებული ღირსებების აღნიშვნით, რომელთა გამოც ხდება მისი ავტორის პრემიის მოსაპოვებლად წარდგენა. დოკუმენტს ხელს უნდა აწერდეს წარმდგენი ორგანიზაციის ხელმძღვანელი/საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრი; საკონკურსო ნაშრომის შესახებ მედიაში გამოქვეყნებული რეცენზიები და/ან სხვა მასალა ნაშრომზე წარმოდგენის შესაქმნელად; სამეცნიერო ნაშრომი - მატერიალურად წარმოდგენის შემთხვევაში 9 ეგზემპლარად (მათ შორის, ერთი ორიგინალი მაინც); კანდიდატის ბიოგრაფია (CV), სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი; კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი.

 

 

 

 

 5 დეკემბერი - ნიადაგის მსოფლიო დღე

 

80bf5ece ebf7 4ceb a00b 535a55fddf00  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში მიმდინარე წლის 5 დეკემბერს ტრადიციულად ჩატარდა ნიადაგის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია. კონფერენციას ესწრებოდნენ, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე, აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკადემიკოსი მარინე ბარვენაშვილი, აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი, გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, აკადემიკოსები: ჯემალ გუგუშვილი და ზაურ ჩანქსელიანი, წევრ-კორესპონდენტი გიზო გოგიჩაიშვილი, აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების სწავლული მდივანი, დოქტორი გიორგი ღამბაშიძე, ასევე აკადემიის აპარატის, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის სამსახურის და გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები.

კონფერენცია გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა გოგოლა მარგველაშვილმა. მისალმების შემდეგ ქალბატონმა გოგოლამ მოკლედ მიმოიხილა ნიადაგის მსოფლიო დღის დაარსების ისტორია, მისი მიზანი და ამოცანები. აღინიშნა, რომ ყოველწლიურად FAO ამ დღესთან დაკავშირებით აცხადებს სლოგანს. 2025 წლის სლოგანი გახლდათ: „ჯანსაღი ნიადაგები-ჯანსაღი ქალაქებისთვის“, რითაც ხაზი გაუსვეს იმას, რომ ნიადაგი არა მარტო სოფლის მეურნეობისათვისაა მეტად ღირებული, არამედ ქალაქებში შენობებისა და გზების ქვეშ არსებულსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

აკადემიკოსი გ. მარგველაშვილი აუდიტორიის წინაშე ასევე წარსდგა მოხსენებით თემაზე: „ქართულ მიწას მიწას მეტი ყურადღება და მზრუნველობა სჭირდება“.    3351e10a 04c2 4d73 8212 d421c7991b39

         „ნიადაგის გამოფიტვა, მისი დეგრადაცია - ეს უდიდესი პრობლემაა ნებისმიერი ქვეყნისათვის და, პირიქით, ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნება-ამაღლება, ესაა ძირითადი, რაზეც დგას ყველა ქვეყანაში სოფლის მეურნეობის წარმოება“ -აღნიშნა ქალბატონმა გოგოლამ. შემდეგ მიმოიხილა ის ქვეყნები, სადაც დიდ ყურდღებას უთმობენ ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნება-ამაღლებას, მათ შორის შეეხო ნიდერლანდებსაც, როგორც მცირემიწიან ქვეყანას, სადაც განსაკუთრებით ზრუნავენ ნიადაგზე, იმდენად ძლერ, რომ ეს ქვეყანა მსოფლიოში მეორე ადგილზეა საურსათო პროდუქციის ექსპორტის მოცულობით. ქალბატონმა გოგოლამ ასევე განიხილა საქართველოში ნიადაგების არსებულ მდგომარეობაც. ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ბოლო 35 წელია ნიადაგი სახელმწიფოს მხრიდან ყურადღების მიღმა დარჩა; არ ჩატარებულა ნიადაგის ნაყოფიერების მონიტორინგი და არ გატარებულა სათანადო აგროტექნიკური ღონისძიებები. ამიტომ არის, რომ ჩვენს ისედაც მცირემიწიან ქვეყანაში მიწის მნიშვნელოვანი ფართობები (400-450 ათას ჰა-ზე მეტი) დაუმუშავებელი და დაუთესავია, ათასობით ჰექტარი მიტოვებული მიწა დეგრადაციას განიცდის, უდაბნოდ გადაქცევის საფრთხის ქვეშ დგას. შემდეგ მომხსენებელმა აღნიშნა, რომ საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან ქმედითი ღონისძიებების გატარება, რათა უმოკლეს ვადაში გამოსწორდეს არსებული მდგომარეობა. აუცილებელია აღდგეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში ადრე არსებული „აგროქიმიისა და ნიადაგის ნაყოფიერების დაცვის სახელმწიფო სამსახური“, ჩატარეს ნიადაგების პასპორტიზაცია და სხვ.

კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი გიზო გოგიჩაიშვილი. მისი მოხსენების თემა იყო: „საქართველოს ნიადაგებში ნიადაგწარმოქმნის პროდუქტიულობა“. ბატონმა გიზომ ისაუბრა კოსმოგენურ იზოტოპებზე, მათი წარმოქმნის მექანიზმზე. აღინიშნა, რომ კოსმოგენური ნუკლიდების გაზომვა გვიჩვენებს თუ როდის შექმნეს ვულკანურმა აქტივობებმა რელიეფი, როდის გამოიწვია კლიმატის ცვლილებამ მყინვარების ზრდა ან კლება, რამდენად სწრაფად იშლება მთები მდინარეების ეროზიული მოქმედებით და სხვ. აღნიშნული ნუკლიდების გამოყენება ამჟამად რევოლუციას ახდენს დედამიწის ზედაპირზე მიმდინარე პროცესების გაგებაში და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს დედამიწის 65a87a2a 76ae 4d0b 8cdf ae061c6dbe40შემსწავლელი მეცნიერებების მრავალი დისციპლინის განვითარებაში. კოსმოგენური ნუკლეოდიტით (TCN-ით) მიღებული (10Be) ნიადაგწარმოქმნის მაჩვენებლების (n=226) გამოქვეყნებული შედეგები მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებიდან (ავსტრალია, ჩრდილოეთი და სამხრეთ ამერიკა), ადასტურებს, რომ ნიადაგის ფორმირება ექსპონენციურად მცირდება ნიადაგის სისქის ზრდასთან ერთად. რაც შეეხება ნიადაგის პასპორტიზაციის ჩატარებას, საქართველოს ნიადაგებში ნიადაგწარმოქმნის პროდუქტიულობას, ბატონმა გიზომ მსმენელებს წარმოუდგინა საქართველოს ტერიტორიისთვის ნიადაგწარმოქმნის წლიური ინტენსივობის გამოსათვლელი ფორმულა, რომელშიც ნაჩვენები იყო საშუალო წლიური ტემპერატურის (0C), საშუალო წლიური ნალექის (მმ) კავშირი ქანების დაწევის სიჩქარესთან. ამ ფორმულის მეშვეობით გამოთვლილი იქნა ნიადაგწარმოქმნის პროდუქტიულობა (ტ/ჰა) ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, სვანეთის, იმერეთის, კახეთის, რაჭის და ა.შ. რეგიონებში.

მოხსენებით „მიწათსარგებლობის გავლენა ნიადაგში ორგანული ნახშირბადის დაგროვებაზე შირაქის ველის შავი ნიადაგების მაგალითზე“ აუდიტორიის წინაშე წარსდგა სოფლის მეურნეობის დოქტორი გიორგი ღამბაშიძე. თავის მოხსენებაში მან ყურადღება გაამახვილა ნიადაგში არსებული ნახშირბადის მნიშვნელობაზე, მის დანიშნულებაზე, როგორც ნიადაგის: სტრუქტურის, გვალვისა4fa8bcb7 2ccc 4ed5 ba88 163471a2b27f და კლიმატის ცვლილებებისადმი მედეგობის გამაუმჯობესებელ; წყლისა და საკვები ნივთიერებების შემაკავებელ; წყლის ინფილტრაციის; მიკრობული ფუნქციის გამაძლიერებელ; ეროზიის შემამცირებელ; ნიადაგის pH-ის შემანარჩუნებელ და ა.შ. ფაქტორზე. შემდეგ ისაუბრა შირაქის ველის ძირითად მიწათსარგებლობის ფორმებზე-სახნავზე, საძოვრებსა და ქარსაფრებზე და მათში ჰუმუსის სახით არსებულ ორგანულ ნახშირბადზე. ყურადღება გაამახვილა ნიადაგში ორგანული ნახშირბადის ხანგრძლივი დროით დაგროვების ხელშემწყობი ფაქტორებზე, კერძოდ: ფიზიკურ, ქიმიურ და ბიოქიმიურ სტაბილიზაციაზე.

            აღსანიშნავია, რომ თითოეულმა მოხსენებამ დამსწრე საზოგადოების მხრიდან დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. გაიმართა დისკუსია, რომელშიც აქტიური მონაწილეობა მიიღეს აკადემიკოსებმა: გ. ალექსიძემ, ჯ. გუგუშვილმა, მ. ბარვენაშვილმა. დაისვა არაერთი შეკითხვა, რომელზეც მომხსენებლებმა ამომწურავი პასუხები გასცეს.

            კონფერენციის მუშაობა შეაჯამა აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა გ. მარგველაშვილმა. მან მადლობა გადაუხადა მომხსენებლებს საინტერესო მოხსენებებისათვის, ხოლო დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისა და კონფერენციის მუშობაში აქტიური მონაწილეობისათვის.

 

 

 

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com