კონფერენცია “პური ჩვენი არსობისა” ქართული ხორბლის კულტურა, ტრადიცია და იდენტობა
2025 წელის 26 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში გაიმართა კონფერენცია “პური ჩვენი არსობისა” ქართული ხორბლის კულტურა, ტრადიცია და იდენტობა. ღონისძიების მოდერატორი გახლდათ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი. კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარემ გელა სამხარაულმა, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, საქართველოს საპატრიარქოს სოფლის მეურნეობის განვითარების ცენტრის თავმჯდომარემ, მიტროპოლიტმა, მეუფემ დავით აბბა ალავერდელმა.
ღონისძიებას საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან ესწრებოდნენ: აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე; აკადემიის მთავარი აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე; აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე; აკადემიის აკადემკიური დეპარტამენტის უფროსი, აკადემიკოსი მარინე ბარვენაშვილი; აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე.
გაიმართა პანელური დისკუსია „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციიდან 
მეცნიერებამდე და სამართლებრივ დაცვამდე“. მოდერატორი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი.
მოსმენილი იქნა მოხსენებები:
- ქართული ხორბლის უნიკალურობა, ენდემური ჯიშები და სამეცნიერო მნიშვნელობა - ლევან უჯმაჯურიძე
- ეთნოგრაფიული ასპექტი - რიტუალები, ტრადიციები და კულტურული მეხსიერება - როზეტა გუჯეჯიანი
- ფერმერების როლი და ქართული ხორბლის პრაქტიკული გადარჩენა - ლალი მესხი
- UNESCO-ს ნომინაციის პროცესი და არამატერიალური მემკვიდრეობის დაცვა,
ეროვნულ დონეზე აღიარებული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა - სალომე ჯამბურია
- ცოცხალი ტრადიცია - ქართული ხორბალი მინდვრიდან სუფრამდე - შოთა ლაგაზიძე
- გეოგრაფიული დასახელებები და ადგილწარმოშობა - ქართული ხორბლისა და
მისგან ნაწარმოები პროდუქტების სამართლებრივი დაცვის პერსპექტივა - სოსო გიორგაძე
მოხდა ვიდეო რგოლის ჩვენება - “ნომინაციის მისაღებად გაწეული სამუშაოს მცირე ნაწილი”. პანელური დისკუსია გაგრძელდა კითხვა-პასუხის ფორმატში. ღონისძიება შეაჯამა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა.
შეხვედრის ბოლოს საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარემ გელა სამხარაულმა მადლობის სიგელები გადასცა UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ შეტანის მოსამზადებელ ღონისძიებებში მონაწილე მეცნიერ-მკვლევარებს და სპეციალისტებს. მათ შორის მადლობის სიგელით დაჯილდოვდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე.
შეხვედრა დასრულდა საქართველოს პარლამენტის თამარ მეფის სახელობის დარბაზში UNESCO-ს ნომინაციაზე წარდგენილი ფილმის ჩვენებით, ქართული ხორბლის ნაწარმის გამოფენა/დეგუსტაციით და ანსამბლ „მჭელის“ ფოლკლორული სანახაობით.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელობის შეხვედრა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებულ ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს წევრებთან
მიმდინარე წლის 25 დეკემბერს აკადემიის ხელმძღვანელობა, პრეზიდენტის, აკადემიკოს გივი ჯაფარიძის ინიციატივით შეხვდა ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს წევრებს. სხდომა გახსნა საბჭოს თავმჯდომარემ, აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა გიორგი ქავთარაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ საბჭოს შემადგენლობა გაფართოვდა, მის მუშაობაში ახალგაზრდა მეცნიერები რეგიონებიდანაც ჩაებნენ, რაც მისასალმებელია. საბჭოს წევრები რეგიონებიდან სხდომას ონ-ლაინ ჩაერთვნენ.
სხდომის მონაწილეებს მიესალმა აკადემიის პრეზიდენტი აკადემიკოსი გ. ჯაფარიძე, რის შემდეგ ისაუბრა აკადემიის საქმიანობაზე, სიახლეებზე, აკადემიაში მოქმედ მეცნიერებათა განყოფილებებზე, აგრარული ინოვაციების კომისიაზე. ყურადღება გაამახვილა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებზე, რომელიც აკადემიას დადებული აქვს სხვადასხვა ინსტიტუციებთან, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. აღნიშნა, რომ სწორედ ახალგაზრდა მეცნიერები არიან პასუხისმგებლები ქვეყნის აგრარული სექტორის შემდგომ განვითარებაზე, ამიტომ მათ განსაკუთრებული ძალისხმევა უნდა იხმარონ, რათა ქვეყანაში დანერგილი იქნას თანამედროვე, ინოვაციური ტექნოლოგიები, რომლებიც უპასუხებენ სოფლის მეურნეობაში არსებულ არც თუ მარტივ გამოწვევებს.
სხდომაზე ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს თითოეულმა წევრმა ისაუბრა თავის საქმიანობაზე, პროექტებზე, სამომავლო გეგმებზე.
ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს სხდომის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ასევე აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ, პრეზიდენტის მოადილემ, აკადემიკოსმა ანატოლი გიორგაძემ, აკადემიური დეპარტამენტის უფროსმა, აკადემიკოსმა მარინე ბარვენაშვილმა, ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს კურატორმა, გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ლაშა დოლიძემ. მათ მოუწოდეს ახალგაზრდა მეცნიერებს მეტი აქტიურობისაკენ, აკადემიის მეცნიერებათა განყოფილებების მუშაობაში ჩართულობისაკენ, აკადემიაში გამართულ მრგვალ მაგიდებსა და კონფერენციებში მონაწილეობის მიღებისაკენ. ასევე მეცნიერებს, ვინც სამეცნიერო საქმიანობის პარალელურად ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ურჩიეს, რომ აკადემიაში გამართულ სხვადასხვა ღონისძიებებზე სტუდენტებიც მოეწვიათ, რათა ხელი შეეწყოს ახალგაზრდების თვალსაწიერის გაფართოებას აგრარული მეცნიერების მიმართულებით.
სხდომის დასასრულს ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს თავმჯდომარემ, აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა გ. ქავთარაძემ საბჭოს ახლადარჩეულ წევრებს აკადემიის სახელით მილოცვის ფურცელი გადასცა.
