საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი,
ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, ქართული ინჟინერ-ტექნოლოგთა სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენელი,
ბატონი გურამ პაპუნიძე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2025 წლის
26 დეკემბრის N 212 ბრძანებით
დაჯილდოვდა ტბელ აბუსერიძის III ხარისხის ორდენით.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია გულითადად ულოცავს ბატონ გურამს ამ დიდ ჯილდოს, უსურვებს წელთა სიმრავლეს, ბედნიერებას და წარმატებას სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!
