თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქო, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსო, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტო,
უწმინდესო და უნეტარესო შიო III,
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია უდიდესი პატივისცემითა და სიხარულით გილოცავთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას.
ეს ისტორიული დღე განსაკუთრებული მნიშვნელობისაა როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ისე სრულიად ქართველი ერისათვის. გვწამს, რომ თქვენი სულიერი სიბრძნე, თავმდაბლობა, ეროვნული და ქრისტიანული ფასეულობებისადმი ერთგულება ღირსეულად განამტკიცებს ქართულ ეკლესიას, გააძლიერებს ერის სულიერ ერთობასა და სამშობლოს სიყვარულს.
გვჯერა, რომ თქვენი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით საქართველოში განმტკიცდება მშვიდობა, სიყვარული, თანადგომა და ზნეობრივი ღირებულებები, ხოლო ეკლესიისა და საზოგადოების ურთიერთთანამშრომლობა კიდევ უფრო ნაყოფიერი გახდება ქვეყნის სულიერი და კულტურული აღმავლობისათვის.
გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, სულიერ სიმტკიცესა და ღვთის შეწევნას თქვენს უმაღლეს საპატრიარქო მსახურებაში.
ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს თქვენი უწმინდესობა და უნეტარესობა მრავალი წლის განმავლობაში.
პატივისცემით,
საქართველოს აგრარიკოს მეცნიერთა სახელით,
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი,
აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე
