საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

მონაწილეობა საერთაშორისო ასამბლეაში

(ქ. კიგალი, რუანდა, აღმოსავლეთ აფრიკა)

მონაწილეობა საერთაშორისო ასამბლეაში საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკად. გურამ ალექსიძე TAP-ის საერთაშორისო ასამბლეაზე.2016 წლის 19-21 იანვარს რუანდის დედაქალაქ კიგალში ჩატარდა ტროპიკული ქვეყნების სოფლის მეურნეობის განვითარების პარტნიორთა ასამბლეა (TAP), რომლის მუშაობაშიც მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ქვეყნის 80-მდე წარმომადგენელმა. ძირითადი განსახილველი საკითხები იყო TAP-ის სამდივნოს მიერ მომზადებული ორი საკითხი: სამუშაო გეგმა და “ტაპიპედია” (კომპიუტერული სისტემა ტროპიკული ქვეყნების სახელმძღვანელოდ). ამავე დროს, განიხილებოდა საკითხი წინასწარ შერჩეული ქვეყნების: ჰონდურასის, გვატემალას, ლაოსის, ბანგლადეშის, ანგოლას, ბურკინა ფასოს, ეთიოპიის და რუანდის სოფლის მეურნეობაში არსებული მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები. მოხსენებები გააკეთეს ამ ქვეყნების წარმომადგენლებმა, რომლებიც მანამდე (ასამბლეის ჩატარებამდე), თითოეული ქვეყანაში განიხილეს არსებული მდგომარეობა.
ასამბლეა გახსნა FAO-ს წარმომადგენელმა ატაპერ მეიგამ, რომელმაც სიტყვა გადასცა რუანდის სოფლის მეურნეობის მინისტრს ქალბატონ ჯერალდინ მუკაეშიმას, რომელმაც ძირითადად ილაპარაკა რუანდის სოფლის მეურნეობაზე და ინოვაციურ სისტემებზე. TAP-ის მიერ გატარებული სამუშაოები ზემოთ აღნიშნულ ქვეყნებში შეაჯამა TAP-ის თავმჯდომარემ, დოქტორმა კრისტიან ჰოსტემ და FAO-ს წარმომადგენელმა კარინ ნიხტერლეინმა.
მონაწილეობა საერთაშორისო ასამბლეაშიტროპიკული ქვეყნების სოფლის მეურნეობის განვითარების (TAP) პარტნიორთა ასამბლეის მონაწილეებიასამბლეის მუშაობაში აგრეთვე მონაწილეობდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები: მსოფლიო ბანკი, FAO, CIGIAR, GIFAR, რეგიონალური ცენტრები და სხვა. ძალზედ მნიშვნელოვანი იყო AGRONATURE-ს მონაწილეობა, რომელიც აერთიანებს ევროპის 31 ქვეყნის 2 ათას მეცნიერს, რომლებიც მუშაობენ კვლევის, განათლების და ტრეინინგის საკითხებზე და აქტიურად არიან ჩართულები რვა ტროპიკული ქვეყნის სოფლის მეურნეობის განვითარების პრობლემებზე.
პროგრამის ბოლოს ჩატარდა მინდვრის დღე, რომელიც მიეძღვნა მემცენარეობისა და მეცხოველეობის განვითარების საკითხებს რუანდაში.
ასამბლეის სხდომებში მონაწილეობა მიიღო CACAARI-ს თავმჯდომარემ, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა აკად. გურამ ალექსიძემ, რომელმაც თავისი მონაწილეობა დააფიქსირა გამოსვლებში, სადაც წინა პლანზე წამოწეული იქნაCACAARI-ის რეგიონში არსებული მდგომარეობა და TAP-ის პროგრამაში მონაწილეობის აუცილებლობა. განხილული იქნა საკითხი TAP-ის მიერ დამუშავებული საკითხების CACAARI-ის რეგიონში განსახილველად.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : conference.gaas@yahoo.com; gaasgeorgia@gmail.com