საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

ინფორმაცია

    2016 წლის 18 თებერვალს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში აკადემიის სასოფლო-სამეურნეო ჰიდრომელიორაციის ეროვნული კოორდინატორის ინიციატივით ჩატარდა მრგვალი მაგიდა თემაზე: "კვლევა და სწავლება ნიადაგისა და წყლის რესურსების მართვაში". ძირითადი მომხსენებელი გახლდათ პროფ. ვილიბალდ ლოისქანდლი (Dl.Dr. Villibald Loiskland) - ვენის (ავსტრია) საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ბუნებრივი რესურსების უნივერსიტეტის (BOKU) წყლის, ატმოსფეროსა და გარემოს დაცვის დეპარტამენტის (WAU) ჰიდრავლიკისა და სოფლის მეურნეობაში წყლის მართვის ინსტიტუტის (IHLW) დირექტორი და დოქტ. მარგარიტა ჰიმელბაუერი (Dr.Margarita Himmelbauer) - ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი

     მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობდნენ სსმმ აკადემიის პრეზიდენტი, აკად. გურამ ალექსიძე, აკადემიური დეპარტამენტის უფროსი აკად. ე. შაფაქიძე, აგრონომიული სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკად. გ. მარგველაშვილი, ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკად. ო. ქეშელაშვილი, აკად. თ. ყურაშვილი, აკადემიის აპარატის თანამშრომელები; სსმმ აკადემიის სასოფლო-სამეურნეო ჰიდრომელიორაციის მიმართულების ეროვნული კოორდინატორი პროფ. ი. ყრუაშვილი და კოორდინატორის ჯგუფის წევრები პროფესორები ე. კუხალაშვილი, დ. გუბელაძე, ზ. ლობჟანიძე, კ. ბზიავა და სხვები.

     საინტერესო მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა. განხილულ საკითხებზე თავიანთი მოსაზრება გამოთქვეს აკადემიკოსებმა გ. ალექსიძემ, გ. მარგველაშვილმა, ე. შაფაქიძემ და აკადემიის ეროვნულმა კოორდინატორმა, პროფ. ი. ყრუაშვილმა.

     აკად. გ. ალექსიძის და პროფ. ვილიბალდ ლოისქანდლის წინადადებით მიზანშეწონილია მომზადდეს თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და ვენის (ავსტრია) საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ბუნებრივი რესურსების უნივერსიტეტის ჰიდრავლიკისა და სოფლის მეურნეობაში წყლის მართვის ინსტიტუტს შორის, რისთვისაც მოსამზადებელი სამუშაოებისათვის შესაბამისი დავალება მიეცათ აკად. ე. შაფაქიძეს, პროფ. ი. ყრუაშვილს და დოქტ. მარგარიტა ჰიმელბაუერს.

160218 vena 1მრგვალი მაგიდის გახსნა-სსმმ აკადემიის პრეზიდენტი, აკად. გ. ალექსიძე

 

160218 vena 2მრგვალი მაგიდის მიმდინარეობა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

160218 vena 3მრგვალი მაგიდის მონაწილეები

 160218 vena 4ავსტრიელი მეცნიერები აკადემიის საგამოფენო დარბაზში
მარცხნიდან - აკად. გ. ალექსიძე, პროფ. ვ. ლოისქანდლი, დოქტ. მ. ჰიმელბაუერი,
პროფ. კ. ბზიავა, აკად. ე. შაფაქიძე. 

 

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com