საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

მემორანდუმი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობის შესახებ

     2016 წლის 17 მარტს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო მასპინძლობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მეცნიერებს - აკადემიის პრეზიდენტს, აკად. გ. ალექსიძეს, ვიცე-პრეზიდენტს, აკად. გ. ჯაფარიძეს, სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივნებს - აკადემიკოსებს გ. მარგველაშვილს, რ. მახარობლიძეს, ზ. ცქიტიშვილს, ჯ. გუგუშვილს, ო. ქეშელაშვილს, აკად. რ. ჩაგელიშვილს, აკად. თ. Yყურაშვილს, პრეზიდენტის მოადგილეს, დოქტ. ა. გიორგაძეს და პრეზიდენტის თანაშემწეს თ. ეპიტაშვილს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ - მინისტრი ო. დანელია, მინისტრის მოადგილეები ი. ნოზაძე, ლ. დავითაშვილი, გ. ცოფურაშვილი და დ. გალეგაშვილი, მინისტრის მრჩევლები და სამინისტროს წამყვანი სპეციალისტები.

   sm 1საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მეცნიერების შეხვედრა.  შეხვედრის მიზანი იყო თანაშრომლობის მემორანდუმის გაფორმება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის.

     მემორანდუმის გაფორმების ერთ-ერთი ძირითადი მიზანია უზრუნველყოფილი იქნას მჭიდრო და შემოქმედებითი თანამშრომლობა სამინისტროს დეპარტამენტებს, საქვეუწყებო დაწესებულებებსა და აკადემიის სამეცნიერო განყოფილებებს შორის წარმოებისა და მეცნიერების წინაშე მდგომი ამოცანების ერთობლივ გადაწყვეტაში. მემორანდუმის მიხედვით ორივე უწყება მონაწილეობას მიიღებს ქვეყნის აგრარული პოლიტიკის შემუშავებაში, სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრაში, აგრარული პოლიტიკითა და სტრატეგიით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების სამოქმედო გეგმების შედგენაში, დარგობრივი განვითარების პროგრამების შედგენისა და მონიტორინგის მეთოდოლოგიის შემუშავებაში, რეგიონების სამეურნეო-ეკონომიკური თავისებურებების გათვალისწინებით მაღალი ტექნოლოგიების გავრცელების შესაძლებლობების დადგენაში და ა.შ.

sm 2     თანამშრომლობის სფეროები და ფორმებია:

დეგრადირებული მიწების აღდგენისა და კონსოლიდაციის შესახებ რეკომენდაციების მომზადება;

წინადადებების მომზადება - მასობრივი მწარმოებლების საკრედიტო რესურსებით უზრუნველყოფის შესახებ, სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ინფრასტრუქტურის სამსახურების სხვა სფეროების ოპტიმიზაციის შესახებ, ინტეგრირებული მცირე და საშუალო საწარმოების ჩამოყალიბების შესახებ, კოოპერატივების საქმიანობის ეკონომიკური ეფექტიანობის ამაღლების შესახებ;

     დარგობრივი პროგრამების შედგენისა და განხილვაში ერთობლივი მონაწილეობა, ხელშეკრულების გაფორმება სამინისტროსა და აკადემიას შორის აკადემიის ბაზაზე ფერმერთა კვალიფიკაციის ამაღლების მუდმივმოქმედი სასწავლო ცენტრის ჩამოყალიბების შესახებ,sm 3თანამშრომლობის მემორანდუმზე ხელის მოწერის ცერემონიალი - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკად. გურამ ალექსიძე და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია. სამინისტროსა და აკადემიის წლიური სამუშაო გეგმების ურთიერთგაცვლა, აკადემიის მიერ მომზადებული და რეცენზირებული აგროწესების, რეკომენდაციების და სხვა სასწავლო და სახელმძღვანელო ლიტერატურის გამოცემა, სამინისტროსა და აკადემიის ვებგვერდზე ერთობლივი ღონისძიებების შესახებ მასალების გაცვლა.

    მემორანდუმი ძალაშია ხელმოწერიდან ხუთი წლის განმავლობაში და მისი გაგრძელება შესაძლებელია ორივე მხარის მიერ თანხმობის შემთხვევაში.

    მხარეების მიერ მემორანდუმის ძირითადი დებულებების გაცნობის შემდეგ გაიმართა აზრთა გაზიარება, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სამინისტროს წარმომადგენლებმა და აკადემიის მეცნიერებმა.

   მემორანდუმზე ხელი მოაწერეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკად. გურამ ალექსიძემ.

    სამთავრობო უწყებასა და მეცნიერებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებამ მკაფიოდ გამოხატა საქართველოს ხელისუფლების კეთილი ნება, რათა მეცნიერებამ დადებითი და წამყვანი როლი შეასრულოს ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში.

 

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com