საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

შეხვედრა საქართველოს პარლამენტში

     2016 წლის 21 მარტს საქართველოს პარლამენტში გაიმართა სამეცნიერო ჟურნალის "ქართული პოლიტიკა" პრეზენტაცია. აღნიშნული ჟურნალის დამფუძნებელია ჟიული შარტავას სახელმწიფო პოლიტიკისა და მართვის სადოქტორო სკოლა; ჟურნალის რედაქტორია აკად. როინ მეტრეველი. პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეები გ. სამხარაული და ზ. ტყემალაძე, ფრაქციის თავმჯდომარე გ. თოფაძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ო. დანელია, მინისტრის მოადგილე ი. ნოზაძე, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი ლ. უჯმაჯურიძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკად. გ. კვესიტაძე, ვიცე-პრეზიდენტი აკად. რ. მეტრეველი, აკადემიკოს-მდივანი, აკად. ო. ნათიშვილი, აკად. ა. ფარნგიშვილი.

     საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიის პრეზიდენტმა, აკად გ. ალექსიძემ, აკადემიის ნამდვილმა წევრებმა და წევრ-კორესპონდენტებმა, პრეზიდენტის მოადგილემ, დოქტ. ა. გიორგაძემ.

     პრეზენტაციაზე მოხსენებებით გამოვიდნენ აკად. რ. მეტრეველი, გ. სამხარაული, ო. დანელია, აკად. გ. ალექსიძე.sigeli G AL 1საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია ულოცავს გამოჩენილ მეცნიერებს "აგრარულ მეცნიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის" საპატიო სიგელით დაჯილდოვებას.

     თავის მოხსენებაში აკად. გ. ალექსიძე შეეხო აგრარული დარგის მეცნიერების განვითარების დღევანდელ მდგომარეობას, პრობლემებს, იმ წარმატებებს, რომელიც აქვთ ამ მიმართულებით დასაქმებულ მეცნიერებს და მათ სამომავლო პერსპექტივებს. მან აღნიშნა აკადემიის როლის მნიშვნელობაზე სოფლის მეურნეობის განვითარების ყველა საფეხურზე, იმ გამოწვევებთან ბრძოლის საკითხებზე, როგორიცაა მსოფლიო გლობალური დათბობა და ამ მიმართულებით სოფლის მეურნეობის მართვის პერსპექტივები, მეცნიერების როლზე სოფლის მეურნეობის შემდგომი აღმავლობისა და განვითარების საქმეში. მომხსენებელმა აგრეთვე აღნიშნა ის სასიკეთო სიახლეები, რომელიც მეაბრეშუმეობის აღდგენას და განვითარებას ეხება, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საქმიან და მჭიდრო კავშირებს საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტთან, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.

parlam 1შეხვედრის მონაწილეები

   
 
   
 

აკად. გ. ალექსიძემ აღნიშნა აგრეთვე, რომ ჟურნალ "ქართული პოლიტიკის" პირველ ნომერში წარმოდგენილია აკადემიის ათი წევრის მნიშვნელოვანი და საინტერესო სამეცნიერო სტატიები.

     პრეზენტაციის დასასრულს საქართველოს აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გ. სამხარაულმა "აგრარულ მეცნიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის" საპატიო სიგელებით დააჯილდოვა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკად. გ. კვესიტაძე, აკადემიის სოფლის მეურნეობის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკად. ო. ნათიშვილი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკად. გ. ალექსიძე და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკად. ა. ფრანგიშვილი.

 

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : conference.gaas@yahoo.com; gaasgeorgia@gmail.com