საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

მონაწილეობა GCARD3-ის მესამე საერთაშორისო ფორუმში (სამხრეთ აფრიკა)

      2016 წლის 5-8 აპრილს ქ. იოჰანესბურგში (სამხრეთ აფრიკა) ჩატარდა GCARD3 (აგრალური კვლევის გლობალური ფორუმის) მესამე საერთაშორისო თათბირი. პირველი ორი ჩატარდა ქ. მონპელიეში (საფრანგეთი) და ქ. მონტევიდეოში (ურუგვაი). GCARD3 ჩატარებას წინ უძღოდა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში შესაბამისი ფორუმების ჩატარება, სადაც ძირითადად განიხილებოდა პრიორიტეტული მიმართულებები თითოეული ქვეყნის აგრარულ სექტორში. ფორუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო ,,გლობალური ფორუმის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა დაCACAARI-ის თავჯდომარემ, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ.

     GCARD3 პირველი დღე მიეძღვნა გლობალური ფორუმის პარტნიორთა შეხვედრას, სადაც განიხილებოდა ,,გლობალური ფორუმის” წესდების საბოლოო ვარიანტი, რომელიც გარკვეული შესწორებებით იქნა მიღებული. შემდეგ დღეს, გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდნენ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, ტყის და მეთევზეობის მინისტრი ბატონი ზოკვანა და ,,გლობალური ფორუმის” აღმასრულებელი მდივანი დოქტ. მარკ ჰოლდერნესი, რომელმაც ოლაპარაკა იმ გზაზე, რაც იქნა განვლილი წინა პერიოდში და განიხილა პერსპექტივები. აქვე ვრცელი მოხსენებით გამოვიდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს კვლევითი ცენტრის პრეზიდენტი და დირექტორი, დოქტ. შადრაკ მოეფული.

     GCARD3 ფარგლებში მუშაობა გაგრძელდა ხუთ სექციაში: კვლევა და საბოლოო მიზნები; შედეგების ჩვენება; მეცნიერების მომავალი; მდგრადი აგრობიზნესის განვითარება; სოფლის უკეთესი მომავალი. თითოეულ სექციაში შერჩეული იქნა სპეციალისტები, რომლებიც ხელმძღვანელობას უწევდნენ სექციიის მსვლელობას.

afrikaაკად. გ. ალექსიძე GCARD3-ის საერთაშორისო თათბირის მონაწილეებთან (2016 წლის 5-8 აპრილი, ქ. იოჰანესბურგში, სამხრეთ აფრიკა)

     თათბირის მეორე დღე, მთლიანად მიეძღვნა სამხრეთ აფრიკის აგრარული კვლევის ცენტრის მუშაობას, რომელიც მდებარეობს ქ. პრეტორიის მახლობლად, სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე. ცენტრის ძირითადი მიმართულებებია: სელექცია, როგორც მცენარეთა, ასევე ცხოველების. (მიღებული აქვთ გვალვაგამძლე სიმინდი, ხორბლის ჯიშები, რომლებიც გამძლეა ჟანგებისადმი. საინტერესოა ,რომ დონორად იყენებენ ქართულ ჯიშ-მახას. ასევე მიღებული აქვთ ატმის, ვაშლის, ქლიავის, ვაზის ახალი ჯიშები). მნიშვნელოვანი მიმართულებაა მცენარეთა დაცვა მავნებლებისა და დავადებისაგან, სადაც უპირატესობას ანიჭებენ ბიოლოგიურ მეთოდს. მნიშვნელოვან კვლევებს აწარმოებენ კლიმატის უარყოფითი გავლენის შესამცირებელ მეთოდებზე; მნიშვნელოვანი სამუშაოები ტარდება ცხოველთა დავადებების დიაგნოსტიკაზე და ბრძოლის ღონისძიებებზე; მოსავლის აღების შემდგომ ტექნოლოგიებზე და სხვა. ფორუმის მონაწილეებმა დაათვალიერეს ცენტრის გენბანკი და კარტოფილის ქსოვილის კულტურის შესანახი ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, მათ შორის კრიო შენახვის აპარატურები და სხვა. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ცენტრში ბიოტექნოლოგიურ კვლევებს და წყლის კონსერვაციის საკითხებს. თათბირის დანარჩენი დღეები მიეძღვნა სექციურ მუშაობას და ბოლოს კვლავ პლენარულ სხდომას, სადაც შეჯამდა ჩატარებული მუშაობის შედეგები. მომდევნოGCARD4 გაიმართება ორი წლის შემდეგ.

     თათბირის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს 500-მდე სპეციალისტმა - მეცნიერებმა, პრაქტიკოსებმა, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, ფერმერებმა, ქალთა ორგანიზაციებმა. აკად. გ. ალექსიძესთან ერთად საქართველოდან ფორუმის მუშაობაში მონაწილეობდა აგრეთვე მარიამ ჯორჯაძე, ბიოლოგიური ასოციაციის "ელკანა"-ს დირექტორი, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი; მათ დააფიქსირეს თავიანთი გამოსვლები მრგვალი მაგიდის მუშაობის პერიოდში. 

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : conference.gaas@yahoo.com; gaasgeorgia@gmail.com