საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ქ. ვინიცის (უკრაინა) ეროვნულ აგრარულ უნივერსიტეტში

     2016 წლის 26-28 აპრილს უკრაინის ქ. ვინიცის ეროვნულმა აგრარულმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას თემაზე - “მეცხოველეობის პროდუქტების ხარისხის, უვნებლობის, წარმოებისა და გადამუშავების თანამედროვე პრობლემები.” საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას აღნიშნულ აკადემიასთან რამოდენიმე წელია გაფორმებული აქვს თანამშრომლობის მემორანდუმი. ხშირია ქართველი და უკრაინელი მეცნიერების ერთობლივი მონაწილეობა საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში. ამჯერად აღნიშნულ კონფერენციის მუშაობაში უკრაინული მხარის მიწვევით მონაწილეობდა და პლენარულ სხდომაზე მოხსენებით გამოვიდა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორი, დოქტორი ანატოლი გიორგაძე.

Vinica 2016 1 დოქტ. ა. გიორგაძე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე (უკრაინა, ქ. ვინიცა)

     კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ მეცნიერები ბელარუსიიდან, მოლდოვადან, ყაზახეთიდან, ტაჯიკეთიდან, პოლონეთიდან, საქართველოდან, უკრაინის სხვადსხვა აგრარული უნივერსიტეტებიდან, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებიდან, ასევე კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ უკრაინის ეროვნული აგრარული აკადემიის წევრები, სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები. სულ მოსმენილი იქნა 82 მოხსენება.

   Vinica 2016 2მარცხნიდან - კათედრის გამგე პროფ. ვ. კუჩერიავი, ვინიცის ეროვნული აგრარული უნივერსიტეტის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გ. კალეტნიკი, დოქტ. ა. გიორგაძე, უნივერსიტეტის რექტორი პროფ. ვ. მაზური.  აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, დოქტორი ანატოლი გიორგაძე შეხვდა ვინიცის ეროვნული აგრარული უნივერსიტეტის პრეზიდენტს, აკადემიკოს გრიგორი კალეტნიკს, უნივერსიტეტის რექტორს ვიქტორ მაზურს, პრორექტორს სამეცნიერო ნაწილში ალექსანდრე იარემჩუკს. შეხვედრაზე განხილული იქნა შემდგომი თანამშრომლობის საკითხები. მიმდინარე წლის 13 მაისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას ესტუმრებიან უკრაინელი კოლეგები ვინიცის ეროვნული აგრარული უნივერსიტეტიდან და განხილული იქნება მემორანდუმის ფარგლებში ერთობლივი საქმიანობის შედეგები. 

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : conference.gaas@yahoo.com; gaasgeorgia@gmail.com