საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

მემორანდუმი თანამშრომლობის შესახებ (სსმმ აკადემია - ბათუმის შ. რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი)

  Batumi Memorand 13 V 2016თანამშრომლობის მემორანდუმზე ხელს აწერენ აკად. გურამ ალექსიძე და პროფ. მერაბ ხალვაში.   2016 წლის 13 მაისს ქ. ბათუმში ხელი მოეწერა მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის.

     მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკად. გურამ ალექსიძემ და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ასოც. პროფესორმა მერაბ ხალვაშმა.

     მემორანდუმზე ხელის მოწერას დაესწრენ რექტორის მოადგილე ქალბატონი ნათელა წიკლაშვილი და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრები, სსმმ აკადემიის წევრები აჭარიდან - აკად. გურამ პაპუნიძე და აკად. რეზო ჯაბნიძე, აგრეთვე სტუმრები თბილისიდან -პროფ. თ. კაჭარავა და სხვები, გაზეთ "აჭარის" კორესპონდენტი რევაზ მსხილაძე.

   Batumi 2016 13 V 1აკად. გურამ ალექსიძის შეხვედრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრებთან.    მემორანდუმი ითვალისწინებს ორგანიზაციებს შორის მეცნიერებისა და განათლების სფეროში საერთო ინტერესების გათვალისწინებით ურთიერთკავშირების განვითარებას.

     Batumi 2016 13 V 2 საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და ბათუმის შ.რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმზე ხელის მოწერის შემდეგ.მემორანდუმის თანახმად მხარეები განახორციელებენ და უზრუნველყოფენ მეცნიერების და პროფესორ-მასწავლებლთა ურთიერთდახმარებას აგრარული სფეროს აქტუალური პრობლემების გადაწყვეტაში, სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლებაში, ტრეინინგების და სემინარების ჩატარებას ახალგაზრდა მეცნიერებთან, გამოცდილების გაზიარებას აგრარული მიმართულებების თანამედროვე მეთოდების, სამეცნიერო მიღწევებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების სფეროში, ერთობლივი სამეცნიერო სიმპოზიუმების და კონფერენციების ორგანიზებას და ჩატარებას, მხარეების ერთობლივ მონაწილეობას აგრარული მიმართულების პროექტებსა და პროგრამებში და სხვა.

     გამოითქვა სურვილი, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა აქტიური მონაწილეობა მიიღოს აკადემიის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სამეცნიერი კონფერენციის მუშაობაში 2016 წლის 28-30 სექტემბერს.

 

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : conference.gaas@yahoo.com; gaasgeorgia@gmail.com