საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

ინფორმაცია


2016 წლის 31 აგვისტოს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას სამუშაო ვიზიტით ესტუმრა ბელარუსიის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილე, ბმე აკადემიის წევრ-კორესპონდენტი,Belarus 2016 ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი პეტრე კაზაკევიჩი. იგი იმყოფება საქართველოში ეკონომიკური თანამშრომლობის მესამე მოწვევის ბელარუსია-საქართველოს სამთავრობათაშორისო კომისიის შემადგენლობაში და მონაწილეობას იღებს ბელარუსიის რესპუბლიკის ეროვნულ გამოფენაში, რომელიც გაიმართება საგამოფენო კომპლექსში "ექსპო-ჯორჯია", თბილისი, 01-04 სექტემბერი, 2016 წელი.     საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან სტუმარს ესაუბრენ აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკად. გივი ჯაფარიძე, აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკად. ე. შაფაქიძე, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, დოქტ. ა. გიორგაძე, სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს-მდივნები, აკადემიკოსები რ. მახარობლიძე, ზ. ცქიტიშვილი, ნ. ბაღათურია, აკად. ნ ჩხარტიშვილი, "საფერავი-ტვ"-ს დამფუძნებელი დ. კოსტარიოვი და სხვა.

     სტუმარი გაეცნო აკადემიის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ბელარუსიის მეცნიერებათა ეროვნულ აკადემისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიებს შორის გაფორმებული მემორანდუმის საკითხების შესრულების მდგომარეობას.

     თავის მხრივ პროფ. პ. კაზაკევიჩმა აკადემიის წევრებს გააცნო ბელარუსიის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საქმიანობა საერთოდ და აგრარული მეცნიერებების მიმართულებით და სურვილი გამოთქვა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია უნდა გახდეს ორი ქვეყნის აგრარული მეცნიერების თანამშრომლობის მაკოორდინებელი ორგანიზაცია; დაისახა ურთიერთ თანამშრომლობის მომავალი პერსპექტივები.

 

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : conference.gaas@yahoo.com; gaasgeorgia@gmail.com