საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიებზე

 

         2016 წლის 28,29 და 30 სექტემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ვ"ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიები სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისათვის" (კონფერენცია ჩატარდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით).
კონფერენციის ჩატარების მიზანი: ფართოდ იქნეს განხილული ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოების მიზანშეწონილობა მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური სამომავლო პერსპექტივების გათვალისწინებით და აღნიშნული მიზნის მისაღწევად თანამედროვე რესურსდამზოგი ტექნოლოგიების გამოყენება, რაც სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი ფორმა იქნება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ შესაძლებელი იქნება ახალგაზრდა მკვლევარების წარმოჩინება, რომლებიც შემდგომში საფუძველს ჩაუყრიან ურთიერთ თანამშრომლობის და ერთობლივი პროექტის განხორციელების პერსპექტივებს.
        კონფერენციის მუშაობაში ქართველ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს უკრაინის, ბელარუსიის, მოლდავეთის, პოლონეთის, რუსეთის (მათ შორის ჩრდილოეთ ოსეთის), აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის და თურქეთის მეცნიერებმა.
კონფერენციაზე მუშაობა წარიმართა სამ Dდარგობრივი სექციაში (მიმართულებებში):
1. ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიები
მემცენარეობაში;
2. ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიები
მეცხოველეობაში;
3. ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიები
აგროინჟინერიაში.
        კონფერენციის პირველ სამუშაო დღეს გაიმართა პლენარული სხდომა. სტუმრებს და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა აკადემიის პრეზიდენტი, აკად. გურამ ალექსიძე. კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვებით გამოვიდნენ და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან Dდავითაშვილმა, მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ, განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამაზ მარსაგიშვილმა, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილემ თინათინ ბოჭორიშვილმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სწავლულმა მდივანმა გიორგი სურგულაძემ, საქართველოს ბიომეურნეობების ასოციაციის "ელკანა" დირექტორმა მარიამ ჯორჯაძემ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლ. უჯმაჯურიძემ, უკრაინის, მოლდავეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, რუსეთის და ჩრდილოეთ ოსეთის დელეგაციების ხელმძღვანელებმა.
პლენარულ სხდომაზე თემატიკის მიხედვით საინტერესო მოხსენებები გააკეთეს აკადემიკოსებმა გ. ალექსიძემ, გ. ტყემალაძემ, ზ. ცქიტიშვილმა და სტუმრებმა - მ. ჯორჯაძემ ("ელკანა"), ვ. კუჩერიავიმ (უკრაინა), ა.   ალტიბაევმა (ყაზახეთი), ზ. მამედოვმა (აზერბაიჯანი), დ. მანახოვმა (რუსეთი), ზ. ხუზმიევმა (ჩრდ. ოსეთი).

       კონფერენციის მონაწილეებისათვის დაიბეჭდა პროგრამა და კონფერენციის შრომათა კრებული, რომელშიც წარმოდგენილია 176 სტატია, მათ შორის საზღვარგარეთელი მეცნიერების - 47 და ქართველი მეცნიერების - 129. კონფერენციის მუშაობაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს, როგორც საქართველოს, ისე საზღვარგარეთის საგანმანათლებლო დაწესებულებების აგარარული მიმართულების მაგისტრებმა და დოქტორანტებმა. konferenc 2016 1

        კონფერენციის მსვლელობის პარალელურად აკადემიის შენობაში მოეწყო ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა, რომელშიც მონაწილეობდნენ სამეცნირო-კვლევითი ცენტრი, საქართველოს აგარარული ფირმების წარმომადგენლები და ინდმეწარმეები. მათ მიერ წარმოდგენილი იყო თაფლის, ყველის, ხილის და მისი ნაწარმის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები, აგრეთვე სხვადასხვა ფირმების ღვინოები და დეალკოჰოლიზებული ღვინის სასმელები, კვების მრეწველობის პროდუქტები - მურაბა, კომპოტი, ლიმონათი, გაყინული/მშრალი ხილი და სხვა.
აღსანიშნავია, რომ გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობა მიიღეს სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაციის (ხელმძღვანელი ქალბატონი მაია ასაკაშვილი) წევრმა ბავშვებმა, რომელთა მიერ წარმოდგენილმა ექსპონანტებმა კონფერენციის მონაწილეთა დიდი მოწონება დაიმსახურეს.
        კონფერენციის სტუმრებისათვის მოეწყო პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები საქართველოს ეთნოგრაფიულ მუზეუმში, გურჯაანის რაიონის სოფ. კარდანახში ფერმერ სულხან გულაშვილის "საგვარეულო მარანში", სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ექსპერიმენტულ ბაზაში. konferenc 2016 2
        კონფერენციის მესამე დღეს პლენარულ სხდომაზე შეჯამებული იქნა ჩატარებული სამუშაოები, მიღებული იქნა "დეკლარაცია-2016", რომელიც შემდგომში დაეგზავნებათ კონფერენციაში მონაწილე ყველა ორგანიზაციას და სხვა სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებს, როგორც საზღვარგარეთ, ისე საქართველოში. კონფერენციის ყველ მონაწილეს გადაეცათ კონფერენციაში მონაწილეობის სერტიფიკატები,
კონფერენციაზე გამოთქმული და განხილული საკითხების განზოგადოების შედეგად გაიზარდება ფერმერთა გათვითცნობიერება და მათ უნდა ჰქონდეთ მოტივაცია, რომ გახდნენ ბიოფერმერები. ბიოფერმერული მეურნეობა ნიშნავს ხარისხს, კარგ ცოდნას და კარგ მოტივაციას ფერმერის მხრიდან. კონფერენცია აგრეთვე უნდა დაეხმაროს დამწყებ ფერმერებს, რათა ფერმერულმა ბიომეურნეობამ მაქსიმალური მოსავალი მიიღოს და კონკურენცია გაუწიოს ადგილობრივ ბაზარზე, ხშირ შემთხვევაში, დემპინგური ფასით შემოსულ პროდუქტს; ამ მიზნით კონფერენციის ჩატარებამ ხელი უნდა შეუწყოს სპეციალური სახელმწიფო დახმარების პროგრამის შემუშავებისა და ამოქმედების მიმართულებას. საჭიროა სახელმწიფომ სერიოზული ქოლგის ფუნქცია შეასრულოს ბიოპროდუქტის მწარმოებელი ფერმერებისთვის. ეს შექმნის მოტივაციას, რომ ფერმერმა შეინარჩუნოს მიწის ბიოქიმია თავისი ორგანულობით და აწარმოოს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი და ბიომეურნეობა გახდება საქართველოსთვის განსაკუთრებული ნიშა მსოფლიო ეკონომიკის ბაზარზე. konferenc 2016 3

 

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : conference.gaas@yahoo.com; gaasgeorgia@gmail.com