საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

მეცნიერების საერთაშორისო დღე საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში


        მეცნიერების საერთაშორისო დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (UNESCO) 2001 წელს დააწესა და ყოველწლიურად აღინიშნება.
unnamed 1

       

  2016 წლის 10 ნოემბერს მეცნიერების საერთაშორისო დღე აღინიშნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიის წევრებმააკადემიკოსებმა და წევრ-კორესპონდენტებმა, აგრარული მიმართულების დოქტორებმა და დოქტორანტებმა, აკადემიის აპარატის თანამშრომელებმა, მოწვეულმა სტუმრებმა.

       საზეიმო ღონისძიება გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მცენარეთა ინტეგრალური დაცვის მდგომარეობისა და წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრის ღონისძიებების შესახებ ესაუბრა აკადემიის პრეზიდენტი, აკად. გურამ ალექსიძე.

 

unnamed           აგრარული მიმართულებების დღევანდელი მდგომარეობის შესახებ საინფორმაციო მოხსენებებით გამოვიდნენ აკადემიკოსები . მარგველაშვილი, . ჯაფარიძე, . ყურაშვილი, . გუგუშვილი, . ჩანქსელიანი, . კაციტაძე და  . ვასაძე. გამომსვლელებმა ყურადღება გაამახვილეს ნიადაგების დაცვისა და მათი ნაყოფიერების გაზრდის, სატყეო საქმის განვითარებისა და ტყის კოდექსის შექმნის აუცილებლობის, მეცხოველეობისა და ვეტერინარიის დარგების განვითარებისათვის გასატარებელი ღონისძიებების, აგროსაინჟინრო სამსახურის არსებული მდგომარეობისა და მათი საქმიანობის გაუმჯობესების, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ და ..

 

      unnamed 2 

    აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსმა, აკად. . შაფაქიძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო აკადემიის განცხადება აგრარულ დარგში 2016 წლის საუკეთესო ფუნდამენტური, გამოყენებითი და საგანმანათლებლო ხასიათის ნაშრომისათვის პრემიის მინიჭების კონკურსის გამოცხადების შესახებ.

    აგრარულ დარგში წლის საუკეთესო ფუნდამენტური, გამოყენებითი და საგანმანათლებლო ხასიათის ნაშრომისათვის პრემიას ანიჭებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია საქართველოს აგრარულ დარგში მოღვაწე მეცნიერების, უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებლებისა და მათდამი დაქვემდებარებულ ან სხვა სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების მიერ დამუშავებულ თეორიულ ან პრაქტიკული მნიშვნელობის საუკეთესო ნაშრომებს; წლის საუკეთესო ნაშრომისათვის პრემია მიენიჭებათ აგრარული მეცნიერებების შემდეგ დარგებში: აგრონომია, ვეტერინარია, მეცხოველეობა, სასურსათო ტექნოლოგია, სატყეო საქმე, აგრობიზნესის მენეჯმენტი და აგროინჟინერია;

აღინიშნარომ დებულების შესაბამისად  განცხადება  კონკურსის შესახებ გამოქვეყნდა აკადემიის  ვებ გვერდზე  (www.gaas.dsl.ge)  
და  საბუთების  მიღების  ბოლო  ვადაა  2016 წლის  30  დეკემბერი.

DSC07015 01

            აკადემიის პრეზიდენტმა, აკად. გურამ ალექსიძემ მეცნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრები, აგრარული მიმართულებების დოქტორები და ახალგაზრდა მეცნიერები დააჯილდოვა სპეციალური სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით.


     

 

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : conference.gaas@yahoo.com; gaasgeorgia@gmail.com