საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

ნიადაგების მსოფლიო საერთაშორისო დღე საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში

     2016 წლის 05 დეკემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა ნიადაგების მსოფლიო საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენციას ესწრებოდნენ აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს მდივნები, აკადემიის წევრები, აკადემიის აპარატი და მოწვეული სტუმრები.

   niadag dge 1      კონფერენცია გახსნა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკად. გივი ჯაფარიძემ, რომელმაც აღნიშნა განსახილველი თემატიკის და საერთოდ ნიადაგების როლის მნიშვნელობა დედამიწის კეთილდღეობისა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების საქმეში.

    
    ძირითადი მოხსენება თემაზე “პლანეტის ჩუმი კრიზისი_სასურსათო კრიზისის საფრთხე”  გააკეთა აკადემიის აგრონომიული სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს_მდივანმა, აკადემიკოსმა გოგოლა მარგველაშვილმა. საინტერესო მოხსენებებით წარდგნენ კონფერენციის მონაწილეების წინაშე აკადემიკოსები

რ. მახარობლიძე და თ. ყურაშვილი, მეცნიერებათა დოქტორები, პროფესორები

 გ. გაგოშიძე და ზ. ბუკია. გაიმართა დისკუსია და აზრთა გაზიარება კონფერენციის მონაწილეთა შორის.

    niadag dge 2 3

      კონფერენციის დასასრულს აკადემიის ვიცე_პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ ნიადგმცოდნეობაში მიღწეული სამეცნიერო წარმატებებისათვის საპატიო სიგელები გადასცა გამოჩენილ მეცნიერებს აკადემიკოსებს გ. მარგველაშვილს,    ჯ. ონიანს, ვ. ცანავას, ზ. ჩანქსელიანს, თ. ურუშაძეს და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფს.

 

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : conference.gaas@yahoo.com; gaasgeorgia@gmail.com