საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

BACSA -ს საერთაშორისო კონფერენცია მეაბრეშუმეობაში

      2017 წლის 01 - 07 აპრილს, Aზერბაიჯანის ქალაქ შეკში ჩატარდა შავი, კასპიის ზღვების და ცენტრალური აზიის ქვეყნების მეაბრეშუმეობის ასოციაციის (BACSA) მე-8 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზეკლიმატის და სასუქების ცვლილება-ახალი გამოწვევები მეაბრეშუმეობაში”. Bacsa 2

       კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ბულგარეთის, რუმინეთის, თურქეთის, საქართველოს, Aზერბაიჯანის, რუსეთის, ტაჯიკეთის, ჩინეთის, ტაილანდის და კუბის მეაბრეშუმეობის წამყვანმა მეცნიერებმა, ბიზნესმენებმა, მეაბრეშუმეობის კოოპერატივებმა და კერძო დამსაქმელებმა.

    საქართველოდან კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი . შაფაქიძე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მთავარი სპეციალისტი . ბარამიძე, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მეაბრეშუმეობის ლაბორატორიის ხელმძღვანელი . გუჯაბიძე და ლაბორატორიის თანამშრომელი . წყარუაშვილი.

     Bacsa 3კონფერენციის მუშაობას ხელმძღვანელობდა BACSA - პრეზიდენტი, პროფ. პანომირ ცენოვი (ბულგარეთი). მანვე გააკეთა შესავალი მოხსენებაკლიმატის ცვლილებების გავლენა ევროპის, კავკასიის რეგიონის და ცენტრალური აზიის მეაბრეშუმეობაზე”.

     საინტერესო მოხსენებებით და წინადადებებით გამოვიდნენ კონფერენციის მონაწილე ყველა დელეგაციის წევრები. აკადემიკოსმა . შაფაქიძემ კონფერენციის პლენარულ სხდომაზე გააკეთა მოხსენება თემაზე: “საქართველოს მეაბრეშუმეობაგუშინ, დღეს და ხვალ”, ხოლო კონფერენციის მეორე დღეს აკად. . შაფაქიძემ გააკეთა პრეზენტაციათანამედროვე ინოვაციური ტექნოლოგიები და ტექნიკური საშუალებები მეაბრეშუმეობაში”, რომელმაც მსმენელთა დიდი ინტერესი გამოიწვია.

     კონფერენციის მსვლელობისას ხაზი გაესვა მოსაზრებას, რომ საჭიროა ქმედითი დახმარება გაეწიოს ყოფილი საბჭოთა კავშირის მეაბრეშუმეობის მწარმოებელ რესპუბლიკებსსაქართველოს, აზერბაიჯანს, უზბეკეთს, ტაჯიკეთს, უკრაინას და კონფერენციამ თხოვნით მიმართა მეაბრეშუმეობის წამყვან ქვეყნებს ჩინეთს და ტაილანდს ქმედითი დახმარება გაუწიონ ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებს ამ მიმართულებით.Bacsa 4

          კონფერენციის პროგრამით ჩატარდა გამსვლელი სემინარი . შეკის მეაბრეშუმეობის კომბინატში, სადაც ძალზე საინტერესო მასალაა წარმოდგენილი ძაფის ამოსახვევი თანამედროვე მანქანების, საქსოვი და სამღებრო საამქროების სახით.

       კონფერენციის ფარგლებში გაიმართა BACSA - აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, სადაც პროფ. პანომირ ცენოვის წინადადებით კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს საკითხი საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის თხოვნით მიმართვის შესახებ, რათა საქართველოს მთავრობამ განიხილოს  2019 წლისათვის BACSA - მე-9 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების შესაძლებლობა საქართველოში. საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში ეს იქნება დიდი სტიმული არა მარტო საქართველოს მეაბრეშუმეებისათვის, არამედ მთლიანად მეაბრეშუმეობის დარგისათვის.

Bacsa 1

მარცხნიდან: BACSA - პრეზიდენტი პროფ. . ცენოვი, დოქტ. . ბარამიძე და

აკად. . შაფაქიძე.

 

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com