საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

საიუბილეო შეხვედრა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში

      Metreveli 100 1 2017 წლის 19 აპრილს აკადემიის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა აკადემიკოს ვალერიან მეტრეველის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო შეხვედრა შემდეგი დღის წესრიგით: 1. საიუბილეო შეხვედრის გახსნა - აკადემიის პრეზიდენტი, აკად. გურამ ალექსიძე; 2. აკად. ვალერიან მეტრეველის ცხოვრება და მოღვაწეობა - მომხსენებელი აკად. არჩილ ვაშაკიძე; 3. მოგონებები.

საიუბილეო შეხვედრაზე აკად. ვალერიან მეტრეველის შესახებ მოგონებებით გამოვიდნენ: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკად. გ. კვესიტაძე;  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თ. მარსაგიშვილი; საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ი. ნოზაძე; საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელი, საქართველოს სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი  ბ. გულუა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები - ა. დიდებულიძე, ზ. ცქიტიშვილი,  რ. მახარობლიძე, ე. შაფაქიძე, ჯ. კაციტაძე, გ. პაპუნიძე, რ. ჩაგელიშვილი, პროფესორი რ. რუსიეშვილი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკად. გ. ჯაფარიძე, ბატონი ვალერიანის შვილი, ქალბატონი მარინა მეტრეველი.

Metreveli 100 0

გამოსვლელებმა გაიხსენეს ბატონი ვალერიანის საქმიანობის პერიოდები საქართველოს მექანიზაციის და ელექტრიფიკაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად მოღვაწეობის დროს, მისი წარმატებული საქმიანობა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის რექტორად მუშაობისას და რაც მთავარია მისი უდიდესი წვლილი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აღდგენის საშვილიშვილო საქმეში; გაიხსენეს იგი, როგორც დიდი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, გაიხსენეს მისი პირადი თვისებები და დამოკიდებულება ახალგაზრდა სამეცნიერო კადრების აღზრდაში და მათ მიმართ გამოჩენილი უდიდესი ყურადღებისა და გვერდში დგომის ეპიზოდები.

Metreveli 100 01აკად. მეტრეველის ხსოვნა მუდამ იქნება მისი ოჯახის, მეგობრების და კოლეგების, აგრარული სფეროს მეცნიერთა გულებში. ნათელში იყოს მისი სული, ამინ!

 

 

 

 

Metreveli 100 02

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : conference.gaas@yahoo.com; gaasgeorgia@gmail.com