საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

საქართველოს ფერმერთა მესამე კონგრესი

მიმდინარე წლის 6 ივნისს საგამოფენო ცენტრიექსპოჯორჯიასმე-3 პავილიონში ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციამ 18891433 1743730335667628 792451487739873754 oელკანა”, ოქსფამის თანადგომით გამართა საქართველოს ფერმერთა მესამე კონგრესი. კონგრესზე მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი გიორგი მიშელაძე, ოქსფამის წარმომადგენელი საქართველოში ლევან დადიანი, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტი ნინო ზამბახიძე, ფერმერები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან კონგრესისმუშაობაში მონაწილეობა მიიღეს აკადედიმიის პრეზიდენტის მოადგილემ, დოქტორმა ანატოლი გიორგაძემ და აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების სწავლულმა მდივნებმა დოქტორებმა რევაზ ლოლიშვილმა და მარინე ბარვენაშვილმა.

კონგრესი გახსნა ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციაელკანა”- დირექტორმა მარიამ ჯორჯაძემ, რომელმაც მისასალმებელი სიტყვის შემდეგ აღნიშნა კონგრესის მნიშვნელობა საქართველოში ფერმერული მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის 19023705 1743735845667077 1292984597010389264 oთვალსაზრისით. ისაუბრა განვლილ წლებში ჩატარებული სამუშაოების მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა ფერმერთა დაინტერესებაზე სოფლის მეურნეობის  პროდუქტების წარმოების რაოდენობის ზრდისა და ხარისხის გაუმჯობესების საქმეში. კონგრესზე ფართო სიტყვით გამოვიდა სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომელმაც ყურადღება გაამახვილა ქართული პროდუქციის გატანაზე საერთაშორისო ბაზარზე და მისკონკურენტუნარიანობაზე ევროპის ქვეყნებში წარმოებულ პროდუქციასთან. კონგრესის მსვლელობისას დამსწრე საზოგადოებას უჩვენეს ვიდეო რგოლი, რომელშიც ასახული იყო გასული წლის კონგრესის შეფასება. პარალელურად პროექტის მენეჯერი რუსუდან თაბუკაშვილი საუბრობდა შესრულებულ სამუშაოებზე და სამომავლო გეგმებზე.18893021 1743735292333799 462787885033433998 n

კონგრესზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფერმერთა პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას. კითხვა-პასუხის რეჟიმში ფერმერების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხი გასცა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

კონგრესი დახურა ქალბატონმა მარიამ ჯორჯაძემ, რომელმაც ფერმერებს წარმატებები უსურვა და აღუთქვა დახმარება ბიომეურნეობების დანერგვასა და მათთვის აქტუალური საკითხების მოგვარებაში.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : conference.gaas@yahoo.com; gaasgeorgia@gmail.com