საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

         2017 წლის 25-27 ოქტომბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „მევენახეობა და მეღვინეობა ევროპის ქვეყნებში, ისტორიული ასპექტები და პერსპექტივები“. კონფერენციის ფინანსური მხარდაჭერა განახორციელა შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა.kONFERENCIA 2017 1

საერთაშორისო  სამეცნიერო კონფერენციის მიზანი იყო ევროპის ქვეყნების და მათ შორის საქართველოს, მევენახეობა და მეღვინეობის არსებული მდგომარეობის განხილვა, პერსპექტივების განსაზღვრა, ბიზნესის განვითარების დარგის პარამეტრების შემუშავებისათვის რეკომენდაციების მომზადება,  ხოლო კონფერენციის  ამოცანას წარმოადგენდა - მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებისათვის ევროპის ქვეყნების და მათ შორის საქართველოს სამომავლო პერსპექტივების ჩამოყალიბება, ევროპის და სხვა ქვეყნების  მეცნიერების მიერ დარგში   მიღწეული ინოვაციური ტექნოლოგიების განზოგადება და დარგის შემდგომი აღმავლობისათვის მეცნიერების და სხვა სპეციალისტების კვლევების და სამეცნიერო მიღწევების კუთხით ურთიერთგაცვლითი ღონისძიებების ჩატარების საფუძვლების მომზადება.

კონფერენციის მუშაობაში ქართველ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს საფრანგეთის, იტალიის, რუმინეთის, ესპანეთის, სლოვაკეთის, უკრაინის და  მოლდოვის მეცნიერებმა. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის დელეგაციას  ხელმძღვანელობდა საფრანგეთის სოფლის მეურნეობის აკადემიის და ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათის და ბუნებათსარგებლობის  აკადემიების კავშირის პრეზიდენტი, პროფ. მიშელ ტაიბიერი, ხოლო რუმინეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა რუმინეთის სოფლის მეურნეობის ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, პროფ. გეორგ სინი.

Konferencia 2017 2კონფერენცია გახსნა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა აკადემიის პრეზიდენტმა, აკად. გურამ ალექსიძემ. კონფერენციას მიესალმა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამაზ მარსაგიშვილი, საქართველოს მეცნიერების ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკად. გიორგი კვესიტაძე, საფრანგეთის სოფლის მეურნეობის აკადემიის პრეზიდენტი, პროფ. მიშელ ტაიბიერი,  რუმინეთის სოფლის მეურნეობის ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, პროფ, გეორგ სინი, უკრაინის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკად. ვლადიმერ ხარება, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრი ავთანდილ მესხიძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანი, პროფ. გიორგი ქვარცხავა,  მილანის (იტალია) უნივერსიტეტის პროფესორი ფაბიო კუაგლინო,  სევილიის (ესპანეთი) უნივერსიტეტის პროფესორი რაფაელ ოსეტე რუბიო, ბრატისლავას (სლოვაკეთი) უნივერსიტეტის პროფესორი იოსეფ ტუროკი, ვ.ტაიროვის მევენახეობის და მეღვინეობის ინსტიტუტის ლაბორატორიის ხელმძღვანელი ლუდმილა კონუპი (ოდესა, უკრაინა), საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორი, დოქტორი ლევან უჯმაჯურიძე.Konferencia 2017 3

კონფერენციაზე სულ წარმოდგენილი იყო 68 მოხსენება, მათ შორის 18 პლენარულ  სხდომაზე, რომელიც ეხებოდა ევროპის ქვეყნებში და მათ შორის საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის არსებულ მდგომარეობას, ამ დარგის სამეცნიერო-კვლევით მიმართულებებს და სამომავლო პერსპექტივებს,  დარგის გენოფონდის დაცვის ღონისძიებებს, ევროპის ქვეყნებში დარგის სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ძირითად  და თანამედროვე, ინოვაციური ტექნოლოგიების  განხორციელების მიმართულებებს და ა.შ.

კონფერენციამ აღნიშნა, რომ  მსოფლიო მევენახეობა-მეღვინეობის ევროპული სამყარო გაეცნო ქართული მევენახეობის საწყისებს, ოჯახური მევენახეობა-მეღვინეობის თავისებურებებს, თანამედროვე ტექნოლოგიებს, ქართული ვაზის უმდიდრეს გენოფონდს, რომლის მიმართ დიდი ინტერესი არსებობს და იგი ხელს შეუწყობს მსოფლიო არენაზე მის დაცვას კანონიერების სრული მოთხოვნით. აღსანიშნავია, რომ ევროპული ღვინის საერთაშორისო ღონისძიების - საერთაშორისო კონფერენციის ჩატარება ერთ-ერთი მეტად საჭირო, ეფექტური ღონისძიება და საშუალებაა ამ ეროვნული დარგის ეკონომიკური პოტენციალის რეალიზების თვალსაზრისითაც.

Konferencia 2017 4კონფერენციის ჩატარების შედეგად გაღრმავდა კავშირები იმ ქართველ და ევროპელ მეცნიერთა შორის, რომლებიც კონფერენციის თემატიკით გათვალისწინებულ საკითხებზე მუშაობენ და რის საფუძველზეც მოხდება აგრარიკოსი მეცნიერების, ფერმერების, მეღვინეებისა და სტუდენტების გაცვლითი სამუშაო მივლინებების პრაქტიკის ჩამოყალიბება; საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობა ექნებათ რეალიზება გაუწიონ კონფერენციაზე გამოთქმულ საზღვარგარეთის მეცნიერების პრაქტიკულ წინადადებებს ფერმერულ მეურნეობებში და ღვინის წარმოების ინდუსტრიაში, რაც გულისხმობს აკადემიაში ჩატარებული საერთაშორისო კონფერენციის შედეგების განზოგადოებას მევენახეობის და მეღვინეობის თანამედროვე ტექნოლოგიების  განვითარების მიმართულებებით. კონფერენციის შემდგომ, აკადემიის ეგიდით ჩატარებული სემინარების, მრგვალი მაგიდების, მინდვრის დღეების, საწარმოო ექსკურსიების  და სხვა ღონისძიებების საშუალებით შესაძლებელია კონფერენციის შედეგების არა მარტო საქართველოს მასშტაბით, არამედ ევროპის ქვეყნებში  საუკეთესო სააგიტაციო მუშაობის წარმართვა.

კონფერენციის შემაჯამებელ სხდომაზე მიღებული იქნა დეკლარაცია, რომელიც აღიარებს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებს შორის მჭიდრო, საქმიანი კავშირების დამყარების დიდ მნიშვნელობას და სამეცნიერო ფორუმების სისტემატიური ჩატარების აუცილებლობას, ქვეყნების სამეცნიერო-პრაქტიკული საქმიანობის პრიორიტეტულობის განსაზღვრის მიზნით. მასში აღნიშნულია, რომ აუცილებელია -

ა) სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, მოქალაქეთა და სამეცნიერო საზოგადოების აქტიური მონაწილეობა მევენახეობისა და მეღვინეობის მიმართულებით ერთობლივი ღონისძიებების შესამუშავებლად; ბ) მისასალმებელია დღევანდელი ევროპის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიების კავშირის ერთსულოვანი სურვილი და მხარდაჭერა საქართველოში ზემოთაღნიშნული საერთაშორისო კონფერენციის შედეგების განზოგადოების მიმართულებით;Konferencia 2017 5

გ) განსაკუთრებით დიდია ამ კატეგორიის ღონისძიების ჩატარების მნიშვნელობა დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში. იგი დიდად შეუწყობს ხელს საერთაშორისო არენაზე ქართული ღვინის ავტორიტეტის ამაღლებას, ღვინის ბაზრებზე შესვლას და დამკვიდრებას, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისათვის.

კონფერენციის პროგრამით განხორციელდა საწარმოო ექსკურსიები საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ექსპერიმენტულ ბაზაში, ალ. ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმში, ნაფარეულის „ტყუპების მეღვინეობის კომპანიაში“ (გია და გელა გამტკიცულაშვილები) და ყვარელში კომპანია „მეღვინეობა ხარება“-ს მეღვინეობის ობიექტებზე.

კონფერენციის დასასრულს კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com