საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

საიუბილეო გამსვლელი სამეცნიერო კონფერენცია ქუთაისში

acad logo 60

        2017 წლის 22 ნოემბერს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და ა. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „სუბტროპიკული სოფლის მეურნეობა და მისი განვითარების პერსპექტივები“. კონფერენცია ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული აკადემიის დაარსებიდან 60 წლისთავის აღსანიშნავად საიუბილეო ღონისძიებების ჩატარების გეგმის შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ ამ ორ ორგანიზაციას შორის გაფორმებულია თანამშრომლობის მემორანდუმი, სადაც ერთობლივ კონფერენციებში მონაწილეობა სწორედ მემორანდუმის პუნქტებით არის გათვალისწინებული.Kutaisi 2017 1

            კონფერენციის მუშაობაში საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან მონაწილეობა მიიღეს აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსმა აკად. ე. შაფაქიძემ, პრეზიდენტის მოადგილემ  დოქტ. ა. გიორგაძემ, აკადემიკოსებმა გ. მარგველაშვილმა, რ. მახარობლიძემ, ჯ. კაციტაძემ, ზ. ცქიტიშვილმა, ნ. ბაღათურიამ, თ. ყურაშვილმა, რ. ჯაბნიძემ, აკადემიის სწავლულმა მდივნებმა  დოქტორებმა მ. ბარვენაშვილმა და რ. ლოლიშვილმა.

         უნივერსიტეტის მხრიდან კონფერენციაში მონაწილეობდნენ რექტორი პროფ. გ. ღავთაძე, რექტორის აპარატის უფროსი პროფესორი რ. კოპალიანი, აგრარული ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქ. კინწურაშვილი, აგრარული ფაკულტეტის დეპარტამენტის უფროსები, ფაკულტეტის თანამშრომელები და სტუდენტები-ბაკალავრები, მაგისტრები და დოქტორანტები.

           Kutaisi 2017 2 კონფერენცია მიესალმა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გ. მარგველაშვილი.

            კონფერენცია წარიმართა შემდეგი დღის წესრიგით:

1.         კონფერენციის გახსნა - პროფესორი გიგა ღავთაძე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი;

2.         პროფესორი როლანდ კოპალიანი -აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის აპარატის უფროსი, თემა: “სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის პრიორიტეტული მიმართულების ეკონომიკური და ეკოლოგიური ასპექტები”.

3.         აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი - აკადემიის აგრონომიული სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი;თემა: “ნიადაგის ნაყოფიერების მართვა ორგანული და ინტენსიური მიწათმოქმედების პირობებში”.Kutaisi 2017 3

4.         აკადემიკოსი რევაზ მახარობლიძე - აკადემიის აგროსაინჟინრო სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი;თემა: “აგროსაინჟინრო სექტორის პრიორიტეტები თანამედროვე ეტაპზე”.

5.         აკადემიკოსი ზურაბ ცქიტიშვილი - აკადემიის სურსათის უვნებლობის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი;თემა: “სურსათის უვნებლობის ევროპული პრინციპები”.

7.         აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე - თემა: “მეაბრეშუმეობის აღორძინების პერსპექტივები საქართველოში”;

8.         აკადემიკოსი ნუგზარ ბაღათურია  - აკადემიის სოფლის მეურნეობის პროდუქტების შენახვისა და გადამუშავების სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი;

თემა: “საქართველოს კვების მრეწველობის საექსპორტო პოტენციალი და მისი ამოქმედების ინოვაციური ტექნილოგიები”;

9.         აკადემიკოსი თენგიზ ყურაშვილი - თემა:  “საქართველოში გავრცელებული ცხოველთა ინფექციური      დაავადებები”.

10.       აკადემიკოსი რეზო ჯაბნიძე - თემა: “იაპონიიდან ინტროდუცირებული მანდარინის საადრეო ჯიშების ზრდა-განვითარების თავისებურებანი აჭარაში”.

           Kutaisi 2017 4 კონფერენციის მონაწილეებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის საველე ლაბორატორია, სადაც აგრარული ფაკულტეტის მეცნიერების მიერ აღდგენილია და სასელექციო მუშაობა მიმდინარეობს სუბტროპიკული კულტურების უნიკალურ ჯიშებზე.

            კონფერენციის დასასარულს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, პროფ. გ. ღავთაძეს და რექტორის აპარატის უფროსს, პროფ. რ. კოპალიანს გადაეცათ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა  აკადემიის საიუბილეო სიგელები აგრარულ დარგში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების აღზრდის საქმეში შეტანილი წვლილისათვის.

 

 

 

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : conference.gaas@yahoo.com; gaasgeorgia@gmail.com