საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

საგრანტო პროექტის შემაჯამებელი ანგარიში

 

2018 წლის 04 მაისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა საგრანტო პროექტის FR/454/10 - 140/14 (ფუნდამენტური კვლევა) “ტექნოლოგიური პროცესების ენერგოდანახარჯების გაანგარიშების საფუძველზე რაციონალური სასოფლო-სამეურნეო წარმოებებისათვის აუცილებელი ტექნიკის ნომენკლატურისა და რაოდენობის განსაზღვრის მეთოდიკის დამუშავება რეგიონში კულტურათა სახეობებისა და დაკავებული ფართობების მიხედვით” დამუშავების სამი წლის ანგარიშის მოსმენა - პრეზენტაცია. პროექტის ხანგრძლივობა 01.05.2015-01.05.2018. პროექტი დაფინანსებული იყო საქართველოს შ. რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ. პრეზენტაცია ანონსირებული იყო აკადემიის ვებ-გვერდზე www.gaas.dsl.ge.

Granti 1პრეზენტაციას ესწრებოდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკად. გ. ალექსიძე, პროექტის ძირითადი შემსრულებლები და დამხმარე პერსონალი, აკადემიის აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკად. რ. მახარობლიძე, ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკად. ო. ქეშელაშვილი, აკად. შ. ჭალაგანიძე, აკადემიის აკადემიური და ადმინისტრაციული დეპარტამენტების   თანამშრომელები.

პროექტის ძირითადი შემსრულებლები: ელგუჯა შაფაქიძე-სსმმ აკადემიის აკადემიკოსი (პროექტის ხელმძღვანელი); გივი მოსაშვილი - სსმმ აკადემიის მთავარი სპეციალისტი, აკადემიური   დოქტორი;  გრიგოლ ჩიტაია      - აკადემიური დოქტორი.

დამხმარე პერსონალი: ანატოლი გიორგაძე - სსმმ აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიური დოქტორი; კარენ ბოძაშვილი - აკადემიური დოქტორი; როლანდ ჯაფარიძე - აკადემიური დოქტორი; მარიამ მოსაშვილი - სსმმ აკადემიის უფროსი სპეციალისტი; რევაზ მახარობლიძე - სსმმ აკადემიის აკადემიკოსი, მოწვეული სპეციალისტი, ეთერი ყურაშვილი - ბუღალტერი.Granti 2

            პრეზენტაციაზე პროექტის შემაჯამებელი მოხსენებები (ანგარიში) გააკეთეს პროექტის ხელმძღვანელმა, აკად. ე. შაფაქიძემ,  ძირითადმა შემსრულებელმა, დოქტ. გივი მოსაშვილმა, ბუღალტერმა ეთერ ყურაშვილმა.

            პროექტის დამუშავებაში ჩართული იყო საქართველოს 8 რეგიონის 36 რაიონის სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრები, რომლებმაც მოწოდებული საინფორმაციო მასალების შედეგად  მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს პროექტის წარმატებით განხორციელებაში.

პროექტის დამთავრების შემდეგ  მიღებულია ახალი, დასრულებული მეთოდიკა და კომპიუტერული პროგრამები ტექნიკის რაოდენობის განსასაზღვრად ცალკეული ფერმერული მეურნეობების, რეგიონებისა და რაიონებისათვის და მთლიანად ქვეყნისათვის;

Granti 3მეთოდიკა შეიძლება გამოყენებული იქნეს სამშენებლო წარმოებაში, საგზაო სტრუქტურების მოწყობაში და საერთოდ ყველა სფეროში, სადაც გამოყენებული ტექნიკის რაოდენობა დამოკიდებულია შესასრულებელი სამუშაოს ტექნოლოგიასა და მოცულობაზე. მეთოდიკის შესაბამისად გაანგარიშებული ტექნიკის რაოდენობა შეიძლება საფუძვლად დაედოს მთავრობის ტექნიკურ პოლიტიკას სოფლად.

პროექტის მასალები შესაძლებელია გამოიყენოს საქართველოს ბუნების დაცვისა და სოფლის მეურნეობის  სამინისტრომ, საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტმა და სხვა დაინტერესებულმა უწყებებმა.Granti 4

სულ საგრანტო პროექტის დამუშავების დროს მომზადდა ტრანშების სამი პროგრამული ანგარიში, გამოცემულია 13 სამეცნიერო სტატია მაღალ რეიტინგულ გამოცემებში,, ორი სამეცნიერო ნაშრომი (ბროშურა), ერთი დასკვნითი ანგარიში და რეკომენდაციები (180 გვ).

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : conference.gaas@yahoo.com; gaasgeorgia@gmail.com