საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე სტუმრად აკადემიაში

 

            2018 წლის 17 მაისს აკადემიას საქმიანი ვიზიტით ესტუმრენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე თევზაძე და სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ვალერიან გობრონიძე.

          17 V 2018 1  სტუმრებს დახვდნენ და მასპინძლობა გაუწიეს აკადემიის პრეზიდენტმა, აკად. გურამ ალექსიძემ, ვიცე-პრეზიდენტმა, აკად. გივი ჯაფარიძემ, აკადემიური და ადმინისტრაციული დეპარტამენტების უფროსებმა, აკად. ელგუჯა შაფაქიძემ და დოქტ. ანატოლი გიორგაძემ, აკადემიის პრეზიდიუმის მრჩეველმა, აკად. ნოდარ ჭითანავამ, სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს-მდივნებმა აკად. ჯემალ გუგუშვილმა და აკად. ომარ ქეშელაშვილმა, სამეცნიერო განყოფილებების სწავლულმა მდივნებმა დოქტორებმა მარინა ბარვენაშვილმა და რევაზ ლოლიშვილმა.

            შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა, მაგრამ ამავდოულად დაისვა ბევრი ისეთი საკითხი, რომელიც აკადემიის სამომავლო პერსპექტივებს ეხებოდა.

            სტუმრებმა დაათვალიერეს აკადემიის შენობა, აკადემიის მუდმივმოქმედი საგამოფენო დარბაზი, ბიბლიოთეკა, ფერმერთა კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრი, სამუშაო კაბინეტები და საკონფერენციო დარბაზები, საგამოფენო სტენდები. განმარტებებს იძლეოდნენ აკად. გ. ალექსიძე, აკად. გ. ჯაფარიძე, აკად. ე. შაფაქიძე და დოქტ. ა. გიორგაძე.17 V 2018 2

            შემდეგ სტუმრებმა და მასპინძლებმა გადაინაცვლეს საკონფერენციო დარბაზში, სადაც აკადემიის პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა, აგრეთვე აკადემიის სხვა წევრებმა, სტუმრებს გააცნეს აკადემიის ისტორია, მისი მიღწევები ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, აკადემიის ფართო საერთაშორისო ურთიერთობები, მემორანდუმები საქართველოს და საზღვარგარეთის სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრებთან, აკადემიაში გამოცემული ლიტერატურა, განსაკუთრებით 100-ზე მეტი პრაქტიკული ხასიათის რეკომენდაციები და ა.შ. სტუმრებს გააცნეს აგრეთვე ყველა ის  საკითხი, რომელიც აკადემიის ნორმალურ ფუნქციონირებას უშლის ხელს. ეს საკითხებია: აკადემიის შენობასთან დაკავშირებული პრობლემები, აკადემიაში სტიპენდიანტების ინსტიტუტის შემოღების აუცილებლობა და ამ მიმართულებით სამინისტროს დახმარება, აკადემიკოსების ყოველთვიური ანაზღაურების გაზრდის საკითხი, სამეცნიერო განყოფილებების  აკადემიკოს-მდივნების და სწავლული მდივნების ხელფასების ბიუჯეტში გათვალისწინება, ფერმერთა კვალიფიკაციის ცენტრის ფუნქციონირებისათვის ბიუჯეტში განსაზღვრული თანხების გამოყოფა, სამივლინებო თანხების გაზრდა, აკადემიის წევრების სამინისტროს საგანმანათლებლო პროგრამების მომზადებაში აქტიური მონაწილეობა, განსაკუთრებით პროფესიული მომზადების აგრარული მიმართულებების საგანმანათლებლო პროგრამებში აკადემიის წევრების ფართოდ ჩაბმა, სამინისტროს 17 V 2018 3სამეცნიერო საქმიანობაში აკადემიის აქტიური მონაწილეობა, შ. რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის მუშაობაში აკადემიის წევრების  ექსპერტებად ჩაბმის საკითხები და საერთოდ აკადემიასა და სამინისტროს შორის უფრო მჭიდრო კონტაქტების გაღრმავება და გაფართოება.

            მინისტრის მოადგილემ, ბატონმა ა. თევზაძემ გამოთქვა კმაყოფილება აკადემიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის გამო და დაპირდა მასპინძლებს სრული მზაობა ზემოთ აღნიშნული საკითხების გადაწყვეტის საქმეში მისი კომპეტენციის ფარგლებში და მათ შესახებ მინისტრის, ბატონ მ. ჩხენლკელის საქმის კურსში ჩაყენება, რათა დადებითად გადაწყდეს ყველა ის პრობლემური საკითხი, რომელიც შეხვედრის დროს დაისვა.

 

 

17 V 2018 4

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე თევზაძე
და სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების
დეპარტამენტის უფროსი ვალერიან გობრონიძე

 17 V 2018 4a

აკადემიის პრეზიდენტი, აკად. გურამ ალექსიძე და ვიცე-პრეზიდენტი ა
კად. გივი ჯაფარიძე სტუმრებთან ერთად აკადემიის საგამოფენო დარბაზში

 

 

 

 

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : conference.gaas@yahoo.com; gaasgeorgia@gmail.com