საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

ჩინეთის სპეციალისტების ვიზიტი

ინეთის ლუდონგის უნივერსიტეტის სპეციალისტების ვიზიტი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში

მიმდინარე წლის 26 სექტემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდნენ ჩინეთის იანტაის პროვინციის ლუდონგის უნივერსიტეტის ორი პროფესორი იანსენ ჩენგი და ფა კუი. ვიზიტის მიზანი იყო ჩინეთის ამ უნივერსიტეტსა და ჩვენს აკადემიას შორის კავშირის დამყარება ორი მიმართულებით: მევენახეობის და მარცვლეული კულტურების ხაზით. სტუმრებმა დაათვალიერეს აკადემიის მუდმივმოქმედი გამოფენის დარბაზები, გაეცნენ სტრუქტურას და აკადემიის მუშაობის ძირითად მიმართულებებს. დაისახა ურთიერთთანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც შემდეგში გაფორმდება ოფიციალური ხელშეკრულებით. ჩვენი სტუმრები განსაკუთრებით დაინტერესდნენ ქართული ვაზის და ხორბლის ჯიშებით, რომელთა შესწავლასაც ისინი გეგმავენ მომავალ წელს ჩინეთში. ამავე დროს, ორივე მხარე შეთანხმდა, რომ მომზადდეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, სადაც დეტალურად გაიწერება ქართველი და ჩინელი მეცნიერების შემდგომი მუშაობის პრიორიტეტები. ჩინეთის მხარემ გამოთქვა სურვილი მომავალი წლის მაისის თვეში მიიწვიოს ქართველი სპეციალისტები იანტაის პროვინციაში და გააცნოს უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევები სოფლის მეურნეობაში. აღსანიშნავია, რომ იანტაის პროვინცია ჩინეთის სოფლის მეურნეობის ძირითადი რეგიონია და მისი გაცნობა ჩვენი აკადემიის მეცნიერებისათვის სასარგებლო იქნება.  

Chinelebi 1Chinelebi 2

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : conference.gaas@yahoo.com; gaasgeorgia@gmail.com