საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

სამეცნიერო კონფერენცია აკადემიაში

 „ნიადაგის მსოფლიო დღე 2018“

5 დეკემბერი ნიადაგის დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს დღე 2013 წლის შემდეგ, გაეროს 68- გენერალურ ასამბლეაზე მიღებულიგადაწყვეტილების შემდეგ აღინიშნება

niadagis dge logoგაეროს ინფორმაციით, დედამიწის ნიადაგის მესამედი უკვე დეგრადირებულია.ნიადაგის დაბინძურება შეიძლება უხილავია, მაგრამ ის ყველას აზიანებს. 2050 წლისთვის პლანეტის მოსახლეობის რაოდენობამ შესაძლოა 9 მილიარდს მიაღწიოს. მოსახლეობის ზრდის პირობებში, ნიადაგი სულ უფრო ბინძურდება. ეს აისახება საკვებზე, რომელსაც მივირთმევთ, წყალზე, რომელსაც ვსვამთ და ჰაერზე, რომელსაც ვსუნთქავთწერია გაეროს ვებგვერდზე.

ნიადაგის დაცვის საერთაშორისო დღეს ტარდება სხვადასხვა კამპანია, რომელთა მიზანიც ნიადაგის დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა

2018 წლის 5 დეკემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ნიადაგის მსოფლიო დღეს.

კონფერენციის ჩატარების ორგანიზატორები იყვნენ აკადემიის აკადემიური დეპარტამენტი და აგრონომიის სამეცნიერო განყოფილება (აკადემიკოს-მდივანი აკად. გოგოლა მარგველაშვილი, სწავლული მდივანი დოქტ. რეზო ლოლიშვილი).niadagis dge 1

კონფერენციას ესწრებოდნენ აკადემიის წევრები, აპარატის თანამშრომელები, მეცნიერები ი. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ა. წერეთლის  სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრიდან, აგრარული მიმართულებების მაგისტრები და დოქტორანტები საქართველოს აგრარული და ტექნიკური უნივერსიტეტებიდან.

სამეცნიერო კონფერენცია გახსნა და ნიადაგის მსოფლიო დღის ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკად. გივი ჯაფარიძემ.

niadagis dge 2კონფერენციაზე ძალზე საინტერესო სამეცნიერო მოხსენებები და პრეზენტაციები წარმოადგინეს აკად. გ. მარგველაშვილმა, აკად. თენგიზ ყურაშვილმა, აკად. ზ. ჩანქსელიანმა, დოქტ. გიორგი ღამბაშიძემ და დოქტ. გიზო გოგიჩაიშვილმა (სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი), პროფ. როზა ლორთქიფანიძემ (ა. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი), პროფ. გ. გაგოშიძემ (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი), დოქტ. რ. ლოლიშვილმა (სსმმ აკადემია). კონფერენციის ირგვლივ გამართულ კამათში მონაწილეობა მიიღეს  კონფერენციის მონაწილე მეცნიერებმა, მაგისტრებმა და დოქტორანტებმა.

კონფერენციის დასასრულს აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკად. გ. ჯაფარიძემ და აგრონომიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკად. გ. მარგველაშვილმა ნიადაგმცოდნეობის სფეროში წარმართული ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისათვის აკადემიის საპატიო სიგელით დააჯილდოეს პროფ. როზა ლორთქიფანიძე, პროფ. ციალა ფიფია (ი. ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტი), დოქტ. ალექსანდრე მეგრელიძე (სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი) და დოქტ. ტარიელ ჯიაძე.

niadagis dge 3

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : conference.gaas@yahoo.com; gaasgeorgia@gmail.com