საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღე

 

2019 წლის 11 თებერვალს, ისტორიაში მეორედ აღინიშნა მეცნიერ ქალთა დღე. 2015 წლის დეკემბერში, გაეროს გენერალურმაასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომლის თანახმადაც, 11 თებერვალიმეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღედგამოცხადდა. ამ დღეს, გაერო მსოფლიოს სახელმწიფოებს, ყველა ადამიანს და ორგანიზაციას მოუწოდებს, მეცნიერებასა და განათლებაში ხელი შეუწყონ ქალების თანასწორ განვითარებას. გაერო იმედოვნებს, რომ მეცნიერებაში სქესთა შორის განსხვავება აღმოიფხვრება და იგი ახალგაზრდა ქალებისთვის მეტად ხელმისაწვდომი გახდება.

2019 წლის 11 თებერვალს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმმა მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით  შეხვედრა მოუწყო საქართველოში მოღვაწე ახალგაზრდა ქალ მეცნიერებს, რომლებსაც აგრარული მიმართულებით გარკვეული სამეცნიერო  წარმატებები აქვთ და მოღვაწეობენ საქართველოს სამეცნიერო და საგანმანათლებლო ორგანიზაციებში.

            შეხვედრა შესავალი სიტყვით გახსნა  აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ, რომელმაც  საზოგადოებას მოახსენა გაეროს მიერ დაწესებული  მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღის მნიშვნელობა, ქალი მეცნიერების ღვაწლზე მსოფლიო სამეცნიერო ცხოვრებაში და განსაკუთრებით საქართველოში მოღვაწე ქალ მეცნიერებზე, რომლებსაც დიდი წარმატებები აქვთ სამეცნიერო საქმიანობაში და განსაკუთრებით აგრარული მიმართულებების დარგებში. მან ხაზი გაუსვა ახალგაზრდა ქალი მეცნიერების სამეცნიერო-კვლევით მოღვაწეობას, მათ ინტეგრაციას საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასთან არსებულ  ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოსთან, განუმარტა სამომავლო პერსპექტივები, შესთავაზა  ურთიერთ თანამშრომლობა და აღუთქვა მათ აკადემიის მზაობა სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით წამოჭრილი საკითხების გადაწყვეტაში.

            შეხვედრაზე აკად. გ. ჯაფარიძემ მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აკადემიის საპატიო სიგელით დააჯილდოვა საქართველოში აგრარული მიმართულებით მოღვაწე ქალი მეცნიერები:

1.         გოგინაშვილი ნანა - სოფლის მეურნეობის დოქტორი, სოფლის მეურნეობის კვლევითი  ცენტრის  აგროსატყეო კულტურების კვლევის სამსახურის უფროსი;  

2.         წყარუაშვილი ზოია - აგრარული უნივერსიტეტის მეაბრეშუმეობის ლაბორატორიის მკვლევარი;

3.         კაციტაძე ეკატერინე - ტექნიკის დოქტორი, სოფლის მეურნეობის კვლევითი  ცენტრის სოფლის მეურნეობის პროდუქტების შენახვისა და გადამუშავების კვლევის სამსახურის მთავარი სპეციალისტი;

4.         მახარობლიძე მაკა - სოფლის მეურნეობის დოქტორი;

5.         ხოსიტაშვილი მარიამი - სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, კვების მრეწველობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე;

6.         გეგუჩაძე ირმა - სოფლის მეურნეობის კვლევითი  ცენტრის ვეტერინარიის კვლევის  სამსახურის უფროსი სპეციალისტი;

7.         დამენია ნინო - ბიზნესის მართვის დოქტორი, საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანის მოადგილე;

8.         კინწურაშვილი ქეთევანი - ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, ქუთაისის აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის დეკანი;

9.         დავითაშვილი ბელა - მეცხოველეობის დოქტორი, აგრარული უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიის ლაბორატორიის უფროსი ლაბორანტი;

10.       შელია იამზე - თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ნიადაგმცოდნეობის ლაბორატორიის მთავარი ანალიტიკოსი;

11.       აფციაური გულნარა - თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ნიადაგმცოდნეობის ლაბორატორიის მთავარი ანალიტიკოსი;

12.       ღვალაძე ლალი - ბიოლოგიის დოქტორი, შპს “მულტიტესტის” ლაბორატორიის მიკრობიოლოგი;

13.       კალანდია ერნა - სოფლის მეურნეობის დოქტორი, სოფლის მეურნეობის კვლევითი  ცენტრის მეცხოველეობის პროდუქტების კვლევის მთავარი სპეციალისტი;

14.       თანანაშვილი მთვარისა - ტექნიკის დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;

15.       ამირანაშვილი ლია - ბიოლოგიის დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;

16.       კოპალიანი ნატალია - ეკონომიკის დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი;

17.       ხარაიშვილი ოლღა - ტექნიკის დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;

18.       კუპრავიშვილი მაია - ტექნიკის დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;

19.       ბაიდაური ლალი - სოფლის მეურნეობის დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;

20.       ბაიდაური დალი - ეკონომიკის დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;

21.       მებონია ნინო - ტექნიკის დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 

22.       ცქიტიშვილი ეკა - ბიოლოგიის დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 

23.       კილაძე მაია - საინჟინრო მეცნიერების დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 

24.       ლომიშვილი მაია - აგროინჟინერიის დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 

25.       სანაია ეკატერინე - ფიზიკა-მათემატიკის დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;

26.       მაჭავარიანი ნათია -  სოფლის მეურნეობის დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;

27.       კიკაბიძე მაია -  ტექნიკის დოქტორი, საქართველოს ტექნიკური

უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

           საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მადლობის სიგელით  დაჯილდოვდა დარეჯან დუღაშვილი - ქიმიის დოქტორი გ. ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ლაბორატორიის ხელმძღვანელი.

mecnier qalta dge 2019

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com