საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

აკადემიკოს გურამ ალექსიძის ვიზიტი ინდოეთში

საქართველოს
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის
აკადემიკოს გურამ ალექსიძის ვიზიტი ინდოეთში

G AL India 1

მიმდინარე წლის 11-14 თებერვალს ქალაქ ჯოდპურში (ინდოეთი) ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “მშრალი რეგიონების განვითარების”  შედეგების შესახებ.

        კონფერენცია მიეძღვნა მშრალი რეგიონების განვითარების საკითხებს, კონფერენციის საერთო ლოზუნგი იყო „გადავაქციოთ რუხი გარემო მწვანედ“, რომლის ორგანიზატორი იყო საერთაშორისო მშრალი რეგიონების განვითარების კომისია ინდოეთის არიდული ზონის კვლევის ასოციაციასთან ერთად. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების 200-მდე მეცნიერმა, მათ შორის საერთაშორისო კვლევების ცენტრის ოთხმა გენერალურმა დირექტორმა, ინდოეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, კვლევითი ორგანიზაციების დირექტორებმა, ცნობილმა მეცნიერებმა (პროფესორები ბელტაგი, პაროდა, სერგელდინი, სონგჰი, იადაგიდა სხვა). კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ,   მის მიერ გაკეთებულმა მოხსენებამ „კლიმატის ცვლილება და მისი უარყოფითი მოქმედების შემცირების სტრატეგია ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში“ დიდი ინტერესი გამოიწვია, რაც დადებითად იქნა შეფასებული კონფერენციის ხელმძღვანელის პროფესორ ადელ ელ ბელტაგიის მიერ. (იგი უკანასკნელი წლების მანძილზე იყო „იკარდას“ გენერალური დირექტორი და შემდეგ პერიოდში ეგვიპტის სოფლის მეურნეობის მინისტრი). G AL India 2

       აკადემიკოს გ. ალექსიძის  მოხსენება ეხებოდა ყველა იმ ღონისძიებას, რაც ხორციელდება ყაზახეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს კლიმატის უარყოფითი ცვლილებების თავიდან ასაცილებლად.  აღსანიშნავია, რომ ყოველ ზემოთ აღნიშნულ ქვეყნებსაც დამუშავებული აქვს სტრატეგია  თუ როგორ უნდა მოხდეს ამ უარყოფითი მოვლენების შერბილება.  ესაა ძირითადად ისეთი კულტურების გავრცელება, რომლებიც მაღალი მედეგობით ხასიათდებიან მაღალი ტემპერატურის მიმართ, აგრეთვე კარგად იტანენ წაყინვებსაც, დამლაშებულ ნიადაგებს, გაუდაბნოებას და სხვა.  ჩვენი ქვეყნისთვის საინტერესოა მათი გადმოტანა და ჩვენს პირობებში დანერგვა. თურქეთის ოფისი  აქტიურად თანამშრომლობს და გააგრძელებს თანამშრომლობას ქართველ სელექციონერებთან, ახალი გვალვაგამძლე და დაავადების მიმართ მედეგი ხორბლის ჯიშების გამოყვანისა და საქართველოს პირობებში გადასატანად, ასევე გააგრძელებენ მუშაობას სხვა ცენტრებშიც.

G AL India 3 4
      კონფერენციაზე  მიღებული იყო დეკლარაცია, სადაც გაწერილი იქნა კონკრეტული რეკომენდაციები მშრალი რეგიონების სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხებზე. მომავალი კონფერენცია გაიმართება ორი წლის შემდეგ.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : conference.gaas@yahoo.com; gaasgeorgia@gmail.com