საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

საზეიმო შეხვედრა

Profk 7 Marti 1a

მიმდინარე წლის 7 მარტს სსმმ აკადემიის  პროფკომიტეტმა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში ჩატარა საზეიმო შეხვედრა, მიძღვნილი დედის დღისა და ქალთა საერთაშორისო სოლიდარობის დღის - 3 და 8 მარტისადმი.           

Profk 7 Marti 2შეხვედრას ესწრობოდნენ: აკადემიის პრეზიდენტი, აკად. .ალექსიძე, ვიცე-პეზიდენტიაკად. .ჯაფარიძე, პრეზიდენტის მოადგილე, სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორი დოქტ. .გიორგაძე, აკადემიკოსები: .ქეშელაშვილი, .გუგუშვილი და აკადემიის სხვა თანამშრომლები. შეხვედრას ესწრებოდა აგრეთვესაქართველოს აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირისთავმჯდომარე, ბატონი გიორგი დიასამიძე.

შეხვედრა გახსნა და ქალბატონებს საზეიმო დღეები მიულოცა  აკადემიის პროფკომუტეტისთავმჯდომარემ, დოქტ. .მოსაშვილმა. ის ასევე შეეხო აკადემიის პროფორგანიზაციის მუშაობას, ორგანიზაციულ ცვლილებებსა და არსებულ ვითარებას.

Profk 7 Marti 3

     შეკრებაზე სიტყვით გამოვიდა .დიასამიძე, რომელმაც ქალბატონებს მიულოცა საზეიმო დღეები და ისაუბრასაქართველოს აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირისმუშაობასა და დაგეგმილ ღონისძიებებზე. დასასრულს მან დარგობრივი პროფესიული კავშირის სახელით, საზეიმო დღეებთან დაკავშირებით ფულადი ჯილდო (ასი ლარი) გადასცა ქალბატონ ეკატერინე მიგრიაულს.

     შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა და  ქალბატონებისადმი მიძღვნილი საკუთარი ლექსი – “ქალო გულის ვარდი ხარ”, წაიკითხა აკად. .ქეშელაშვილმა, რომელმაც ასევე ისაუბრა ქალის როლზე ქართულ ცნობიერებაში.

     Profk 7 Marti 4 ქალბატონებს საზეიმო დღეები მიულოცეს აკად. .ალექსიძემ, აკად. .ჯაფარიძემ; მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ .ცერცვაძე, .ბახტაძე, .ჭიპაშვილი. საზეიმო დღის აღსანიშნავად სიმღერა შეასრულა ქალბატონმა .სამხარაძემ.

      სხდომის პარალელურად ეკრანზე ნაჩვენები იყო საზეიმო დღისადმი მიძღვნილი ვიდეორგოლი.

   დასასრულს, პროფკომიტეტის თავმჯდომარემ  თითოეულ ქალბატონს გადასცა ორიგინალურად გაფორმებული მისალოცი ბარათი, რომლის მეორე გვერდზე დაბეჭდილია აკადემიკოს ომარ ქეშელაშვილის ლექსიქალო გულის ვარდი ხარ”.

         Profk 7 Marti 5

Profk 7 Marti 6

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : conference.gaas@yahoo.com; gaasgeorgia@gmail.com