საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

სტუმრად აკადემიაში

შოთა რუსთაველის
საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელები
სტუმრად აკადემიაში

2019 წლის 19 მარტს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემი სტუმრობდნენ Rustavelis Fondi 2019 1შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია და დირექტორის მოადგილე ჯაბა სამუშია შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი გურამ ალექსიძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის წევრები და აკადემიის წარმომადგენლები.

შეხვედრა გახსნა  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკად. გურამ ალექსიძემ, რომელმაც შეხვედრის მონაწილეებს წარუდRustavelis Fondi 2019 2გინა ფონდის ხელმძღვანელები და ხაზი გაუსვა ამ შეხვედრის მნიშვნელობას, ვინაიდან აკადემიის წევრები აქტიურად მონაწილეობენ ფონდის მიერ გამოცხადებულ საკონკურსო პროექტებში და რაც მთავარია 2013 წლიდან აკადემიის ყველა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ტარდებოდა ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, რაც აკადემიისთვის მეტად მნიშვნელოვანი თანამშრომლობის მკაფიო მაგალითია. 

ფონდის დირექტორმა თავის პრეზენტაციაში დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა მეცნიერების მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებები, ისაუბრა ფონდის ახალ პროექტებზე, ინიციატივებსა და 2019 წელს განსახორციელებელ გეგმებზე. მომხსენებელმა აკადემიის წევრებს გააცნო ფონდის სამომავლო გეგმები და აღნიშნა, რომ ფონდის მუშაობაში ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება აგრარული მეცნიერება და აგრარიკოსი მეცნიერები, რომლებმაც ღირსეული ადგილი უნდა დაიკავონ არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებებში. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ფონდსა და აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებსა და სამომავლო გეგმებზე.

ბატონებმა ზ. გაბისონიამ და ჯ. სამუშიამ ამომწურავი პასუხები გასცეს დამსწრე საზოგადოების მრავალ შეკითხვას.Rustavelis Fondi 2019 3

შეხვედრის დროს დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს აკად. რ. ასათიანმა, ა. ვაშაკიძემ, ე. შაფაქიძემ, ა. დიდებულიძემ, ო. ქეშელაშვილმა, ნ. ჭითანავამ. გამომსვლელებმა აღნიშნეს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის როლი ქვეყნის აგრარული მეცნიერების განვითარებასა და აღმავლობის მიმართულებით, ჩამოაყალიბეს აგრარული მეცნიერების  პრიორიტეტული  მიმართულებები და ამ მიმართულებების სამეცნიერო  კვლევების მეთოდოლოგია.  აღინიშნა გამოყენებითი კვლევების პრიორიტეტული მიმართულებებიც.

შეხვედრის დასასრულს აკად. გ. ალექსიძემ მადლობა გადაუხადა სტუმრებს აკადემიის წევრებთან შეხვედრისათვის და იმედი გამოთქვა, რომ ფონდსა და აკადემიას შორის შემდგომშიც გაგრძელდება საქმიანი შეხვედრები, რაც ორივე ორგანიზაციისათვის მეტად სასარგებლო იქნება.

Rustavelis Fondi 2019 4

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : conference.gaas@yahoo.com; gaasgeorgia@gmail.com