საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

2018 წლის პრემიები აგრარულ დარგში

საქართველოს
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის
 2018 წლის პრემია აგრარულ დარგში
 საუკეთესო ნაშრომებისათვის

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმმა თავისი გადაწყვეტილებით (ოქმი #2, 22 თებერვალი, 2019 წელი) დაამტკიცა კონკურსის შედეგები  აგრარულ  დარგში ფუნდამენტური, საგანმანათლებლო და გამოყენებითი ხასიათის ნაშრომებისათვის  აკადემიის 2018 წლის პრემიების მინიჭების შესახებ.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის 2018 წლის პრემია აგრარულ დარგში საუკეთესო ფუნდამენტური, საგანმანათლებლო და გამოყენებითი ხასიათის ნაშრომებისათვის  მიენიჭათ:

1. 0101-აგრონომია - „სუბტროპიკული კულტურები“ - სახელმძღვანელო, ავტორი რეზო ჯაბნიძე;

2. 0103-მეცხოველეობა - „სათიბ-საძოვრების მცენარეთა ატლასი“ - გამოყენებითი ხასიათის ნაშრომი, ავტორი იოსებ სარჯველაძე;

3. 0104 სასურსათო ტექნოლოგია-„ სურსათის უვნებლობა“ - სახელმძღვანელო,  ავტორი ქეთევან ლაფერაშვილი;

4. 0105-სატყეო საქმე, „აჭარის ტყის იშვიათი სახეობების ინვენტარიზაციის მასალები“- გამოყენებითი ხასიათის ნაშრომი, ავტორები ნანა გოგინაშვილი, ირინა თვაური, ზურაბ მანველიძე;

5. 020305-აგრობიზნესის მენეჯმენტი „მენეჯერული ეკონომიკა“ -  სახელმძღვანელო, ავტორები ეთერი ხარაიშვილი, მარინა ჩავლეიშვილი, ნინო დამენია, ცირა მიქატაძე;

6. 0415-აგროინჟინერია „მანქანა-ტრაქტორთა პარკის ექსპლუატაცია“ ,სახელმძღვანელო,  ავტორები ზაურ ფუტკარაძე, რომან მარგალიტაძე, მერაბ მამულაძე.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმი ულოცავს აკადემიის 2018 წლის პრემიის ლაურეატებს ამ მეტად საპატიო ჯილდოს და უსურვებს მრავალ წარმატებებს სამეცნიერო საქმიანობაში.

 

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : conference.gaas@yahoo.com; gaasgeorgia@gmail.com