მრგვალი მაგიდა სურსათის უვნებლობისა და ვეტერინარიის საკითხებზე
2022 წლის 15 სექტემბერს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში სურსათის უვნებლობისა და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილების (აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ზურაბ ცქიტიშვილი) ინიციატივით გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: „სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს, სურსათის უვნებლობისა და ვეტერინარიის სფეროებში 2021 წელს და მიმდინარე პერიოდის ექვსი თვის აქტივობები: სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მექანიზმები, რისკების მართვის ასპექტები, რისკის შეფასების ინიცირების პროცედურები, სტანდარტული ოპერაციების პროცედურები“ და სხვა.
მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიის პრეზიდენტმა აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ, აკადემიკოს მდივანმა და აკადემიური დეპარტამენტის უფროსმა აკადემიკოსმა ელგუჯა შაფაქიძემ, აკადემიკოსებმა ალექსანდრე დიდებულიძემ თენგიზ ყურაშვილმა და ედიშერ კვესიტაძემ, სურსათის უვნებლობისა და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილების წევრებმა.
მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობდნენ მოწვეული სტუმრები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან - მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილე გიორგი იაკობაშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძე, სამინიტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელები და სპეციალისტები, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტები.
მრგვალი მაგიდის გახსნის დროს აკადემიკოსმა ზურაბ ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ თანამშრომლობა აკადემიასა და სურსათის ეროვნულ სააგენტოს შორის დიდი ხანია უკვე არსებობს - აქეთ არის აკადემიური ცოდნა, ხოლო სააგენტოში არის პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება, საკანონმდებლო საქმიანობა, წესები, ინსპექტირება, მონიტორინგი და რაც მთავარია პრაქტიკულად ხორციელდება ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა.
მრგვალი მაგიდის საკითხეზე ძირითადი მოხსენება გააკეთა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ ბასილაძემ, ხოლო თანამომხსენებლები ბრძანდებოდნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს, სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსი ვასილ კვერნაძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს არაცხოველური წარმოშობის სურსათისა და სასმელების სამმართველოს უფროსი მარიამ გორდაძე.
აღსანიშნავია ბატონ ვასილ ბასილაძის მიერ მრავალ კომპონენტიანი სახელმწიფო კონტროლისა და რისკების მართვის სისტემურ პრინციებზე დაფუძნებული აქტივობების და ადამიანების და ცხოველთა ჯანმრთელის დაცვის პროგრამული უზრუნველყოფის წარმოჩენა. მომხსენებელს მხარი აუბეს თანამომხსენებლბმა ,რომლებმაც ისაუბრეს, თანამედროვე სტანდარტული ოპერაციების პროცედურების მექანიზმებზე და პრიორიტეტული საფრთხეების დადგენის მეცნიერულ ასპექტებზე.
მომხსენებლებმა კვალიფიციურად უპასუხეს დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს.
მოხსენებულ საკითხების ირგვლივ გაიმართ საინტერესო დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს როგორც აკადემიის წევრებმა, ისე მოწვეულმა მეცნიერებმა და დარგის სპეციალისტებმა. მრგვალი მაგიდის ფორმატში განხილულ საკითხებზე
საინტერესო შეფასებები გააკეთეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძე და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ.
მრგვალი მაგიდის მუშაობა შეაჯამა სურსათის უვნებლობისა და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივნმა, აკადემიკოსმა ზურაბ ცქიტიშვილმა.



2022 წლის 20 აგვისტოს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრს,
მიმდინარე წლის 28 ივლისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების ორგანიზებით გაიმართა ბუნების დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი თემატური სხდომა: „მარიამჯვრის დაცული ტერიტორია და მისი როლი ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის საქმეში.“ სხდომას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების წევრები: აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორი, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივნები: აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, სოფლის მეურნეობის დოქტორი მარინე ბარვენაშვილი, აკადემიის სტიპენდიატები: სატყეო საქმის დოქტორი გიორგი ქავთარაძე და სოფლის მეურნეობის დოქტორი ზვიად ტიგინაშვილი, ასევე მოწვეული სტუმრები: სოფლის მეურნეობის დოქტორები: ნატო კობახიძე, არჩილ სუპატაშვილი, ნანი გოგინაშვილი, ბიოლოგიის დოქტორი მედეა ბურჯანაძე.

მომხსენებელმა განიხილა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის მიზნებისა და ამოცანების შესრულების უზრუნველმყოფელი ალტერნატიული ხედვები და მოქმედებები; ხაზგასმული იყო ფაქტი, რომ დოკუმენტი აღარ არის მხოლოდ დარგობრივ-სექტორული მიმართულებისა, მან შეიძინა ტერიტორიული განვითარების უმნიშვნელოვანესი ფუნქციაც, რაც გვაძლევს შესაძლებლობას ეფექტიანად გამოვიყენოთ რეგიონული ეკონომიკის პრინციპები და შევქმნათ წინაპირობა ორდონიანი სახელმწიფო მასტიმულირებელ-მარეგულირებელი პოლიტიკის ფორმირებისა და საქმიანი იმპლემენტაციის თვალსაზრისით. დღეს მიზნების შესრულება შესაძლებელია მხოლოდ ცენტრიდანული და ცენტრისკენული პოლიტიკების მჭიდრო საქმიანი პარტნიორობით, მათი მოქმედების სინერგიული ეფექტი აჩენს პროცესში ერთიანობის, კომპლექსურობის, თანმიმდევრულობის, დინამიურობის და შედეგზე ორიენტირებულობის განცდას, რაც უპირობოდ სჭირდება აგრარულ და რეგიონულ პოლიტიკაში შექმნილ ვითარებას.


შეხვედრაზე იმსჯელეს ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის ფორმებზე და სამომავლო პერსპექტივებზე. აღინიშნა, რომ 