საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია
  • info.gaas.georgia@gmail.com
Gaas
  • ჩვენს შესახებ
    • აკადემიის მოკლე ისტორია
    • აკადემიის პრეზიდენტები
      • მიხეილ საბაშვილი
      • ვალერიან მეტრეველი
      • ნაპოლეონ ქარქაშაძე
      • შოთა ჭალაგანიძე
      • გურამ ალექსიძე
      • გივი ჯაფარიძე
    • მიზნები და ამოცანები
    • ფინანსური საფუძვლები
    • რეგულაციები
    • ძირითადი მიდგომები
    • საინოვაციო პროექტები
    • სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამები
    • კავშირები ორგანიზაციებთან
  • შემადგენლობა
    • აპარატი
    • სტრუქტურა
    • პრეზიდიუმი
      • დადგენილებები
        • დადგენილებები 2021 წელი
        • დადგენილებები 2020 წელი
        • დადგენილებები 2019 წელი
        • დადგენილებები 2018წელი
        • დადგენილებები 2017 წელი
        • დადგენილებები 2016 წელი
        • დადგენილებები 2015 წელი
        • დადგენილებები 2014 წელი
        • დადგენილებები 2013 წელი
      • დებულებები
    • დეპარტამენტები
    • მეცნიერებათა განყოფილებები
      • აგრონომიის მეცნიერებათა განყოფილება
      • მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილება
      • აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილება
      • გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილება
      • სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილება
      • ეკონომიკის მეცნიერებათა განყოფილება
    • სასწავლო ცენტრი
    • გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი
    • გამომცემლობა "აგრო"
    • აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრი
    • აკადემიის შემადგენლობა
  • განცხადებები
  • სიახლეები
  • ინტელექტუალური რესურსები
    • გამოცემები
      • აკადემიის "მოამბე"
      • აკადემიის "მაცნე"
      • აკადემიის წლიური ანგარიშები
      • რეკომენდაციები
      • მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები
      • აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები
    • მემორანდუმები
      • აკადემიის მემორანდუმები
    • პუბლიკაციები
    • კონფერენციის მასალები
    • კონფერენცია "ქართული ხორბალი" მასალები
    • სარეკომენდაციო წინადადებები
      • რეკომენდაციები 2013
      • ადრინდელი რეკომენდაციები
      • აქტუალური რეკომენდაციები
    • საინოვაციო ბანკი
    • პროექტები
    • არქივი
      • არქივი 2015
      • არქივი 2014
      • არქივი 2013
    • საიტის რუკა
  • გალერეა
    • ფოტოგალერეა
    • ვიდეოგალერეა
  • კონტაქტი

სიახლეები

14 აპრილი - დედაენის დღე

სიახლეები

339257870 1060979484858752 5304883488579316737 n

ინფორმაცია

სიახლეები

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიის

მაღალორგანიზებულად მომზადებისა და ჩატარების მიზნით შექმნილი

საექსპერტო-საკონკურსო კომისიის შესახებ ბრძანება იხილეთ ბმულზე. 

პრეზიდიუმის სხდომა

სიახლეები

337483294 920366892402162 6205943598397730728 n

 

2023 წლის 5 აპრილს ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის   მეცნიერებათა აკადემიის

პრეზიდიუმის სხდომა, სადაც განხილული იქნა შემდეგი საკითხები:

 

 

  1. აკადემიკოს ჯემალ კაციტაძის ანგარიში 2022 წელს გაწეული სამეცნიერო მუშაობის შესახებ. (იხ. ბმულზე) 

 

2.  აკადემიის სამეცნიერო ჟურნალ "მოამბის" მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ. (იხ. ბმულზე) 

მომხსენებლები:  აკადემიის სამეცნიერო  ჟურნალ  "მოამბის”მთავარი რედაქტორი,  აკადემიკოსი  გურამ  ალექსიძე; 

სამეცნიერო ჟურნალ  "მოამბის" პასუხისმგებელი  მდივანი,   აკადემიკოსი   ომარ  ქეშელაშვილი

 
 
3. აკადემიის საინფორმაციო-სარეკლამო ბიულეტენის "აკადემიის მაცნეს" მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ.  (იხ. ბმულზე) 

მომხსენებლები: აკადემიის საინფორმაციო-სარეკლამო ბიულეტენის "აკადემიის მაცნეს" რედაქტორი, აკადემიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე; საინფორმაციო-სარეკლამო ბიულეტენის "აკადემიის მაცნეს" რედაქტორის მოადგილე, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, პასუხისმგებელი მდივანი აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი.

 

4. აკადემიის მიერ 2022 წელს გამოცემული რეკომენდაციების, აგროწესების, ინსტრუქციების, ბუკლეტების, ბროშურების და სხვა ბეჭდვითი და ელექტრონული სამეცნიერო-საინფორმაციო გამოცემების მდგომარეობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ.   (იხ. ბმულზე) 

მომხსენებლები: აკადემიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე; აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი.

 

 

მილოცვა

სიახლეები

339993275 2219002428308169 5552362661303146986 n 2023 წლის 22 მარტს 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, 

ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ თენგიზ ყურაშვილს დაბადებიდან 75 და პედაგოგიური მოღვაწეობის 50 წელი შეუსრულდა. 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია გულითადად ულოცავს, ბატონ თენგიზ ყურაშვილს, ამ ღირშესანიშნავ თარიღებს, უსურვებს ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს, წარმატებულ სამეცნიერო, პედაგოგიურ და  საზოგადოებრივ საქმიანობას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. 

ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭო

სიახლეები

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში

ჩატარდა აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა

საბჭოს მე-2 სხდომა

მიმდინარე წლის 30 მარტს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს მე-2 სხდომა. სხდომაზე მოსმენილი იყო შემდეგი მოხსენებებით: 1. „საერთაშორისო სტანდარტები მეცხოველეობაში და მათი დანერგვის გამოწვევები საქართველოში“. მომხსენებელი: დოქტორი თამარ ნოზაძე, აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს წევრი. 2. „საქართველოს წყლის რესურსების გამოყენების თანამედროვე მდგომარეობა და პერსპექტივები“. მომხსენებელი: დოქტორი შორენა კუპრეიშვილი, აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს წევრი.

აღნიშნულ მოხსენებებზე მოკლე ტექსტური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ბმულზე.

 

336936205 1642233279629830 8769186494594472808 n

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრება

სიახლეები

    337775800 1317191125679072 4783697968065774253 n    2023 წლის 23 მარტს მოწვეული იქნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრება. კრების მუშაობაში მონაწილეობდნენ აკადემიკოსები: ალექსიძე გურამი, ასათიანი რევაზი, ბაღათურია ნუგზარი, გიორგაძე ანატოლი, გუგუშვილი ჯემალი, დიდებულიძე ალექსანდრე, დოლიძე ლაშა, კაციტაძე ჯემალი, კვალიაშვილი ვაჟა, კვესიტაძე ედიშერი, კოპალიანი როლანდი, კოღუაშვილი პაატა, მარგველაშვილი გოგოლა, მახარობლიძე რევაზი, პაპუნიძე გურამი, რევიშვილი თემური, ტყემალაძე გურამი, უჯმაჯურიძე ლევანი, ფუტკარაძე ზაური, ყურაშვილი თენგიზი, ჩანქსელიანი ზაური, ჩხარტიშვილი ნოდარი, ცქიტიშვილი ზურაბი, ჭითანავა ნოდარი, ჯაფარიძე გივი; აკადემიის სტიპენდიატები: ბენაშვილი მამუკა, დუღაშვილი დარეჯანი, კაციტაძე ეკატერინა, ტიგინაშვილი ზვიადი, ქავთარაძე გიორგი, ქუთელია გიორგი; მოწვეული სტუმრები: დოქტორი ბარვენაშვილი მარინე, იურიდიული სამსახურის უფროსი ქარქაშაძე თენგიზი, აკადემიური დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი ჩაიკა ლარისა, აკადემიის კადრების ინსპექტორი მიგრიაული ეკატერინე.

       აკადემიის საერთო კრებას თავმჯდომარეობდა  აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე,კრების მდივანი იყო პრეზიდენტი მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე. კრების თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას მისალმების შემდეგ გააცნო დღის წესრიგი, რომელიც მოიცავდა შემდეგ საკითხებს:            1. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა   აკადემიის პრეზიდენტის  რწმუნებათა ვადის გასვლასთან დაკავშირებით, აკადემიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის შესახებ. მომხსენებელი: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე; 2. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გურამ ალექსიძის ანგარიში 2018-2023 წლებში აკადემიის მიერ გაწეული   საქმიანობის შესახებ; 3. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის, აკადემიის აკადემიკოს-მდივნის, აკადემიის პრეზიდიუმის სხვა წევრების, აკადემიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის, აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს-მდივნების, აკადემიის ნამდვილი წევრების (აკადემიკოსების), აკადემიის საპატიო და უცხოელი წევრების და აკადემიის სტიპენდიატების არჩევნების დებულების პროექტის შესახებ. მომხსენებელი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის    

პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე; 4. ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ. მომხსენებელი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე; 5. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიის მაღალორგანიზებულად მომზადებისა და ჩატარების მიზნით საექსპერტო-საკონკურსო კომისიის არჩევის შესახებ.

მომხსენებელი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის  ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე; 6. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა   აკადემიის პრეზიდიუმის წევრებისა და აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს-მდივნების უფლებამოსილების შესახებ. მომხსენებელი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე; 7. სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წესდებაში ნაწილობრივი ცვლილებების შეტანის შესახებ. მომხსენებლები: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე; საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე; საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის იურიდიული სამსახურის უფროსი თენგიზ ქარქაშაძე; 8. მიმდინარე საკითხები.

         დამტკიცდა აკადემიის საერთო კრების მუშაობაში მონაწილეთა სია, დღის წესრიგი და მუშაობის რეგლამენტი. 336986273 1360542828044404 2105194677830857613 n

       კრებაზე მოსმენილი იქნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გურამ ალექსიძის მოხსენება „საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ 2018-2023 წლებში გაწეული საქმიანობის შესახებ (მოხსენება შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე).

     აკადემიის საერთო კრებაზე კრების მონაწილეთა მეტი ინფორმირებულობის მიზნით დოკუმენტურად წარმოდგენილი იქნა აკადემიის მიერ 2018-2023 წლებში გაწეული მუშაობის ამსახველი საინფორმაციო მასალები (საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშები აკადემიის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთაშორისო-სამეცნიერო, რეფერირებადი ჟურნალი „მოამბე“; ყოველკვარტალური საინფორმაციო ბიულეტენი „აკადემიის მაცნე“; საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრების მიერ 2018-2023 წლებში გამოცემული რეკომენდაციები (88 რეკომენდაცია; ადგილობრივი და საერთაშორისო კონფერენციის შრომათა კრებულები (21 შრომათა კრებული); აკადემიის წევრების მიერ გამოცემული მონოგრაფიები, წიგნები და სახელმძღვანელოები (სულ 90); ადგილობრივ და საზღვარგარეთის სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებთან გაფორმებული მემორანდუმები: CACAARI (ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნების სამეცნიერო კვლევითი ორგანიზაციების ასოციაცია), CGIAR (სასოფლო-სამეურნეო კვლევების საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფი), FAO (გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია), ICARDA (მშრალი ტერიტორიების სოფლის მეურნეობის კვლევების საერთაშორისო ცენტრი), CIMMYT (ხორბლისა და სიმინდის სელექციის საერთაშორისო ცენტრი), Bioversiti Interneishenel (საერთაშორისო ბიომრავალფეროვნების ცენტრი). აგრეთვე აკადემიის მიერ გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები პოლონეთის, უკრაინის, ბელარუსიის, აზერბაიჯანის, მოლდოვის, ყაზახეთის, ჩინეთის და სამხრეთ კორეის საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებთან, აგრეთვე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, ბათუმის, ქუთაისის, ახალციხის, თელავის, გორის სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებთან. აკადემია წლებია წარმატებით თანამშრომლობს ზემოთ აღნიშნული ორგანიზაციების მეცნიერ-მკვლევარებთან.

     აკადემიის საერთო კრების მონაწილეთა მიერ განსაკუთრებით აღინიშნა ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიების კავშირთან (UEAA) აკადემიის თანამშრომლობის შესახებ, რომლის წევრიც აკადემია გახდა აკადემიკოს გურამ ალექსიძის პრეზიდენტობის დროს.

     აკადემიის საერთო კრების გადაწყვეტილებით საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და მისი პრეზიდენტის მიერ 2018-2023 წლებში გაწეული საქმიანობა შეფასდა დადებითად და წარმატებულად და აკადემიკოს გურამ ალექსიძეს აკადემიის პრეზიდენტობის პერიოდში გაწეული ნაყოფიერი და წარმატებული საქმიანობისათვის გამოეცხადა მადლობა.

         კრებამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის არჩევამდე (საარჩევნო კამპანიის დასრულებამდე) აკადემიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის აკადემიკოს გივი ჯაფარიძის დამტკიცების შესახებ (ბრძანება შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე).

       განხილული იქნა აკადემიის საერთო კრების დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხი.

       დასასრულს კრების თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა აკადემიის წევრებს და დამსწრე საზოგადოებას აკადემიის საერთო კრების მუშაობაში აქტიური მონაწილეობისათვის.

21 მარტი - ტყის საერთაშორისო დღე

სიახლეები

336630698 159893829973537 1567415568160147822 n  მიმდინარე წლის 21 მარტს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სხდომათა დარბაზში აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების ორგანიზებით გაიმართა ტყის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სემინარი.

სემინარს ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების წევრები: აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, აკადემიის სტიპენდიატები:                             სატყეო საქმის დოქტორი გიორგი ქავთარაძე, სოფლის მეურნეობის დოქტორი ზვიად ტიგინაშვილი; აკადემიის წამყვანი სპეციალისტები: ქეთევან ჭიპაშვილი და მარიკა მოსაშვილი; მოწვეული სტუმრები: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო - კვლევითი ცენტრის აგროსატყეო კულტურების კვლევის სამსახურის უფროსი, სოფლის მეურნეობის დოქტორი ნანა გოგინაშვილი; აგრარული უნივერსიტეტის პროფესორები, ბიოლოგიის დოქტორები: არჩილ სუპატაშვილი და მედეა ბურჯანაძე; ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი, სსიპ აჭრის სატყეო სააგენტოს ტყის მავნებელ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის უფროსი, დოქტორი რეზო ვასაძე.

სემინარი გახსნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების სწავლულმა მდივანმა, აკადემიკოსმა ლაშა დოლიძემ, რომელმაც მოკლე მისალმების შემდეგ დამსწრე საზოგადოებას შეახსენა ტყის საერთაშორისო დღის დაარსების წინაპირობა. აღინიშნა, რომ ტყის საერთაშორისო დღე გაეროს გენერალური ასამბლეის 23 - ე კონგრესზე დაარსდა. გაეროს ყველა წევრი-ქვეყანა და მათ შორის საქართველოც ამ დღეს ახორციელებს სპეციალურ ღონისძიებებს, რომლის მიზანიც არის ტყის ეკოსისტემების მრავალფეროვნების შენარჩუნება. შემდეგ აკადემიკოსმა ლ. დოლიძემ სიტყვა გადაცა ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორს, სსიპ აჭრის სატყეო სააგენტოს ტყის მავნებელ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის უფროსს, დოქტორ რეზო ვასაძეს, რომელმაც წარმოადგინა მოხსენება თემაზე: „აჭარა თურქეთის მერქნიანი მცენარეების ფიტოსანიტარული მდგომარეობა“. 336663776 579761760779222 5406074334673384068 n

დოქტორმა რეზო ვასაძემ ისაუბრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და თურქეთის რესპუბლიკის საზღვრისპირა (ართვინის, შავშეთი) ტყის ტერიტორიებზე. აღნიშნა, რომ ამ ტერიტორიებზე წარმოდგენილია სხვადასხვა ხნოვანების, სიხშირისა და წარმადობის ტყეები, რომელიც განლაგებულია სხვადასხვა ექსპოზიციის საშუალო, მაღალი და მკვეთრი დაქანების ფერდობებზე, ზღვის დონიდან სახვადასხვა სიმაღლეზე. ტყისშემქმნელი ზოგიერთი სახეობის სანიტარული მდგომარეობა, ზოგიერთ ადგილებში მავნებელ დაავადებების ზემოქმედებით რთულ მდგომარეობაშია. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა წიწვოვნებიდან ნაძვი და ფოთლოვნებიდან ჩვეულებრივი საჭმელი წაბლი. კორომებში გავრცელებულ მავნებელ - დაავადებების აღმოფხვრის მიზნით, აჭარის სატყეო სააგენტოსა და ართვინის სატყეო მეურნეობის სამხარეო სამმართველოს შორის, გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ხშირად ხდება შეხვედრები, ტყეების დათვალიერება, ლაბორატორიულ პირობებში სხვადასხვა მიმართულებით მავნებელ-დაავადებების გამოკვლევა, იდენტიფიკაცია, ინფორმაციის გაცვლა, ენტომოფაგი მწერების გამოყვანა და ა. შ.

დოქტორ რეზო ვასაძის მოხსენებამ დიდი ინტერესი გამოიწვია მსმენელთა მხრიდან. დაისვა არაერთი შეკითხვა, რომელზეც მომხსენებელმა ამომწურავი პასუხები გასცა.

სემინარი შეაჯამა აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების სწავლულმა მდივანმა, აკადემიკოსმა ლაშა დოლიძემ. მან მადლობა გადაუხადა მომხსენებელს საინტერესო მოხსენებისათვის, დამსწრე საზოგადოებას კი მობრძანებისა და სემინარის მუშაობაში აქტიური ჩართულობისათვის. აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს საქართველოს ტყეებთან დაკავშირებული პრობლემების განხილვას და მათი გადაჭრისათვის რაციონალური გზების მოძიებას.

გასვლითი შეხვედრა

სიახლეები

ახალი დასაწყისი მეცნიერებასა და ბიზნესს შორის სექტორთაშორისი თანამშრომლობის შესაძლებლობებისთვის

(შემაჯამებელი შეხვედრა)

 

2023 წლის 17 მარტს შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართა ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის ,,ინტერსექტორული თანამშრომლობის შესაძლებლობების მხარდაჭერა კვლევასა და ინდუსტრიას შორის“ ფარგლებში განხორციელებული პროექტის “ახალი დასაწყისი მეცნიერებასა და ბიზნესს შორის სექტორთაშორისი თანამშრომლობის შესაძლებლობებისთვის” შემაჯამებელი სხდომა. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საწარმოების, კვლევითი ინსტიტუტების, უნივერსიტეტების, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, სამინისტროების, საელჩოების, დაფინანსების სააგენტოების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, საერთაშორისო პროექტების, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან შეხვედრას ესწრებოდნენ აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე და აკადემიის სწავლული მდივანი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი. ბენეფიციარები გახლდათ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი. მონაწილეთა შორის ასევე იყვნენ ევროკავშირის დაძმობილების (Twinning) გუნდის წევრები, მ. შ. ვოლფგანგ პოლტი (პროექტის ხელმძღვანელი), იოანეუმ კვლევა, (ავსტრია) კირსტენ კინზლერი (პროექტის უმცროსი ხელმძღვანელი), DLR პროექტის მართვის სააგენტო (გერმანია), ინესე გავარანე (მუდმივი საერთაშორისო მრჩეველი, ლატვია) და სხვ.

სხდომაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს, საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საელჩოს მისიის მაღალჩინოსნები, ასევე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ერეკლე ასტახიშვილი დაევროკავშირის დაძმობილების პროექტის ხელმძღვანელი ვოლფგანგ პოლტი. მისალმების შემდეგ სხდომის მუშაობა გაგრძელდა შესაბამის პანელებში, სადაც სადისკუსიო თემებს შორის განხილული იქნა: "მეცნიერული დიპლომატიის მომავალი"; „სმარტ საქართველო: RTDI ეკოსისტემის განვითარება“; „მეცნიერული პრიორიტეტების განხორციელება: საუკეთესო პრაქტიკა და შემდეგი ნაბიჯები“; ”სამეცნიერო კომუნიკაცია ჩვენი ცხოვრების გასაუმჯობესებლად”; „მოქალაქე მეცნიერება მეცნიერების კომუნიკაციის ხელშეწყობისთვის;“ „ჰორიზონტი ევროპა კვლევისა და ინოვაციებისთვის“; „გამოყენებითი კვლევის პროგრამა: R&T&I შედეგების თარგმნა ეკონომიკაში. ინოვაციის ვაუჩერი”; "ინტერნაციონალიზაციის სტრატეგია: გზა მეცნიერული ბრწყინვალებისკენ"; "როგორ ვამოქმედოთ ევროპის მწვანე გარიგება?"; „საქართველოს R&I სისტემის ეფექტურობის გაუმჯობესება: მიღწევის ამჟამინდელი მდგომარეობა“; "საქართველო, ინოვაციების აკვანი - დაბრუნდა გზაზე"; "ქსელი: ხალხის დასაკავშირებლად და კომუნიკაციის ხელშეწყობა."

კომისიის სხდომა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში

სიახლეები

 

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო

პრობლემების შემსწავლელი კომისიის სხდომა

 

20230307 135006  2023 წლის 7 მარტს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის პირველი სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის წევრები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები, ცოტნე მირცხულავას წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის თანამშრომლები და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრები: აკადემიკოსები ლაშა დოლიძე და ალექსანდრე დიდებულიძე.

სხდომა მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა რ. ხუროძემ. მან აღნიშნა, რომ უკანასკნელ პერიოდში მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც გააქტიურდა ბუნებრივი სტიქიური პროცესები, რომლთა შედეგებიც კიდევ უფრო მეტად გაამძაფრა გაუაზრებელ ანთროპოგენურმა ქმედებებმა. ბუნებრივ სტიქიურ საფრთხეებზე ეფექტიანი რეაგირების უზრუნველყოფის თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს მათი თავიდან აცილებისა და მათ მიერ გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციისათვის საქმიანობის ორგანიზებას. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით აქტუალურია ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვის სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობა და ბუნებრივი კატასტროფებისაგან მოსახლეობის დაცვის საკითხებზე თვით მოსახლეობის მომზადება და მისი ცნობიერების დონის ამაღლება ამ თვალსაზრისით. შემდგომ სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს, აკადემიკოსმა თ. ჭელიძემ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის პროფესორმა ო. ქუცნაშვილმა, რომლებმაც განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ბუნებრივი კატასტროფების რისკის რისკების შემცირებისაკენ მიმართულ ღონისძიებებზე.

სხდომა შეაჯამა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა, ც. მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორმა, საქართველო მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა გივი გავარდაშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა კომისიის წევრებს მობრძანებისა და სხდომის მუშაობაში აქტიური მონაწილეობის მიღებისათვის. აკად. გ. გავარდაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ კომისია ეფექტურად და ნაყოფიერად წარმართავს თავის მუშობას და ქართველი მეცნიერები ძალისხმევას არ დაიშურებენ რათა ახალი მიდგომებითა და სიახლეების დანერგვით ქვეყანას ააცილონ ის დიდი საფრთხე და მატერიალური ზარალი, რომელიც ბუნებრივ კატასტროფებს თან ახლავს.

სხდომები

სიახლეები

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში

ჩატარდა აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა

საბჭოს პირველი სხდომა

336953454 608184044222610 1493824278923936885 n მიმდინარე წლის 28 თებერვალს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს პირველი სხდომა. სხდომაზე მოსმენილი იყო შემდეგი მოხსენებებით: 1. „2023 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ“. მომხსენებელი: დოქტორი გიორგი ქავთარაძე, აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს თავმჯდომარე; 2. "ტრიტიკალეს ბიოლოგიური და ქიმიური მახასიათებლებიდა მისი პურის ტექნოლოგიაში გამოყენების პერსპექტივები". მომხსენებელი: დოქტორი თინათინ ეპიტაშვილი, აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.

აღნიშნულ მოხსენებაზე მოკლე ტექსტური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ბმულზე.

 

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

სამეცნიერო      საბჭოს    სხდომა

      

მიმდინარე წლის 28 თებერვალს  ჩატარდა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს სხდომა შემდეგი დღის  წესრიგით: 1. ვეტერინარიაში გამოყენებული სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების შესახებ. მომხსენებლები: ევროპის უნივერსიტეტის პროფესორები: მაია კერესელიძე, ნინო მილაშვილი; 2. სამთო პირობების გათვალისწინებით აგრარული სფეროს ტექნიკური შეიარაღების პროგნოზირების შესახებ. მომხსენებელი: ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფ. ოთარ ქარჩავა.

      პროფესორმა მაია კერესელიძემ აღნიშნა, რომ  ვეტერინარ სპეციალისტებზე საქართველოს შრომის ბაზრის  მოთხოვნების შესწავლის  ანალიზი ცხადყოფს, რომ  მეცხოველეობის დარგი, სახელმწიფო და კერძო ვეტერინარული  სტრუქტურები განიცდიან ვეტერინარი  სპეციალისტების  მწვავე ნაკლებობას. დარგში მომუშავეთა   საშუალო ასაკი 55-60 წლამდე მერყეობს,  ხოლო 18% საპენსიო ასაკს  გადაცილებულია და მომდევნო 7-10 წელიწადში ვეტერინართა გადაბერების გამო მოსალოდნელია მათი რიცხვის მკვეთრი შემცირება.  ვეტერინარ სპეციალისტებზე გაზრდილი მოთხოვნების  დაკმაყოფილების აუცილებლობა განაპირობებს ვეტერინარიის საგანმანათლებლო პროგრამის  განხორციელების აქტუალობას.

                ვეტერინარია სახელმწიფოს მიერ რეგულირებადი პროფესიაა. დღეისათვის საქართველოში მოქმედებს ოთხი აკრედიტებული „ვეტერინარიის“ ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა. პროგრამები ხორციელდება შპს ევროპის უნივერსიტეტში, სსიპ - სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და აგრარულ უნივერსიტეტში.          

               მოხსენების ირგვლივ გამართულ დისკუსიაში  მონაწილეობდნენ: აკად.  ჯ.კაციტაძე, აკად.ჯ.გუგუშვილი,  პროფ მ.გარუჩავა, აკად.ა.დიდებულიძე.

                            სხდომაზე  მოსმენილი იქნა ასევე პროფესორ ოთარ ქარჩავას ინფორმაცია თემაზე: ,,აგრარული სფეროს ტექნიკური   შეიარაღების პროგნოზირება სამთო პირობების გათვალისწინებით“.“         მომხსენებელმა აღნიშნა, რომ  თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობა შეუძლებელია ახალი ტექნოლოგიების დანერგვის გარეშე, ხოლო ამ პროცესის მუშა მდგომარეობაში შენარჩუნება, თანამედროვე მეცნიერების მნიშვნელოვანი საზრუნავია. დღევანდელ პირობებში, არსებულ ტექნიკურ საშუალებებს შეუძლიათ ადამიანების აზროვნების ოპტიმიზაცია. მკვლევარს საშუალება ეძლევა  უმოკლეს ვადაში დასვას ტექნიკური დიაგნოზი, რაც აუცილებელია ურთულესი  თანამედროვე საწარმოო მოწყობილობების სამუშაო  რეჟიმისათვის.      წარმოებული პროდუქციის გაიაფების ერთ-ერთი უმთავრესი   პირობაა ენერგოდამზოგი ტექნიკური საშუალებები, ხოლო სასოფლო-სამეურნეო საწარმოებში მცირეგაბარიტიანი, რამდენიმე პროფილიანი  მობილური ტექნიკის შექმნა.

                                 აღსანიშანვია, რომ ქვეყნის მასშტაბით  დამუშავებული იქნა აგრარული სფეროსათვის საჭირო ტექნიკური საშუალებების    რაოდენობრივი და სტრუქტურული  შემადგენლობის მეთოდიკა, ენერგეტიკული კრიტერიუმების გამოყენებით, რომელიც გათვალისწინებული იყო სამთო პირობებისათვის.  მანქანათა სისტემების ოპტიმიზაციის მეთოდიკაში შეტანილი იყო სატრაქტორო აგრეგატების საექსპლუატაციო  მაჩვენებლები: წარმადობის, საწვავის და ენერგიის ხარჯის ცვლილება ჰა-ზე, ექსპლუატაციის პირობების გათვალისწინებით.                                 

           მოხსენების ირგვლივ აზრი გამოთქვეს: აკად. აკად.  ჯ.გუგუშვილმა, აკად.ჯ.კაციტაძემ,  მათ აღნიშნეს რომ     შედგენილი მეთოდიკა კარგია თუ გამოყენებული იქნება მთელი საქართველოსთვის, რაც ხელს შეუწყობს სატრაქტორო პარკის განახლებას და გადანაწილებას რეგიონების მიხედვით.

          სამეცნიერო  საბჭოს მუშაობა  შეაჯამა აკადემიკოსმა ჯემალ  გუგუშვილმა.

 

გასვლითი სხდომები

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის   სამეცნიერო

საბჭოს წევრები ევროპის უნივერსიტეტში

                                

მიმდინარე წლის 8 თებერვალს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს წევრები ეწვივნენ ევროპის უნივერსიტეტის სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტს სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობის გაცნობის მიზნით. სხდომას ესწრებოდნენ ვეტერინარიის დოქტორი ნინო მილაშვილი პროფესორი გიული გოგოლი, თამარ ბაბაკიშვილი, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ევროპის უნივერსიტეტის სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტზე სწავლების თანამედროვე მეთოდები ხელს შეუწყობს ვეტერინარიის დარგის მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების მომზადებას.

შეხვედრა გახსნა ევროპის უნივერსიტეტის სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა, ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორმა ქალბატონმა მაია კერესელიძემ, რომელიც ამავდროულად გახლავთ ევროპის უნივერსიტეტში ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო-საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი. ქალბატონმა მ. კერესელიძემ მადლობა გადაუხადა სტუმრებს მობრძანებისათვის და აღნიშნა, რომ ევროპის უნივერსიტეტი არის ახალგაზრდა, მაგრამ მზარდი და განვითარებაზე ორიენტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც 2011 წლიდან ახორციელებს თავის საქმიანობას. ამჟამად უნივერსიტეტი ფლობს რამდენიმე სასწავლო კორპუსსა და თანამედროვე ტიპის საერთო საცხოვრებელს, რომელიც ემსახურება 500-მდე სტუდენტს.

უნივერსიტეტში ფუნქციონირებს სამი ფაკულტეტი:

  • სამართლის, განათლების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი;
  • მედიცინის ფაკულტეტი;
  • სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტი.

     ფაკულტეტების ფარგლებში ხორციელდება, როგორც ქართულენოვანი, ასევე ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები.

     ევროპის უნივერსიტეტში ასევე ფუნქციონირებს ოთხი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი:სამართლის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი; გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევითი ინსტიტუტი; მედიცინის კვლევითი ინსტიტუტიდააკადემიკოს ანდრია აფაქიძის სახელობის არქეოლოგიის ინსტიტუტი. უნივერსიტეტში შექმნილია ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმი. ხორციელდება არქეოლოგიური ექსპედიციები.

         ევროპის უნივერსიტეტი არის ევროპულ ღირებულებებზე ორიენტირებული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს 40 - მდე უცხოურ უნივერსიტეტთან. აღნიშნული საერთაშორისო პარტნიორობის ფარგლებშისტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ გაცვლითი პროგრამებით და მათთვის სასურველ უნივერსიტეტში გააგრძელონ განათლების მიღება.

  

აკადემიკოსი გ. ტყემალაძე გაეცნო ფაკულტეტის სასწავლო გეგმას და დადებითად შეაფასა იგი. აკადემიკოსმა ჯ. გუგუშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ გაწეული სამეცნიერო საქმიანობა. აღნიშნა, რომ   აკადემიამ მნიშვნელოვანი გავლენა   მოახდინა სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებაზე. აღინიშნა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია დაფუძნდა 1957 წელს. მის შემადგენლობაში იყვნენ გამოჩენილი მეცნიერებები, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს სოფლის მეურნეობის მეცნიერების განვითარებაში. ხაზი გაუსვა იმას, რომ საჭირო და სასურველია, გაღრმავდეს ურთიერთობა უმაღლეს სასწავლებლებსა და აკადემიას შორის. დასასრულს, აკადემიკოსმა ჯ. გუგუშვილმა წარმატებები უსურვა სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის ყველა სტუდენტს და თანამშრომელს.

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის   სამეცნიერო

საბჭოს მიერ ორგანიზებული გასვლითი სხდომა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში

              

     მიმდინარე წლის 7 თებერვალს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს წევრები  საქ. ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტს ეწვივნენ, სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობის გაცნობის მიზნით. შეხვედრა გახსნა აკადემიკოსმა გურამ ტყემალაძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა სტუმრებს მობრძანებისათვის და აღნიშნა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (სტუ) აკადემიური საბჭოსა და სენატის 2013 წლის 16 დეკემბრის გაერთიანებული სხდომის დადგენილების № 15-ის თანახმად, სსიპ – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შეიქმნა აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი, რომელსაც დღეისათვის გააჩნია კეთილმოწყობილი თანამედროვე სტანდარტების სასწავლო-სამეცნიერო 32 სხვადასხვა სახისლაბორატორია და 28 აუდიტორია: 2 ფიზიკის, 2 ბიოქიმიის, 4 აგრონომიის, 4  ნიადაგმცოდნეობის, 2  მიკრობიოლოგია, 2  მცენარეთა ფიზიოლოგია და გენეტიკა, 4 კვების პროდუქტების უვნებლობის, 2  მეცხოველეობის, 4 დენდროლოგიის, 3 საკვებწარმოების, 1 სასოფლო-სამეურნეო მელიორაციის, 1 სოფლის მეურნეობის მექანიზაციის, 1 სითხეების მექანიკის ლაბორატორიები.
         ფაკულტეტზე ხორციელდება როგორც ქართულენოვანი ასევე ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები. სახელმწიფოს მხრიდან სრულადაა დაფინანსებული ბაკალავრიატის რვა პროგრამა. უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის (ბაკალავრიატი) საგანმანათლებლო პროგრამებია: აგრონომია, სასურსათო ტექნოლოგია, სატყეო საქმე, აგროინჟინერია, მეცხოველეობა, ნიადაგისა და წყლის რესურსების ინჟინერია, აგრარული ტექნოლოგიები, მევენახეობა-ენოლოგია.
     შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა აკადემიკოსი ჯ.გუგუშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ რამდენიმე წლის წინ აგრარული სექტორისათვის დამახასიათებელი იყო სტუდენტთა მრავალსაფეხურიანი განათლების სისტემა, სადაც მზადდებოდა საშუალო და უმაღლესი კვალიფიკაციის სოფლის მეურნეობის და გადამამუშავებელი მრეწველობის სპეციალისტები.

      

თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს აკადემიკოსმა გ. ტყემალაძემ, პროფესორმა ი. სარჯველაძემ, დოქტორმა ა. ყურაშვილმა, პროფესორმა მ. კერესელიძემ და დოქტორმა ი. თათრიშვილმა, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში აგრარული დარგის სპეციალისტების მომზადება, რომელიც მაღალი პროფესიული დონით მიმდინარეობს, მომავალში ხელს შეუწყობს როგორც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდას, აგრეთვე მაღალი დონის კვალიფიკაციის სპეციალისტების მომზადებას.

      

ფაკულტეტზე მიმდინარე სწავლების თანამედროვე მიდგომები, მეთოდები და ტექნოლოგიები მომავალში განაპირობებს აგრარული დარგის საქმიანობის წარმატებით განვითარებას.

  

      საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს წევრებმა წარმატებები უსურვეს ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებს მათ შემდგომ საქმიანობაში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

  1. აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა
  2. 3 მარტი - ველური ბუნების მსოფლიო დღე
  3. ხსოვნა
  4. აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა
  5. 11 თებერვალი - მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე
  6. პროექტის განხილვა
  7. მემორანდუმი
  8. პრეზიდიუმის სხდომა
  9. აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა
  10. აკადემიის მილოცვა

გვერდი 23 სულ 60

  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ. (+995 32) 292 13 21; 294 02 14;

ელ-ფოსტა: info.gaas.georgia@gmail.com

©2016- 2026 საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია. ვებდამუშავება და დიზაინი GT-Studio
  • ჩვენს შესახებ
    • აკადემიის მოკლე ისტორია
    • აკადემიის პრეზიდენტები
      • მიხეილ საბაშვილი
      • ვალერიან მეტრეველი
      • ნაპოლეონ ქარქაშაძე
      • შოთა ჭალაგანიძე
      • გურამ ალექსიძე
      • გივი ჯაფარიძე
    • მიზნები და ამოცანები
    • ფინანსური საფუძვლები
    • რეგულაციები
    • ძირითადი მიდგომები
    • საინოვაციო პროექტები
    • სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამები
    • კავშირები ორგანიზაციებთან
  • შემადგენლობა
    • აპარატი
    • სტრუქტურა
    • პრეზიდიუმი
      • დადგენილებები
        • დადგენილებები 2021 წელი
        • დადგენილებები 2020 წელი
        • დადგენილებები 2019 წელი
        • დადგენილებები 2018წელი
        • დადგენილებები 2017 წელი
        • დადგენილებები 2016 წელი
        • დადგენილებები 2015 წელი
        • დადგენილებები 2014 წელი
        • დადგენილებები 2013 წელი
      • დებულებები
    • დეპარტამენტები
    • მეცნიერებათა განყოფილებები
      • აგრონომიის მეცნიერებათა განყოფილება
      • მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილება
      • აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილება
      • გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილება
      • სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილება
      • ეკონომიკის მეცნიერებათა განყოფილება
    • სასწავლო ცენტრი
    • გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი
    • გამომცემლობა "აგრო"
    • აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრი
    • აკადემიის შემადგენლობა
  • განცხადებები
  • სიახლეები
  • ინტელექტუალური რესურსები
    • გამოცემები
      • აკადემიის "მოამბე"
      • აკადემიის "მაცნე"
      • აკადემიის წლიური ანგარიშები
      • რეკომენდაციები
      • მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები
      • აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები
    • მემორანდუმები
      • აკადემიის მემორანდუმები
    • პუბლიკაციები
    • კონფერენციის მასალები
    • კონფერენცია "ქართული ხორბალი" მასალები
    • სარეკომენდაციო წინადადებები
      • რეკომენდაციები 2013
      • ადრინდელი რეკომენდაციები
      • აქტუალური რეკომენდაციები
    • საინოვაციო ბანკი
    • პროექტები
    • არქივი
      • არქივი 2015
      • არქივი 2014
      • არქივი 2013
    • საიტის რუკა
  • გალერეა
    • ფოტოგალერეა
    • ვიდეოგალერეა
  • კონტაქტი
  • info.gaas.georgia@gmail.com