საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

სამეცნიერო საბჭო

აკადემიის სამეცნიერო საბჭოს სხდომა

 

სამეცნიერო საბჭო2022 წლის 28 ივნისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს სხდომა.

სხდომაზე მოხსენებით გამოვიდა საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსი, დოქტ. ივერი ახალბედაშვილი. მოხსენების თემა: ,,საოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების რაციონალურად გამოყენების გამოცდილება ევროკავშირის ქვეყნებში“.

მომხსენებელმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოს გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების გამჭვირვალე და ერთიანი სისტემის შექმნა. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვის ეფექტური პოლიტიკის განსაზღვრა და კერძო და სახელმწიფო ინტერესების დაცვა წარმოადგენს საბაზრო ეკონომიკის ნაყოფიერი ფუნქციონირების, სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებისა და მიწის რესურსების რაციონალური გამოყენების საფუძველს.    

     საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედებით, კონსტიტუციური ნორმით დადგინდა საკუთრება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე და იგი შეიძლება იყოს სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. აქვე აღინიშნა, რომ გამონაკლისი შემთხვევები შეიძლება განისაზღვროს ორგანული კანონით, რომელიც მიღებულია პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობით, რითაც ხაზი გაესვა მის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ შემუშავებულ „სახელმძღვანელო პრინციპებში“ ხაზგასმულია მიწის განსაკუთრებული მნიშვნელობა ადამიანის ძირითადი უფლებების რეალიზაციის, სასურსათო უსაფრთხოების, სიღარიბის დაძლევის, მდგრადი საარსებო წყაროების, სოციალური სტაბილურობის, საბინაო უსაფრთხოების, სოფლის განვითარებისა და სოციალურ-ეკონომიკური ზრდისთვის. ევროკომისიის საორიენტაციო დოკუმენტში აღნიშნულია, რომ წევრ ქვეყნებს აქვთ უფლება დააწესონ მკაფიოდ განსაზღვრულ მიზნებზე დაფუძნებული შეზღუდვები, რომლებიც უნდა ემსახურებოდეს კონკრეტულ ქვეყანაში ფერმერული მეურნეობების სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებას, გადაჭარბებული ფასებით სპეკულაციის პრევენციას, მდგრადი და ეფექტური სოფლის მეურნეობის ხელშეწყობასა და განვითარებას.

       მომხსენებელის მიერ შესწავლილ იქნა ევროპის ქვეყნების გამოცდილება. ქვეყნის უსაფრთხოების, გარემოს დაცვისა და სახელმწიფოს ეკონომიკური სტაბილურობის მიზნებიდან გამომდინარე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის ან იურიდიული პირის საკუთრების უფლების შეზღუდვას სხვადასხვა სახით ითვალისწინებს საზღვარგარეთის ქვეყნების კანონმდებლობა.

                       მომხსენებელმა ვრცლად ისაუბრა, თუ როგორ ხდება სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოელებზე გაცემა კონსტიტუციების მიხედვით, მიწის სტატუსის განსაზღვრა და რეგულაციები დაუმუშავებელი სასოფლო-სამეურნეო მიწების შესახებ ევროკავშირის ქვეყნებში.

       მომხსენებლებს შეკითხვებით მიმართეს და შემდეგ გამოთქვეს თავიანთი მოსაზრება მოხსენებაში განხილული საკითხების ირგვლივ აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა აკად. გივი ჯაფარიძემ, აკად. თ. ყურაშვილმა, პროფ. მ. კერესელიძემ, აკად. ჯ. გუგუშვილმა. მომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს საკითხის უდიდეს მნიშვნელობას საქართველოს სოფლის მეურნეობის შემდგომი აღმავლობისა და განვითარების მიმართულებით და გამოთქვეს სურვილი, რომ გაგრძელდეს აღნიშნულ ფორმატში საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა.

       აკადემიის სამეცნიერო საბჭოს მუშაობა შეაჯამა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ აკად. ჯემალ გუგუშვილმა.

პრეზიდიუმის სხდომა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

         პრეზიდიუმის სხდომა

   2022 წლის 24 ივნისს ჩატარდა   საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:

                  

1. ინფორმაცია ვ. გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევითი მუშობის შესახებ.

მომხსენებელი: ვ. გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის დირექტორის მ/შ, სატყეო საქმის დოქტორი გიორგი ქავთარაძე (დოქტ. გ. ქავთარაძის მოხსენება იხილეთ ბმულზე);

2. აგროინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამების (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) 

განხილვა და კორექტირება დარგის თანამედროვე ტექნოლოგიების და ტექნიკური საშუალებების გათვალისწინებით.

მომხსენებლები: სსმმ აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკადემიკოსიელგუჯა შაფაქიძე, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, სტუ-ს პროფესორი, დიმიტრი ნატროშვილი (აკად. ე. შაფაქიძის ინფორმაცია იხილეთ ბმულზე);

3. ინფორმაცია აკადემიკოს ზაურ ჩანქსელიანის მიერ 2021 წელს ჩატარებული სამეცნიერო საქმიანობის შესახებ (აკად. ზ. ჩანქსელიანის მოხსენება იხილეთ ბმულზე);

4. მიმდინარე საკითხები.

სემინარი

გაუდაბნოებასთან და გვალვასთან ბრძოლის

მსოფლიო დღე

Foto Seminari 17.06.2022  მიმდინარე წლის 17 ივნისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში აკადემიის აგრონომიის მეცნიერებათა განყოფილების ორგანიზებით გაუდაბნოებასთან და გვალვასთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გაიმართა სემინარი თემაზე: „გზა მშრალი მიწათმოქმედებისკენ“.      სემინარს ესწრებოდნენ აგრონომიის მეცნიერებათა განყოფილების წევრები: აკადემიკოსი ნოდარ ჩხარტიშვილი, აკადემიკოსი ნუგზარ ბაღათურია, აკადემიკოსი ზაურ ჩანქსელიანი, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორი, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივნები: სოფლის მეურნეობის დოქტორი მარინე ბარვენაშვილი და აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, აკადემიის წამყვანი სპეციალისტები: ლარისა ჩაიკა და ქეთევან ჭიპაშვილი.

სემინარი გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილემ, სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორმა, აკადემიკოსმა ანატოლი გიორგაძემ. მოკლე მისალმების შემდეგ მან სიტყვა გადასცა სამეცნიერო განყოფილებების სწავლულ მდივანს, დოქტორ მარინე ბარვენაშვილს, რომელმაც მსმენელებს წარუდგინა გაუდაბნოებასთან და გვალვასთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით აგრონომიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივნის, აკადემიკოს გოგოლა მარგველაშვილის მიერ მომზადებული პრეზენტაცია.

პრეზენტაციაში წარმოდგენილი იყო როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში არსებული უდაბნოები და ნახევარუდაბნოები, მათი ადგილი და მნიშვნელობა, აქ არსებული მცენარეთა და ცხოველთა სამყარო. განსაკუთრებული ყურადღება იყო გამახვილებული უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ქვეყანაში ნიადაგის დეგრადაციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. აღინიშნა, რომ უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში კატასტროფულად შემცირდა ნათესი ფართობები. მათი რიცხობრივი მაჩვენებელი 701, 9 ათასი ჰექტრიდან 209,9 ათას ჰექტრამდე დავიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მსმენელების მხრიდან გამოითქვა გარკვეული მოსაზრებები და წინადადებები, რომლებიც მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ იყო მიმართული.

სემინარის მუშაობა შეაჯამა სამეცნიერო განყოფილებების სწავლულმა მდივანმა, სოფლის მეურნეობის დოქტორმა მარინე ბარვენაშვილმა. მან მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისა და სემინარის მუშაობაში აქტიური მონაწილეობის მიღებისათვის.

საპატიო ბათუმელის წოდება

აკადემიკოსი რეზო ჯაბნიძე - ქალაქ ბათუმის საპატიო მოქალაქე

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 10 ივნისის ბ14. 142216163 ბრძანებით საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს რეზო ჯაბნიძეს მიენიჭა საპატიო ბათუმელის წოდება სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივ საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია ულოცავს აკადემიკოს რეზო ჯაბნიძეს საპატიო წოდებას და უსურვებს ჯანმრთელობას და მრავალ წარმატებებს სამეცნიერო, პედაგოგიურ და საზოგადოებრივ საქმიანობაში.

(აკად. რ. ჯაბნიძის საპატიო ბათუმელის დამადასტურებელი დიპლომი იხილეთ    
             ბმულზე). 

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა

აგროინივაციების კომისია ფოტო     2022 წლის 22 ივნისს გაიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა (თავმჯდომარე აკად. ა. დიდებულიძე). სხდომას კომისიის სხვა წევრებთან ერთად მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ერონული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე დაესწრო.

გიორგი მიშელაძემ საქართველოში საძოვრების მიმართულებით დღეს არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველაზე აქტუალური საკითხი, რომლის გადაჭრაც დღის წესრიგში დგას, მათი ფრაგმენტაცია და სამართლებრივი რეგულირების გარეშე განკარგვაა.

„მასიურად დაურეგისტრირებელია საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები ან რეგისტრირებულია კატეგორიის გარეშე“ - განაცხადა სააგენტოს თავმჯდომარემ და დეტალურად ისაუბრა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ, აგრეთვე გიორგი მიშელიძემ პროგრამის მუშაობის მექანიზმი და არსებული მდგომარეობა გაუზიარა კომისიის წევრებს.

პროგრამის ფარგლებში, საჯარო რეესტრიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად, იდენტიფიცირებულია სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საძოვრის კატეგორიის 1,0 ჰექტარი და მეტი ფართობის 2,647 მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 113,157 ჰექტარი. პროგრამით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შემდგომ, საქართველოს მასშტაბით 234 საძოვრის იჯარით გაცემაზე მიღებულია თანხმობა. აღნიშნული საძოვრების საერთო ფართობი 30,153 ჰექტარია. 2022 წლის 21 ივნისის მდგომარეობით, პროგრამაში მონაწილეობის მიზნით გაკეთებულია 156 განაცხადი, სულ დაინტერესება გამოხატულია 11,670 ჰა ფართობის საძოვრებზე. აღნიშნული საძოვრები მოიცავს აღმოსავლეთ საქართველოს 5 რეგიონს. იჯარით გასაცემი საძოვრების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია ვებგვერდებზე www.land.gov.ge და www.mepa.gov.ge.

პროგრამის ფარგლებში, 33 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მიენიჭა საძოვრის კატეგორია (4,122 ჰა). განხორციელდა 100 ჰექტარზე მეტი ფართობის 5 მიწის ნაკვეთის (968 ჰა.) დანიშნულებისა და კატეგორიის განსაზღვრა და სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრაცია“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამსვლელი სხდომა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის გამსვლელი სხდომა

            2022 წლის 22 ივნისს ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის გამსვლელი სხდომა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში. სხდომას აკადემიის პრეზიდიუმის წევრების გარდა ესწრებოდნენ სამეცნიერო კვლევითი ცენტრის სამეცნიერო საბჭოს წევრები და წამყვანი სპეციალისტები და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე.

            სხდომა გახსნა აკადემიის პრეზიდიუმის თავმჯდომარემ, აკადემიის პრეზიდენტმა აკად. გურამ ალექსიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ საფუძველი ეყრება აკადემიის პრეზიდიუმის ახალ და მეტად მნიშვნელოვან საქმიანობას, რომელიც ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებთან მჭიდრო კავშირის გაღრმავებას ეხება. ამ მიმართულებით სხდომის ჩატარება მნიშვნელოვანია სამეცნიერო-კვლევით ცენტრში, რომლის დირექტორიც პროფ ლევან უჯმაჯურიძე აკადემიის პრეზიდიუმის წევრიც გახლავთ. აღინიშნა აგრეთვე, რომ ცენტრის სამეცნიერო-კვლევითი სამსახურების მიერ წარმოდგენილი 2021 წლის საქმიანობის ანგარიშების რეცენზირება აკადემიის წევრებმა განახორციელეს.

            პრეზიდიუმის სხდომის დღის წესრიგის პირველ საკითხზე მოხსენებებით გამოვიდნენ ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრის დირექტორი, პროფ. ლევან უჯმაჯურიძე და დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, დოქტ. ნოდარ ხატიაშვილი. მომხსენებლებმა დეტალურად ისაუბრეს ცენტრის სამეცნიერო-კვლევითი სამსახურების საქმიანობაზე, მათ მიერ ჩატარებულ ფართო და მნიშვნელოვან კვლევებზე, შედეგებზე და მათ დანერგვაზე წარმოებაში და კვლევითი საქმიანობი სამომავლო პერსპექტივებზე.

            მომხსენებლებმა უპასუხეს მრავალრიცხოვან შეკითხვებს, ხოლო რიგ შემთხვევებში გააკეთეს ვრცელი კომენტარები.

            სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობა შეაფასეს აკადემიკოსებმა

ნ. ჭითანავამ, გ. მარგველშვილმა, ზ. ცქიტიშვილმა, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა აკად. გ. ჯაფარიძემ და აკადემიის პრეზიდენტმა აკად. გ. ალექსიძემ. გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ აღნიშნული ფორმით აკადემიის პრეზიდიუმის სხდომების ჩატარება მისასალმებელია, ვინაიდან უამრავ შეკითხვას გაეცა პასუხი არა მარტო ცენტრის ხელმძღვანელობიდან, არამედ ცენტრის საბჭოს წევრებისა და სამსახურების წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელებიდან.

            გამოითქვა მოსაზრება, რომ მიზანშეწონილია გაფორმდეს ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს შორის, სადაც მკაფიოდ აისახება ამ ორ ორგანიზაციას შორის ყველა ვალდებულება და თანამშროლობის ფორმები.

მილოცვა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მილოცვა

 

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და ევროპის სოფლის მეურნეობის , სურსათის და ბუნებათსარგებლობის აკადემიების კავშირის პრეზიდენტი,

აკადემიკოსი გურამ ალექსიძე 2022 წლის 03 ივნისს არჩეულია ლატვიის სოფლისა და სატყეო მეუნეობის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელ წევრად.

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია ულოცავს ბატონ გურამს საპატიო წოდებას და უსურვებს მრავალ წარმატებებს სამეცნიერო, პედაგოგიურ და საზოგადოებრივ საქმიანობაში.

(ლატვიის სოფლისა და სატყეო მეუნეობის მეცნიერებათა აკადემიის დიპლომი აკადემიკოს გურამ ალექსიძის უცხოელ წევრად არჩევის შესახებ იხილეთ ბმულზე).

აკადემიის პრეზიდენტი აჭარაში

 

  ალექსიძე სურთი 22022 წლის 3-9 ივნისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი,
აკადემიკოსი გურამ ალექსიძე საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.ვიზიტის დროს აკად. გ. ალექსიძე შეხვდა აჭარის ავტონომიური რესბუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს, ბატონ ზაზა შავაძეს. მინისტრმა აკადემიის პრეზიდენტს სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო ხედვები გააცნო.შეხვედრაზე ასევე განიხილეს მეცნიერების ჩართულობა სამინისტროს პროგრამებში და სამომავლოდ ურთიერთთანამშრომლობის საკითხები.მინისტრმა მკაფიოდ ჩამოაყალიბა სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარება რეგიონში, აგრარული სექტორის განვითარების მოდელი, რადგან აქ არის შერწყმული მეცნიერებისა და სახელმწიფოს ინტერესები. ალექსიძე სურათი 3
როგორც აკადემიის პრეზიდენტმა, გურამ ალექსიძემ აღნიშნა, სოფლის მეურნეობის განვითარებას ასეთი მიდგომა სჭირდება, როგორი ხედვაც წარმოადგინა შეხვედრისას აჭარის სოფლის მეურნეობის ახალმა მინისტრმა.შეხვედრას მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავა და მრჩეველი მამუკა თურმანიძე ესწრებოდა.       
     აჭარაში ვიზიტის დროს აკადემიის პრეზიდენტი აკად. გ.ალექსიძე შეხვდა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული მიმართულების ლექტორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს, დაესწრო პრაქტიკულ საველე მეცადინეობას და წაიკითხა ლექცია მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის თანამედროვე მდგომარეობასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე აკადემიის პრეზიდენტს ასისტენტობას უწევდა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი, ბატონი მამუკა თურმანიძე. 
 
ალექსიძე სურათი 4
                                  აკად. გურამ ალექსიძე შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან.

აგროინოვაციების კომისიის სხდომა

    2022 წლის 8 ივნისს შედგა კომისიის სხდომა, რომელზეც მოხსენებით: „ბოსტნეული კულტურების მნიშვნელობა ჰოლანდიური კომპანიის „რაიკ ცვაან“-ის (Rijk Zwaan) ჭრილში“ წარსდგა კომპანიის რეგიონული წარმომადგენელი (სამხრეთი კავკასია და ცენტრალური აზია) ბიძინა იმნაძე.

მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ,,რაიკ ცვაანმა’’ როლი უკვე ითამაშა თითქმის ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში - დიდი შანსია, რომ ზოგიერთი ბოსტნეული, რომელსაც ჩვენ მივირთმევთ, არის ამ კომპანიის ასორტიმენტიდან, განსაკუთრებით კიტრის, პომიდვრის, წიწაკის, ისპანახისა და სალათის ფოთლის შემთხვევაში, რადგან ეს ის კულტურებია, რომლებშიც Rijk Zwaan- გლობალური ბაზრის უპირობო ლიდერია. არადა ბოსტნეულის მოხმარება ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის განუყოფელი ნაწილია. ევროპის ქვეყნებში ბოსტნეულის მოხმარება მოსახლეობის ერთ სულზე გადაანგარიშებით ყოველწლიურად 300 კილოგრამამდეც კი აღწევს (მეზობელ თურქეთში - 230, უკრაინაში - 171, რუსეთში - 103 კგ), საქართველოში კი ეს მონაცემი 2020 წელს მხოლოდ 57 კგ შეადგენდა და 2013 წელთან შედარებით, სამწუხაროდ, შემცირებულია დაახლოებით 15%-ით.

კომპანია აწვდის სათესლე მასალას გლობალურ ბაზარს, განსხვავებული გარემოებების და საჭიროებების ფართო სპექტრის გათვალისწინებით და ამით დგას ბოსტნეულის წარმოების ჯაჭვის დასაწყისში, ახალი სახეობების და ჯიშების სელექციისას, ყოველთვის ითვალისწინებს მიწოდების მთელ ჯაჭვს. ბაზრის მოთხოვნები კი მუდმივად იცვლება. შედეგად, ხდება ბოსტნეულის ჯიშებისა და მათი მოყვანის ინოვაციური აგროტექნოლოგიების შემოთავაზება. ახალი ჯიშების როგორც შემუშავებისას, ასევე კომერციული გავრცელებისას, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ოპტიმალური კავშირის არსებობას კონკრეტულ საწარმოო რეგიონთან და/ან სამომხმარებლო ბაზართან. კვლევები კომპანიის მუშობას უფრო მეტად კონცენტრირებულს და ეფექტიანს ხდის ბიოქიმიურ კვლევას იმ ნივთიერებებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ გემოზე, ფერსა და სტრუქტურაზე, ხოლო, გენეტიკური მარკერების გამოყენება ნიშნავს იმას, რომ შეგვიძლია ამ მახასიათებლების მაღალი სიზუსტით შერჩევა. მაგრამ ჯიშების თვისებები, რეალურად, შესაძლოა შეფასდეს მხოლოდ პრაქტიკაში, ამიტომ ტარდება სელექციური ცდები სხვადასხვა ობიექტებში, განსხვავებულ ნიადაგურ-კლიმატურ პირობებში, მსოფლიოს მრავალ წერტილში.

კომპანია ინტენსიურად თანამშრომლობს ვაგენინგენის უნივერსიტეტთან სხვა კვლევით ორგანიზაციებთან, მათ შორის, ზოგჯერ კონკურენტებთან თანამშრომლობის პირობებშიც კი. წლიური ინვესტიცია კვლევასა და განვითარებაზე შეადგენს წლიური ბრუნვის 30%-მდე, რაც 160 მილიონ ევროს აღწევს და კოლექტივის 40% ჩართულია კვლევებსა და ცდებშ.

მოხსენების შემდეგ გამართულ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიკოსებმა ელგუჯა შაფაქიძემ და ალექსანდრე დიდებულიძემ, აკადემიის ექსპერტმა გოჩა ცოფურაშვილმა, პროფესორებმა ომარ თედორაძემ, ოთარ ქარჩავამ, მზაღო ლობჯანიძემ, აკადემიის სტიპენდიატმა ეკატერინა კაციტაძემ, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების სამსახურის უფროსმა გიორგი ბადრიშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელმა ნიკო ყარსიმაშვილმა, რომლებმაც ხაზი გაუსვეს წარმოდგენილი მასალის აქტუალურობასა და ინფორმაციულობას.

აღინიშნა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია ყურადღებით დააკვირდება კომპანია „რაიკ ცვაან“-ის (Rijk Zwaan) რეგიონული წარმომადგენელის (სამხრეთი კავკასიასა და ცენტრალური აზიაში) ბიძინა იმნაძის საქმიანობას და მიზანშეწონილად მიაჩნია წლის ბოლოს მოისმინოს რეგიონალური წარმომადგენლის 2022 წლის საქმიანობის შედეგები და რეკომენდაციები.

ღია კარის დღე კომპანია „ფირმა ლომთაგორაში“

 thumbnail IMG 20220610 103740  2022 წლის 10 ივნისს კომპანიაფირმა ლომთაგორაშიგაიმართა ღია კარის დღე. კომპანია ყოველწლიურად აწყობს ღია კარის დღეს, რომელშიც მონაწილეობას ღებულობენ სამთავრობო, სამეცნიერო, სასწავლო ორგანიზაციები და ფერმერები. სადემონსტრაციო დღის მოწყობის მიზანია მიღებული შედეგების გაცნობა და შეფასება.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკდემიიდან აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიის პრეზიდენტმა, აკად. გურამ ალექსიძემ და აკადემიური დეპარტამენტის უფროსმა, აკად. ელგუჯა შაფაქიძემ.

ღია კარის დღე შესავალი სიტყვით გახსნა კომპანიალომთაგორასგენერალურმა დირექტორმა, დოქტ. კახა ლაშხმა. მომხსენებელმა დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაციაფირმა ლომთაგორასსაქმიანობის შესახებ. აღინიშნა, რომფირმა ლომთაგორამოიცავს 500 ჰა მიწის ფართობს, რომელიც მდებარეობს ქვემო ქართლის რეგიონში ზღვის დონიდან 430 მეტრ სიმაღლეზე. ფირმა მრავალდარგოვანი სასოფლო-სამეურნეო საწარმოა, რომლის საქმიანობის უმთავრესი მიმართულება ხორბლისა და სიმინდის სელექცია-მეთესლეობა და მინდვრის კულტურების წარმოებაა. კომპანია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სასოფლო-სამეურნეო კვლევის ცენტრებთან თანამშრომლობასა და მათი მიღწევების საწარმოო გამოცდას. „ფირმა ლომთაგორასმჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს სიმინდისა და ხორბლის გაუმჯობესების საერთაშორისო ცენტრთან - CIMMYT, ასევე მშრალი რეგიონების სასოფლო-სამეურნეო კვლევის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან - ICARDA. საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სამეცნიერო-სასწავლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის გზით, კომპანიამ დიდ წარმატებას მიაღწია როგორც ახალი ჯიშების გამოყვანაში, ისე მოწინავე აგროტექნოლოგიის დანერგვაში. „ლომთაგორასუკვე შექმნილი და დარეგისტრირებული აქვს უხვმოსავლიანი და დაავადებებისადმი გამძლე სიმინდისა და ხორბლის ჯიშები, რომლებიც ითესება საქართველოს სხვადასხვა აგროკლიმატურ ზონაში. დღეს, შეიძლება ითქვას, რომლომთაგორამეთესლეობის სფეროში ქვეყანაში ერთ-ერთი სპეციალიზებული საწარმოა, რომელიც სულ უფრო

აფართოებს მის საქმიანობის სფეროს.ფირმა მნიშვნელოვან ადგილს უთმობს ხორბლისა და სიმინდის ადგილობრივი ჯიშების შენარჩუნება-გაუმჯობესებას. iiIMG 20220610 121709ფირმა ლომთაგორაშიშემუშავებულია ახალი ჯიშების მიღებისა და მინდვრის კულტურების მოვლა-მუყვანის ტექნოლოგიები:

· რეგიონისათვის ადაპტირებული ჯიშების გამორჩევა საერთაშორისო სანერგეებიდან;

· ნიადაგის დამუშავების ახალი ტექნოლოგია;

· საშემოდგომო ხორბლის ბაძოებზე თესვა;

· დადგენილია სიმინდის ჰიბრიდების დგომის ოპტიმალური სიხშირეIMG 2027777720610 121150

საწარმომ იაფი კრედიტის ფარგლებში შემოიტანა და დაასრულა „TUDORS“ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მარცვლეულის შესანახი ნაგებობის მშენებლობა-მონტაჟი, სადაც ერთდროულად 2000 ტონა მარცვლეულის შენახვაა შესაძლებელი.

კიდევ ერთი სიახლე, რასაცფირმა ლომთაგორასთავაზობს ფერმერებს, უახლესი გერმანული ტექნოლოგიებით დამუშავებული ხორბლის თესლია. ხორბლისა და სხვა მარცვლეული კულტურების გადასამუშავებელი საწარმო, რომელიც ახლახანს USAID-ის პროგრამის დახმარებით ამოქმედდა ლომთაგორაში, მარცვლეულის გაწმენდა-დახარისხებას ევროპული ტექნოლოგიების შესაბამისად ანხორციელებს.

აღინიშნა აგრეთვე, რომ ქართველი სელექციონერების მიერფირმა ლომთაგორაშიმიღებულია ხორბლის უხვმოსავლიანი ჯიშები, როგორიცაა: ჯიშილომთაგორა 126“ - მოსავლიანობა 8-10 /ჰა; ჯიშილომთაგორა 143“-ის მოსავლიანობა 6,5 /ჰა-ზე. ჯიშილომთაგორა 149“-ის მოსავლიანობა 5,0-5,5 /ჰა-ზე. ჯიშიგორდა 16“ - მოსავლიანობა 6,5-7,5 /ჰა და ..

შეხვედრაზე სიტყვებით გამოვიდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი აკად. გურამ ალექსიძე, საქართველოს პარლემენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსი ივერი ახალბედაშვილი, მეწარმე რომან რურუა, საქარტველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი რამაზ გახოკიძე.

სადემონსტრაციო დღის მონაწილეებმა დაათვალიერესფირმა ლომთაგორასსაცდელი ნაკვეთები, გაეცნენ მარცვლეული კულტურების სხვადასხვა ჯიშებს, სადაც თითოეულ სადემონსტრაციო ჯიშზე განმარტებას იძლეოდა კომპანიის გენერალური დირექტორი კახა ლაშხი.

ქვეკატეგორიები

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com