გასვლითი ლექცია
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ინიციატივა
(გასვლითი ლექცია-პრაქტიკულები მარიამჯვრის დაცული ტერიტორიის სამონადირეო მეურნეობებში)
მიმდინარე წლის 14 ნოემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სატყეო საქმის ბაკალავრიატის სტუდენტები საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს ანატოლი გიორგაძის ხელმძღვანელობით იმყოფებოდნენ ყორუღისა და იორის აღკვეთილებში არსებულ სამონადირეო მეურნეობებში: „იორის ჭალები“ და „იორის რესურსები“. სადაც მათ ჩაუტარდათ ლექცია-პრაქტიკულები. ისინი გაეცვნენ ზემოაღნიშნული სამონადირეო მეურნეობების საქმიანობას. 
დაათვალიერეს გარეული ფრინველების (ხოხობი, კაკაბი) სანაშენე ვოლიერები და სამონადირეო სავარგულები. მათ მასპინძლობას უწევდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატი, მარიამჯვრის ნაკრძალის დირექტორი, დოქტორი ზვიად ტიგინაშვილი.
აღსანიშნავია, რომ ყორუღის აღკვეთილი მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, იგი დაარსდა 1958 წელს; მისი ფართობი შეადგენს 2068 ჰექტარს. მდებარეობს მდინარე იორის სანაპიროზე ჭალის ტყეში. მცენარეებიდან აქ გავრცელებულია ვერხვი, კუნელი, ბროწეული, ძეძვი, ჭალის მუხა და სხვა. ცხოველებიდან კი გვხვდება გარეული ღორი, კურდღელი, მგელი, ტურა, ლელიანის კატა, წავი, ხოხობი, მწყერი, ბეგობის არწივი, მცირე მყივანი არწივი, ქედანი და სხვა.
ივრის აღკვეთილი მდებარეობსსიღნაღის მუნიციპალიტეტში. დაარსდა 1965 წელს. მისი ფართობი შეადგენს 1336 ჰექტარს. ივრის აღკვეთილში დაცულია მდინარეიორისპირას მდებარე ჭალის ტყე. გავრცელებულიაქართული ზამბახი, ეიხლერის ტიტა, კოწახური, იალღუნი, ბერწყენა, საკმლის ხე, ღვია, წალის მუხა, ჯაგრცხილა, ძეძვიდა სხვ.
ძუძუმწოვრებიდანაქ გვხვდებაგარეული ღორი, მგელი, წავი, ლელიანის კატადა სხვა. ფინველებიდან — ხოხობი, დურაჯი, კაკაბი, ფასკუნჯი, ორბი, ტყის ბუ, ჩეულებრივი კირკიტა. ქვეწარმავლებიდან — ხმელთაშუაზღვისპირული კუ, გიურზა.




2022 წლის 11 ნოემბერს ჩატარდა 



გუგული გოდერძიშვილის დაბადებიდან 95 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომას ესწრებოდნენ ასევე მისი ოჯახის წევრები. აღსანიშნავია, რომ მისი ერთ-ერთი შვილი ვეტერინარულ მეცნიერებათა დოქტორი დავით გოდერძიშვილი მამის პროფესიას გაყვა. ამჟამად იგი მუშაობს 
მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა სემინარი თემაზე: „თრიალეთის ქედის ნიადაგების ორგანული ნახშირბადის მარაგები და მდგრადი მართვა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ფარგლებში.“ სემინარს ესწრებოდნენ აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების წევრები: განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი, აკადემიკოსები: ნოდარ ჩხარტიშვილი, ზაურ ჩანქსელიანი, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორი, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, აკადემიის სტიპენდიატი, ქიმიის დოქტორი გიგა ქვარცხავა, აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივნები: სოფლის მეურნეობის დოქტორი მარინე ბარვენაშვილი და აკადემიკოსი ლაშა დოლიძე და მოწვეული სტუმარი სოფლის მეურნეობის დოქტორი გიორგი ღამბაშიძე.
მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს კიევის ბიორესურსებისა და ბუნებათსარგებლობის უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ გოლოსიივსკის მეფუტკრეობის სამეცნიერო-კვლევითი საწარმო
