საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

მრგვალი მაგიდა სურსათის უვნებლობისა და ვეტერინარიის საკითხებზე

 

307172746 385606443778466 3357582879795450716 n  2022 წლის 15 სექტემბერს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში სურსათის უვნებლობისა და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილების (აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ზურაბ ცქიტიშვილი) ინიციატივით გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: „სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს, სურსათის უვნებლობისა და ვეტერინარიის სფეროებში 2021 წელს და მიმდინარე პერიოდის ექვსი თვის აქტივობები: სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მექანიზმები, რისკების მართვის ასპექტები, რისკის შეფასების ინიცირების პროცედურები, სტანდარტული ოპერაციების პროცედურები“ და სხვა.

მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიის პრეზიდენტმა აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ, აკადემიკოს მდივანმა და აკადემიური დეპარტამენტის უფროსმა აკადემიკოსმა ელგუჯა შაფაქიძემ, აკადემიკოსებმა ალექსანდრე დიდებულიძემ თენგიზ ყურაშვილმა და ედიშერ კვესიტაძემ, სურსათის უვნებლობისა და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილების წევრებმა.  unnamed 3 1მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობდნენ მოწვეული სტუმრები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან - მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილე გიორგი იაკობაშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძე, სამინიტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელები და სპეციალისტები, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტები.

მრგვალი მაგიდის გახსნის დროს აკადემიკოსმა ზურაბ ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ თანამშრომლობა აკადემიასა და სურსათის ეროვნულ სააგენტოს შორის დიდი ხანია უკვე არსებობს - აქეთ არის აკადემიური ცოდნა, ხოლო სააგენტოში არის პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება, საკანონმდებლო საქმიანობა, წესები, ინსპექტირება, მონიტორინგი და რაც მთავარია პრაქტიკულად ხორციელდება ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა. 

მრგვალი მაგიდის საკითხეზე ძირითადი მოხსენება გააკეთა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ ბასილაძემ, ხოლო თანამომხსენებლები ბრძანდებოდნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს, სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსი ვასილ კვერნაძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს არაცხოველური წარმოშობის სურსათისა და სასმელების სამმართველოს უფროსი მარიამ გორდაძე.

აღსანიშნავია ბატონ ვასილ ბასილაძის მიერ მრავალ კომპონენტიანი სახელმწიფო კონტროლისა და რისკების მართვის სისტემურ პრინციებზე დაფუძნებული აქტივობების და ადამიანების და ცხოველთა ჯანმრთელის დაცვის პროგრამული უზრუნველყოფის წარმოჩენა. მომხსენებელს მხარი აუბეს თანამომხსენებლბმა ,რომლებმაც ისაუბრეს, თანამედროვე სტანდარტული ოპერაციების პროცედურების მექანიზმებზე და პრიორიტეტული საფრთხეების დადგენის მეცნიერულ ასპექტებზე.

unnamed 1 1მომხსენებლებმა კვალიფიციურად უპასუხეს დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს.

მოხსენებულ საკითხების ირგვლივ გაიმართ საინტერესო დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს როგორც აკადემიის წევრებმა, ისე მოწვეულმა მეცნიერებმა და დარგის სპეციალისტებმა. მრგვალი მაგიდის ფორმატში განხილულ საკითხებზე 

საინტერესო შეფასებები გააკეთეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძე და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ.

მრგვალი მაგიდის მუშაობა შეაჯამა სურსათის უვნებლობისა და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივნმა, აკადემიკოსმა ზურაბ ცქიტიშვილმა.

 
unnamed 2

აკადემიკოსი ედიშერ კვესიტაძე - 60

    2022 წლის 8 ივლისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრს, აკადემიკოს ედიშერ კვესიტაძეს დაბადებიდან 60  და სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობიდან  35 წლისთავი შეუსრულდა.
    საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმი და აკადემიის მთელი შემადგენლობა ულოცავს ბატონ ედიშერს ღირსშესანიშნავ თარიღს, უსურვებს ჯანმრთელობას, ხანგრძლივ   სიცოცხლეს და ნაყოფიერ სამეცნიერო, პედაგოგიურ და საზოგადოებრივ საქმიანობას.

300758188 1171557950091678 7947896069476444778 n 1

აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე - 80

  300089053 1405764349891991 4507715588567777932 n  2022 წლის 20 აგვისტოს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრს, აკადემიკოსს, აკადემიის აკადემიკოს მდივანს, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსს,  ბატონ ელგუჯა შაფაქიძეს დაბადებიდან 80  და სამეცნიერო, პედაგოგიური და

საზოგადოებრივი მოღვაწეობის  55 წლისთავი შეუსრულდა.

     საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმი და აკადემიის მთელი

 შემადგენლობა ულოცავს ბატონ ელგუჯას ღირსშესანიშნავ თარიღს, უსურვებს ჯანმრთელობას, ხანგრძლივ  სიცოცხლეს და ნაყოფიერ შემოქმედებით სამეცნიერო, პედაგოგიურ და საზოგადოებრივ საქმიანობას.

ბუნების დაცვის მსოფლიო დღე

       295849018 543085244169660 5647833285826452317 n  მიმდინარე წლის 28 ივლისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების ორგანიზებით გაიმართა ბუნების დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი თემატური სხდომა: „მარიამჯვრის დაცული ტერიტორია და მისი როლი ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის საქმეში.“ სხდომას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების წევრები: აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორი, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივნები: აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, სოფლის მეურნეობის დოქტორი მარინე ბარვენაშვილი, აკადემიის სტიპენდიატები: სატყეო საქმის დოქტორი გიორგი ქავთარაძე და სოფლის მეურნეობის დოქტორი ზვიად ტიგინაშვილი, ასევე მოწვეული სტუმრები: სოფლის მეურნეობის დოქტორები: ნატო კობახიძე, არჩილ სუპატაშვილი, ნანი გოგინაშვილი, ბიოლოგიის დოქტორი მედეა ბურჯანაძე.
         თემატური სხდომა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების წევრმა, აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების სწავლულმა მდივანმა, აკადემიკოსმა ლაშა დოლიძემ. მისალმების და დამსწრე საზოგადოებისათვის ბუნების დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდების შემდეგ, აკადემიკოსმა ლ. დოლიძემ სიტყვა გადასცა აკადემიის სტიპენდიატს, მარიამჯვრის დაცული ტერიტორიის დირექტორს, ს/მ დოქტორს ზვიად ტიგინაშვილს, რომელმაც ფართო მოხსენება გააკეთა წარმოდგენილი თემის ირგვლივ. აღინიშნა, რომ საქართველოში ბუნებრივი ტერიტორიების დაცვის ისტორია ჯერ კიდევ XII საუკუნიდან დაიწყო. მთიან რეგიონებში უძველესი დროიდან არსებობდა ე. წ. ,,ხატის ტყეები“, თუმცა დაცული ტერიტორიების ოფიციალურად დაარსებას მე-19 საუკუნის დასასრულსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში ჩაეყარა საფუძველი. ამჟამად საქართველოში დაცულ ტერიტორიებს, რომელთა საერთო ფართობი - 798 287 ჰა-ს შეადგენს, ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის 11,45% უკავია. მათ შორისაა: 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 13 ეროვნული პარკი, 40 ბუნების ძეგლი, 24 აღკვეთილი და 3 დაცული ლანდშაფტი. დაცული ტერიტორიები იმართება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ტერიტორიული ადმინისტრაციების (21) მიერ. მას იცავს დაცული ტერიტორიების სააგენტო, დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია და დაცვის სამსახური (დაცვის უფროსი, უფროსი რეინჯერი, რეინჯერები). მეტად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველოს დაცულმა ტერიტორიებმა საერთაშორისო აღიარება ჰპოვა და 4 მათგანი: კინტრიშის დაცული ტერიტორიები, მტირალას ეროვნული პარკი (კინტრიშთან ერთად), ქობულეთის დაცული ტერიტორიები (ისპანი) და კოლხეთის ეროვნული პარკი (გრიგოლეთი, იმნათი, ფიჩორა, ნაბადა, ჭურია) პირველად საქართველოს ისტორიაში UNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა. რაც შეეხება მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალს, იგი გადაჭიმულია 1022,5 ჰა-ზე, მოიცავს ყორუღის აღკვეთილს - 1716 ჰა, იორის აღკვეთილს - 2126,8 ჰა, ცივ-გომბორის აღკვეთილს - 4935,8 ჰა და ახასიათებს მკვეთრად გამოხატული ვერტიკალური სარტყელიანობა, კერძოდ: 1) ზედა სარტყელი განისაზღვრება 1500-1800 მეტრით ზღვის დონიდან, სადაც ძირითადად გავრცელებულია წიფლნარები, კლდოვან ჩამონაშალ ადგილებში კი ფიჭვნარები; 2) ტყის შუა სარტყელი განისაზღვრება 1000-1500 მეტრი სიმაღლით ზღვის დონიდან. ამ სარტყელში გავრცელებულია მუხნარ-რცხილნარი და ფიჭვნარი კორომები; 3) ტყის ქვედა სარტყელი განისაზღვრება ზღვის დონიდან 800-1000 მეტრამდე სიმაღლით. ეს სარტყელი წარმოდგენილია მუხნარ-რცხილნარი, ჯაგრცხილნარი და ფიჭვნარი კორომებით; 4) ნახევრად უდაბნოს სარტყელი, განისაზღვრება ზღვის დონიდან 300 – 500 მ -ზე.296840878 1428478624290710 2243000729136108254 n
          მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალი შეიქმნა 1935 წელს. მის დაარსებაში უდიდესი წვლილი მიუძღვით: სოლომონ ქურდიანს, ვასილ გულისაშვილს და ნიკო კეცხოველს. ნაკრძალის შექმნის მიზანს წარმოადგენდა კავკასიის რელიქტის - კავკასიური (სოსნოვსკის) ფიჭვის, იშვიათ ფორმათა წარმოქმნის კერის დაცვა-შენახვა, ასევე უნიკალური ჭალის ტყეების და ტუგაის ტიპის ტყეების ფლორისა და ფაუნის დაცვა, მოვლა და აღწარმოება (ყორუღისა და იორის აღკვეთილები). მართლაც, ბიომრავაფეროვნებით გამორჩეულ მარიამჯვრის ნაკრძალში გვხვდება ისეთი უნიკალური ხე-მცენარეები, როგორიცაა; ჭალის მუხა, უთხოვარი, სარსაღაჯი, ცხოველებს შორისაა: ევროპული შველი, მგელი, ტყის კატა, ტყის კვერნა, ჩვეულებრივი მელა, მაჩვი, მურა დათვი, ფრინველთა სამყაროდან აქ გვხვდება: კოლხური ხოხობი, დურაჯი, კაკაბი, ბექობის არწივი, დიდი ჭრელი კოდალა, გვრიტი და სხვა.
          ყოველივე ზემოთ თქმულმა დამსწრე საზოგადოების დიდი ყურადღება და მოწონება დაიმსახურა. წარმოდგენილი თემის ირგვლივ დაისვა მრავალი შეკითხვა, რომელზეც მომხსენებელმა ამომწურავი და კვალიფიცირებული პასუხები გასცა.
თემატური სხდომის მუშობა შეაჯამა გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების წევრმა, აკადემიკოსმა ლაშა დოლიძემ. მან მადლობა გადაუხადა მომხსენებელსა და დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისა და სხდომის მუშაობაში აქტიური მონაწილეობის მიღებისათვის. აღნიშნა, რომ ზოგადად დაცული ტერიტორიების თემა მეტად მნიშვნელოვანი და აქტუალურია და მისასალმებელია, როდესაც განყოფილების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე ამ ტიპის მოხსენებები კეთდება.

სამეცნიერო საბჭოს სხდომა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს სხდომა

         01  2022 წლის 20 ივლისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა აკადემიის     სამეცნიერო საბჭოს სხდომა.      

 სხდომაზე მოხსენებით გამოვიდა სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წამყვანი მეცნიერ- თანამშრომელი  სოფ.მეურნ.დოქტორი ნარგიზ ბარამიძე და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის  უფროსი,   აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე.

 

 

მოხსენების თემა: “მეაბრეშუმეობის დარგის დღევანდელი მდგომარეობა და მისი სამომავლო პერსპექტივები საქართველოში“. 

 

04

(სამეცნიერო საბჭოს მიმდინარეობა, გამომსვლელები და მიღებული დადგენილებები იხილეთ ბმულზე).

 

საპატიო ქუთაისელის წოდება

 

აკადემიკოსი როლანდ კოპალიანი - ქალაქ ქუთაისის საპატიო მოქალაქე

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 29 აპრილის44.442211929 ბრძანებით საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს როლანდ კოპალიანს ქ. ქუთაისისთვის გაწეული ღვაწლისა და განსაკუთრებული დამსახურებისათვის მიენიჭა ქალაქ ქუთაისის საპატიო მოქალაქის წოდება

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია ულოცავს აკადემიკოს როლანდ კოპალიანს საპატიო წოდებას და უსურვებს ჯანმრთელობას და მრავალ წარმატებას სამეცნიერო, პედაგოგიურ და საზოგადოებრივ საქმიანობაში.

(აკად. როლანდ კოპალიანის საპატიო ქუთაისელის დამადასტურებელი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება და საპატიო მოქალაქის დიპლომი იხილეთ    ბმულზე #1, #2 ). 

აგროინოვაციების კომისიის სხდომა

               2022 წლის 13 ივლისს შედგა კომისიის სხდომა # 28, რომელზეც მოხსენებით: „აგრარული სექტორის ინტენსიური განვითარების როლი რეგიონული ეკონომიკის ინკლუზიურ ზრდაშიწარსდგა Georgian GAP-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გოჩა ცოფურაშვილი.

293420556 3436454776575462 2380260729689092218 n  მომხსენებელმა განიხილა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის მიზნებისა და ამოცანების შესრულების უზრუნველმყოფელი ალტერნატიული ხედვები და მოქმედებები; ხაზგასმული იყო ფაქტი, რომ დოკუმენტი აღარ არის მხოლოდ დარგობრივ-სექტორული მიმართულებისა, მან შეიძინა ტერიტორიული განვითარების უმნიშვნელოვანესი ფუნქციაც, რაც გვაძლევს შესაძლებლობას ეფექტიანად გამოვიყენოთ რეგიონული ეკონომიკის პრინციპები და შევქმნათ წინაპირობა ორდონიანი სახელმწიფო მასტიმულირებელ-მარეგულირებელი პოლიტიკის ფორმირებისა და საქმიანი იმპლემენტაციის თვალსაზრისით. დღეს მიზნების შესრულება შესაძლებელია მხოლოდ ცენტრიდანული და ცენტრისკენული პოლიტიკების მჭიდრო საქმიანი პარტნიორობით, მათი მოქმედების სინერგიული ეფექტი აჩენს პროცესში ერთიანობის, კომპლექსურობის, თანმიმდევრულობის, დინამიურობის და შედეგზე ორიენტირებულობის განცდას, რაც უპირობოდ სჭირდება აგრარულ და რეგიონულ პოლიტიკაში შექმნილ ვითარებას.

რეგიონული ეკონომიკის პრინციპების განხილვისას მომხსენებელმა ხაზი გასვამეზო დონის სამ ფუნდამენტურ ფუნქციურ დგენელს:

 1. კონკრეტულ ტერიტორიაზე ჩატარებულ სრულფასოვან სტატისტიკურ-ანალიტიკურ, კონტექსტუალურ და სიტუაციურ ანალიზი;

 2.   რესურსული შესაძლებლობების   დადგენას ამ ტერიტორიაზე, მათი გამოყენების მდგრად და რენტაბელურ უზრუნველყოფას;

 3. სრულფასოვანი კვლევა-ანალიზის პირობებში და რესურსული შესაძლებლობების დადგენის  კვალობაზე  შექმნილ სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიულ ხედვასა და სამოქმედო მიზნობრივ-მოდელირებულ პროგრამა.

კომპლექსურ-მულტისექტორული თემატიკის შესწავლისა განსაკუთრებული ყურადღება და შემოთავაზებული სიახლე ფორმულირებული იყო შემდეგ საკითხებში:

  • სოფლის განვითარების კონცეპტუალური პროგრამების შექმნა-იმპლემენტაცია;
  • მიწის მართვა-განკარგვის პოლიტიკა. თვითმმართველობის თემატური ასპექტები;
  • სოფლის მეურნეობის კულტურათა დარაიონების და სისტემურ-სტრუქტურული ტრანსფორმაციის როლი დარგის განვითარების მოცემულ პირობებში;
  • კონკურენტული უპირატესობის შექმნის და განვითარების მრავალფუნქციური სისტემის კოგნიტური რუკებით აგების პრინციპის გავრცელების მნიშვნელობა;
  • მიზნობრივ-მოდელირებულ პროგრამები, ინტენსიური განვითარება და ინკლუზიური ზრდის გაზომვა-შეფასების ახალი მეთოდოლოგია.

293278814 462652995199938 8071256903351608649 n

მოხსენების შემდეგ გამართულ დისკუსიაში მონაწილეობნენ აკადემიკოსები ნოდარ ჭითანავა და ალექსანდრე დიდებულიძე, პროფესორები ომარ თედორაძე, მზაღო ლობჟანიძე და ოთარ ქარჩავა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი ომარ კაჭარავა, დოქტორი ნოდარ ძიძიკაშვილი, ომლებმაც დადებითად შეაფასეს ჩატარებული კვლევა და ხაზი გაუსვეს წარმოდგენილი მასალის აქტუალობას, აღიძრა შუამდგომლობა აკადემიის პრეზიდიუმის წინაშე კვლევის შედეგების ცალკე ბროშურის სახით პუბლიკაციის თაობაზე.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომა

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში „სწავლულ ექსპერტთა რეესტრის“ საკითხებზე მომუშავე

საკოორდინაციო საბჭოს სხდომა საქართველოში

მეცნიერებისა და ინოვაციების სტატისტიკის მდგომარეობისა და პერსპექტივების შესახებ

292848817 378868394345511 3354297112082252879 nსაქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში 2022 წლის 8 ივლისს  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიის წევრების, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მოხელეების, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა  და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისსწავლულ ექსპერტთა რეესტრისსაკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს წევრების მონაწილეობით გაიმართა სხდომა, რომელზეც განხილული იყოსწავლულ ექსპერტთა რეესტრისსაკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს  ინფორმაცია საქართველოში მეცნიერებისა და ინოვაციების სტატისტიკის მდგომარეობისა და პერსპექტივების შესახებ“. მოწვეულ სტუმრებს შორის იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე.

სხდომა გახსნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისა და სხდომის მუშობაში მონაწილეობის მიღებისათვის. შემდეგ ისაუბრასწავლულ ექსპერტთა რეესტრისსაკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს  მიერ ჩატარებული სამუშაოების ირგვლივმადლობა გადაუხადა საკოორდინაციო საბჭოს თითოეულ წევრს გაწეული შრომისათვის.292750071 378868864345464 2776370981292219762 n

სხდომაზე ბატონ . მეტრეველის გარდა სიტყვით გამოვიდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თემურ ბერიძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსები ლადო პაპავა და ქართლოს ყაჭიაშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე.

სხდომა შეაჯამა  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ, რომელმაც ყურადღება გაამახვილა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საქმიანობის მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით მათ მიერ მოწოდებული მონაცემების გამოყენების აუცილებლობაზე სხვადასხვა მეცნიერული კვლევების მიმართულებით.

სხდომის დასასრულს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

აკადემიის თანამშრომლობა ინსტიტუტთან „ტექინფორმი“

         2022 წლის 17 ივნისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართა შეხვედრა

აკადემიის პრეზიდენტ, აკად გურამ ალექსიძესა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტ „ტექინფორმის“ დირექტორ, ქალბატონ ნელი მახვილაძეს შორის. შეხვედრას ესწრებოდა აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკად. ელგუჯა შაფაქიძე.

             IMG 222 შეხვედრაზე იმსჯელეს ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის ფორმებზე და სამომავლო პერსპექტივებზე. აღინიშნა, რომ ტექინფორმა განათავსა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის FAO AGRIS-ის (მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისი საინფორმაციო სისტემა) მონაცემთა ბაზაში საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პერიოდული გამოცემა „მოამბე“ (გამოცემები 2015 წლიდან) და აკადემიაში ჩატარებული სააერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომათა კრებულები (გამოცემები 2017 წლიდან). ეს ჩანაწერები ხილულია ინტერნეტში www.agris.fao.org და Google Scholar-ში. ამასთან ამ ჟურნალების ბიბლიოგრაფიულ-რეფერატული მონაცემები ასახულია ტექინფორმის სამეცნიერო პერიოდულ გამოცემაში - ქართული რეფერატული ჟურნალი და ტექინფორმის მონაცემთა ბაზაში „საქართველოს სამეცნიერო პუბლიკაციები“ ქართულ და ინგლისურ ენაზე (www.techinformi.ge).

            ქალბატონმა ნელი მახვილაძემ აკადემიის წარმომადგენლებს გააცნო ტექინფორმის სამომავლო გეგმები და ის ღონისძიებები, რომლის განხორციელებას აპირებს ინსტიტუტი. შეხვედრაზე აკად. გურამ ალექსიძემ გამოთქვა სურვილი, რომ აკადემია მიიღებს აქტიურ მონაწილეობას ინსტიტუტ ტექინფორმის ეგიდით ჩატარებულ სემინარებში, ტრეინინგებში და ყველა სხვა ღონისძიებებში.

            შეხვედრის დასასრულს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა აკად. გურამ ალექსიძემ გადასცა აკადემიის საპატიო სიგელი ინსტიტუტ „ტექინფორმის“ დირექტორს ქალბატონ ნელი მახვილაძეს აკადემიასთან ნაყოფიერი და კვალიფიციური თანამშრომლობისათვის. (საპატიო სიგელი იხილეთ ბმულზე).

ინფორმაცია

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის: „მსოფლიო მევენახეობა-მეღვინეობა: ისტორია, თანამედროვეობა და მდგრადი განვითარების პერსპექტივები“- ს  შესახებ.

 

       2022 წლის 01 ივლისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის და ბიზნესტექნოლოგიებისა და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტების, ასევე „იტერ ვიტის საქართველოს“ და მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „მსოფლიო მევენახეობა-მეღვინეობა: ისტორია, თანამედროვეობა და მდგრადი განვითარების პერსპექტივები.“ კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს,  გერმანიის, იტალიის, ისრაელისა და  ესპანეთის მეცნიერებმა.

     კონფერენცია დაყოფილი იყო სამ სამუშაო სექციად: მეღვინეობის  (მოდერატორი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი გურამ პაპუნიძე), მევენახეობის (მოდერატორები: აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსი ლევან ბოლქვაძე და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი კობა კობალაძე) და ღვინის ბიზნესი, ტურიზმი და მარკეტინგის (მოდერატორები: პროფესორები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები:  ნინო ადამაშვილი და ლელა კოჭლამაზაშვილი). 

      კონფერენციის პლენარული სხდომა გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ, რომელმაც მოკლე მისალმების შემდეგ ისაუბრა ქვეყანის ეკონომიკური განვითარების საქმეში მევენახეობისა და მეღვინეობის ადგილსა და როლზე, მის პერსპექტივებზე, საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ექსპორტის საკითხებზე. კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვებით გამოვიდნენ: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, ისრაელის სახელმწიფოს სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბატონი რან გიდორი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ვაჭარაძე, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, პროფესორი ლევან უჯმაჯურიძე, საერთაშორისო ექსპერტი, კადასტრის პროგრამის კოორდინატორი, პროფესორი დავით მაღრაძე, ისრაელის მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი დრორი შივი. 

     საქართველოს სოფლის მეურენობის მეცნიერებათა აკადემიიდან კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ და პრეზიდენტის მოადგილემ, აკადემიკოსმა ანატოლი გიორგაძემ. 

    სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე ფართო აუდიტორიის წინაშე წარსდგა მოხსენებით, რომელშიც შეეხო საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების ისტორიასა და დარგის შემდგომი განვითარების პერსპექტივებს.  აღნიშნა, რომ საჭიროა კიდევ უფრო მეტი სამუშაოების ჩატარება ქართული ღვინის ექსპორტის გაფართოებისა  და საერთაშორისო ბაზარზე ხანგრძლივი ვადით მდგრადი ადგილის დაკავების მისაღწევად.  

    პლენარული სხდომის შემდეგ კონფერენციის მონაწილეებმა შესაბამის სექციებში გააგრძელეს მუშაობა. მოფლიოში მევენახეობა-მეღვინეობის დღევანდელ მდგომარეობასა და დარგის პერსპექტივებზე  სექციებზე სულ წაკითხული იყო 55 მოხსენება, მათ შორის 17 მოხსენებით კონფერენციაზე  წარსდგნენ საზღვარგარეთის  მევენახეობა - მეღვინეობის დარგის წამყვანი მეცნიერები, ხოლო 38 მოხსენებით გამოვიდნენ ქართველი მეცნიერები.

აკადემია კონფერენციაზე

კონფერენციის მონაწილეები აკადემიიდან, მარჯვნიდან: აკად. გურამ პაპუნიძე, აკადემიის პრეზიდენტი,

აკად. გურამ ალექსიძე, აკად. ანატოლი გიორგაძე.

 

ქვეკატეგორიები

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com