საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია
  • info.gaas.georgia@gmail.com
Gaas
  • ჩვენს შესახებ
    • აკადემიის მოკლე ისტორია
    • აკადემიის პრეზიდენტები
      • მიხეილ საბაშვილი
      • ვალერიან მეტრეველი
      • ნაპოლეონ ქარქაშაძე
      • შოთა ჭალაგანიძე
      • გურამ ალექსიძე
      • გივი ჯაფარიძე
    • მიზნები და ამოცანები
    • ფინანსური საფუძვლები
    • რეგულაციები
    • ძირითადი მიდგომები
    • საინოვაციო პროექტები
    • სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამები
    • კავშირები ორგანიზაციებთან
  • შემადგენლობა
    • აპარატი
    • სტრუქტურა
    • პრეზიდიუმი
      • დადგენილებები
        • დადგენილებები 2021 წელი
        • დადგენილებები 2020 წელი
        • დადგენილებები 2019 წელი
        • დადგენილებები 2018წელი
        • დადგენილებები 2017 წელი
        • დადგენილებები 2016 წელი
        • დადგენილებები 2015 წელი
        • დადგენილებები 2014 წელი
        • დადგენილებები 2013 წელი
      • დებულებები
    • დეპარტამენტები
    • მეცნიერებათა განყოფილებები
      • აგრონომიის მეცნიერებათა განყოფილება
      • მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილება
      • აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილება
      • გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილება
      • სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილება
      • ეკონომიკის მეცნიერებათა განყოფილება
    • სასწავლო ცენტრი
    • გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი
    • გამომცემლობა "აგრო"
    • აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრი
    • აკადემიის შემადგენლობა
  • განცხადებები
  • სიახლეები
  • ინტელექტუალური რესურსები
    • გამოცემები
      • აკადემიის "მოამბე"
      • აკადემიის "მაცნე"
      • აკადემიის წლიური ანგარიშები
      • რეკომენდაციები
      • მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები
      • აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები
    • მემორანდუმები
      • აკადემიის მემორანდუმები
    • პუბლიკაციები
    • კონფერენციის მასალები
    • კონფერენცია "ქართული ხორბალი" მასალები
    • სარეკომენდაციო წინადადებები
      • რეკომენდაციები 2013
      • ადრინდელი რეკომენდაციები
      • აქტუალური რეკომენდაციები
    • საინოვაციო ბანკი
    • პროექტები
    • არქივი
      • არქივი 2015
      • არქივი 2014
      • არქივი 2013
    • საიტის რუკა
  • გალერეა
    • ფოტოგალერეა
    • ვიდეოგალერეა
  • კონტაქტი

სიახლეები

2021 წლის თებერვლის თვეში აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების სხდომები

სიახლეები

ქვეყანაში არსებული   Covid-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული სიტუაციის გამო, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში სამეცნიერო განყოფილებების სხდომებზე განსახილველი მოხსენებების ელ. ვერსიას ფართო აუდიტორიისათვის გასაცნობად წარმოგიდგენთ აკადემიის  ვებ-გვერდზე.

1. 2021 წლის 16 თებერვალი (აგრონომიის სამეცნიერო განყოფილება)

1.  ინფორმაცია აკადემიკოს ზაურ ჩანქსელიანის ანგარიში 2020 წელს ჩატარებული სამეცნიერო მუშაობის შესახებ (ინფორმაცია იხილეთ ბმულზე ).

2. ინფორმაცია აკადემიკოს ვალერიან ცანავას ანგარიში 2020 წელს ჩატარებული სამეცნიერო მუშაობის შესახებ (ინფორმაცია იხილეთ ბმულზე).

           

            2.  2021 წლის 17 თებერვალი (მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილება)

         1.  ინფორმაცია აკადემიკოს თენგიზ ყურაშვილის ანგარიში 2020 წელს გაწეული სამეცნიერო მუშობის შესახებ (ინფორმაცია იხილეთ ბმულზე).

        2. ინფორმაცია აკადემიკოს გურამ ტყემალაძის ანგარიში 2020 წელს გაწეული სამეცნიერო მუშობის შესახებ (ინფორმაცია იხილეთ ბმულზე).

          

        3. .2021 წლის 18 თებერვალი (აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილება)

   1.ინფორმაცია აკადემიკოს არჩილ ვაშაკიძის ანგარიში 2020 წელს ჩატარებული სამეცნიერო   მუშაობის შესახებ (ინფორმაცია იხილეთ ბმულზე).

   2. ინფორმაცია აკადემიკოს ალექსანდრე დიდებულიძის ანგარიში 2020 წელს ჩატარებული სამეცნიერო მუშაობის შესახებ (ინფორმაცია იხილეთ ბმულზე).

  

    4. .2021 წლის 22 თებერვალი ( სურსათის უვნებლობისა და სასურსათო ტექნოლოგიის სამეცნიერო განყოფილება)

1. ინფორმაცია აკადემიკოს გურამ პაპუნიძის ანგარიში 2020 წელს ჩატარებული სამეცნიერო მუშაობის შესახებ (ინფორმაცია იხილეთ ბმულზე).    2. ინფორმაცია აკადემიკოს თემურ რევიშვილის ანგარიში 2020 წელს ჩატარებული სამეცნიერო მუშაობის შესახებ (ინფორმაცია იხილეთ ბმულზე).  

 

5.   2021 წლის 23 თებერვალი ( გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილება) დასაწყისი 12 საათზე 

1. ინფორმაცია აკადემიკოს გივი ჯაფარიძის ანგარიში 2020 წელს გაწეული სამეცნიერო საქმიანობის შესახებ (ინფორმაცია იხილეთ ბმულზე).      2.  ინფორმაცია აკადემიკოს გიორგი გაგოშიძის ანგარიში 2020 წელს გაწეული სამეცნიერო საქმიანობის შესახებ (ინფორმაცია იხილეთ ბმულზე).   

 

6. 2021 წლის 24 თებერვალი ( ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილება)

  1. ინფორმაცია აკადემიკოს ომარ ქეშელაშვილის ანგარიში 2020 წელს ჩატარებული სამეცნიერო მუშაობის შესახებ (ინფორმაცია იხილეთ ბმულზე).  
  2. ინფორმაცია აკადემიკოს თამაზ კუნჭულიას ანგარიში 2020 წელს ჩატარებული სამეცნიერო მუშაობის შესახებ (ინფორმაცია იხილეთ ბმულზე).  

2021 წლის 25 თებერვალი (აკადემიის სამეცნიერო საბჭო)

 

  1. აკადემიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის ანგარიში 2020 წელს გაწეული მუშაობისა და 2021 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმის შესახებ.

მომხსენებელი: აკადემიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, აკადემიკოსი ნაპოლეონ ქარქაშაძე; თავჯდომარის მოადგილე აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი (ინფორმაცია იხილეთ ბმულზე).  

  1. ახალი ბიოენერგოაქტიური ნივთიერებების მიღება და მათი უნიკალური თვისებების გამოყენება მცენარისა და ცხოველურ ორგანიზმში არესებული ღეროვანი უჯრედების გააქტიურების მიზნით.

მომხსენებლები: ვეტერინარიის დოქტორი ნიკოლოზ ზაზაშვილი, ბიოლოგიის

დოქტორი მიხეილ ჭიჭაყუა, ბიოლოგიის დოქტორი ნოდარ მინდიაშვილი -

ბიორაციონალური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრი (BrTRC) (ინფორმაცია იხილეთ ბმულზე).  

 

2021 წლის 26 თებერვალი (აკადემიის პრეზიდიუმი)

 

  1. აკადემიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის ანგარიში 2020 წელს გაწეული მუშაობისა და 2021 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმის შესახებ.

მომხსენებელი: აკადემიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, აკადემიკოსი ნაპოლეონ ქარქაშაძე; თავჯდომარის მოადგილე აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი. (ინფორმაცია იხილეთ ბმულზე)

 

  1. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრის მიერ 2020 წელს გაწეული მუშაობისა და 2021 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმის შესახებ.

მომხსენებელი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრის დირექტორი, აკადემიკოსი ზაურ ფუტკარაძე . (ინფორმაცია იხილეთ ბმულზე).  

 

შეხვედრა საქართველოს პარლამენტის წევრებთან

სიახლეები

 

            2021 წლის 05 თებერვალს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე მოწერელია და კომიტეტის აპარატის უფროსი ივერი ახალბედაშვილი. უნდა აღინიშნოს, რომ აკადემიას ყოველთვის საქმიანი და კოლეგიალური ურთიერთობა ჰქონდა მეცხრე მოწვევის პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტთან და მეტად სასიამოვნოა, რომ ამ კარგ ტრადიციას მეათე მოწვევის აგრარული კომიტეტის ხელმძღვანელობაც აგრძელებს.

            საპატივცემულო სტუმრებს უმასპინძლა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმმა პრეზიდენტის აკად. გურამ ალექსიძის ხელმძღვანელობით - აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა აკად. გ. ჯაფარიძემ, აკადემიკოსებმა ე. შაფაქიძემ, რ. ასათიანმა, ჯ. გუგუშვილმა, თ. კუნჭულიამ, რ. მახარობლიძემ, ნ. ჩხარტიშვილმა, ზ. ცქიტიშვილმა, ნ. ჭითანავამ, დოქტ. ა. გიორგაძემ, სწავლულმა მდივნებმა დოქტორებმა მ. ბარვენაშვილმა, რ. ლოლიშვილმა, წამყ. სპეც. მ. მოსაშვილმა. სტუმრებმა დაათვალიერეს აკადემიის შენობა - ფერმერებისა და სოფლის მეურნეობის სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლების კურსების კაბინეტ-ლაბორატორიები, სასოფლო-სამეურნეო ექსპონატების საგამოფენო დარბაზი, გამომცემლობა „აგროს“ სივრცეები და აკადემიის სამუშაო ინფრასტრუქტურა.

            თავის შესავალ სიტყვაში აკად. გურამ ალექსიძემ მადლობა გადაუხადა სტუმრებს მობრძანებისათვის და აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტს და განსაკუთრებით მის აგრარულ კომიტეტს ყოველთვის საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა აკადემიასთან და ეხმარებოდა მას საკანონმდებლო საქმიანობით, განსაკუთრებით აღსანიშნავია ბოლო საკანონმდებლო აქტი 2019 წელს - კანონი აკადემიის სტიპენდიატების არჩევის შესახებ, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაიტანა აგრარული კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ და იგი პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. აკად. გ. ალექსიძემ სტუმრებს შეთავაზა აკადემიიდან აგრარული მიმართულების დარგებისათვის მეცნიერული და პრაქტიკული წინადადებების, აგრეთვე სამეცნიერო ნაშრომებისა და რეკომენდაციების მომზადება, რომელსაც აგრარული კომიტეტი კანონშემოქმედებით საქმიანობაში გამოიყენებს.

            პარლამენტთან და მის აგრარულ კომიტეტთან თანამშრომლობის მეთოდებზე და ფორმებზე ისაუბრეს აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა აკად. გ. ჯაფარიძემ, აკად. ზ. ცქიტიშვილმა, აკად. რ. ასათიანმა, აკად. ჯ. გუგუშვილმა, აკად. ნ. ჭითანავამ.

            პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა მადლობა გადაუხადა აკადემიის პრეზიდიუმს თბილი მიღებისათვის და იმ კეთილი სურვილებისათვის, რომელიც მან მოისმინა აკადემიკოსების გამოსვლებიდან. აღინიშნა, რომ საკანონმდებლო ორგანოს და სამეცნიერო დაწესებულების ამ სახის შეხვედრები და თანამშრომლობის ურთიერთ სურვილები მეტად სასარგებლო იქნება როგორც აკადემიისათვის და მისი თითოეული წევრისათვის, ისე აგრარულ საკითხთა კომიტეტისათვის და მისი კანონშემოქმედებითი საქმიანობისათვის.

            აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრე მოწერელიამ ისაუბრა იმ სიძნელეებზე, რომელიც გვხვდება რეგიონებში - სასოფლო-სამეურნეო დარგებში კვალიფიციური სპეციალისტების ნაკლებობა, სოფლის მოსახლეობის არასაკმარისი მზაობა გარკვეული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მოვლა-მიყვანის საქმეში, მემცენარეობის პროდუქტების მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების დაბალი დონე და ტექნიკური საშუალებების სიმცირე, მეცხოველეობაში და განსაკუთრებით ვეტერინარიაში სპეციალისტების დეფიციტი და ა.შ. მან გამოთქვა სურვილი, რომ ამ მიმართულებით იგი ელოდება დიდ დახმარებას აკადემიის მხრიდან მეცნიერულად დასაბუთებული ღონისძიებების ცხოვრებაში გასატარებლად და აღნიშნა, რომ დღევანდელი შეხვედრა სასარგებლო იყო ორივე მხარისათვის და ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება.

            შეხვედრა შეაჯამა აკადემიის პრეზიდენტმა აკად. გ. ალექსიძემ, რომელმაც კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა სტუმრებს და აღნიშნა, რომ კომიტეტსა და აკადემიას შორის შეხვედრებს ექნება სისტემატური ხასიათი და იმედი გამოთქვა, რომ აკადემიის მეცნიერები თავიანთ წვლილს შეიტანენ კომიტეტის კანონშემოქმედებით საქმიანობაში.

0001

000005

0003    

0004

146490499 115441003765860 2322748974142226250 n

აკადემიკოსი ზურაბ ცქიტიშვილი - 80

სიახლეები

 

         146492483 1756419697861095 3196038055727571478 n 2021 წლის 31 იანვარს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრს, სურსათის უვნებლობისა და სასურსათო ტექნოლოგიების სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანს, აკადემიკოს ზურაბ ცქიტიშვილს დაბადებიდან 80 და სამეცნიერო,_პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 55 წლისთავი შეუსრულდა.

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია ულოცავს

ბატონ ზურაბს  ღირსშესანიშნავ თარიღებს,   უსურვებს    ჯანმრთელობას  და დიდხანს სიცოცხლეს, ნაყოფიერ  შემოქმედებით სამეცნიერო და საზოგადოებრივ

საქმიანობას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

 

                აკადემიკოს ზურაბ ცქიტიშვილს საიუბილეო თარიღებს ულოცავს საქართველოს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი,  ბატონი  ლევან დავითაშვილი

(მილოცვის წერილი იხილეთ ბმულზე).

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთობლივი პროგრამის ,,აგროსექტორის მდგრადი განვითარების“ ქვეპროგრამის ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო პრაქტიკის დანერგვის“ შესახებ

სიახლეები

 

       2021 წლის 22 იანვარს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართა შეხვედრა, რომელიც შეეხებოდა 2020 წელს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და აჭარის ავტონომირი რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთობლივი პროგრამის ,,აგროსექტორის მდგრადი განვითარება“ ქვეპროგრამის ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო პრაქტიკის დანერგვის“ ფარგლებში ჩატარებულ სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს.

      001 შეხვედრაში აკადემიიდან მონაწილეობდნენ აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე, აკადემიის აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს- მდივანი, აკადემიკოსი რევაზ მახარობლიძე, აკადემიკოსი ჯემალ კაციტაძე, აკადემიის აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრის დირექტორი აკადემიკოსი ზაურ ფუტრკარაძე, მოადგილე აკადემიკოსი რეზო ჯაბნიძე, აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების სწავლული მდივანი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი ლაშა დოლიძე.

     შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა გიორგი სურმანიძემ. მან აღნიშნა, რომ სამინისტროსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას შორის თანამშრომლობა არის ნაყოფიერი, რაც შემდგომში დადებითად აისახება რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარებაზე.002

       საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ ისაუბრა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის როლისა და გამოცდილების შესახებ სამინისტროსთან ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების განხორციელებაში. მან დაასახელა ის 15 მეცნიერ-მკვლევარი, რომელთა უშუალო მონაწილეობით მოხდება 2021 წელს სამეცნიერო-პრაქტიკული რეკომენდაციების მომზადება და შემუშავება სოფლის მეურნეობის ისეთ მაპროფილებელ დარგებში, როგორიცაა მემცენარეობა, მეცხოველეობა და სოფლის მეურნეობის მექანიზაცია.  

    

     სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის პრობლემებზე, სფეროების განვითარების მიზნით  დასაგეგმ ღონისძიებებსა  და რეკომენდაციებზე  ისაუბრეს მოწვეულმა მეცნიერებმა და ექსპერტებმა.

       პროგრამებში მონაწილე მეცნიერ-მკვლევარებმა წარადგინეს სოფლის მეურნეობის მაპროფილებელ დარგებში დასრულებულ კვლევებზე სამეცნიერო-პრაქტიკული რეკომენდაციები და შემაჯამებელი ანგარიშები. წარმოდგენილი 2020 წლის ანგარიშები აისახება პროექტის შრომათა კრებულში, რომელსაც გამოსაცემად მოამზადებს აკადემიის აკადემიური დეპარტამენტი.

 

2

2021 წლის იანვრის თვეში აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების სხდომები

სიახლეები

ქვეყანაში არსებული   Covid-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული სიტუაციის გამო, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში სამეცნიერო განყოფილებების სხდომებზე განსახილველი მოხსენებების ელ. ვერსიას ფართო აუდიტორიისათვის გასაცნობად წარმოგიდგენთ აკადემიის  ვებ-გვერდზე.

1. 2021 წლის 20 იანვარი (მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილება).

1. ინფორმაცია მეცხოველეობის და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილების მიერ 2020 წელს გაწეული სამეცნიერო საქმიანობისა და 2021 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმის შესახებ. მომხსენებლები: მეცხოველეობის და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი, სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივანი, დოქტორიმარინე ბარვენაშვილი (განყოფილების ანგარიში იხილეთ ბმულზე);

2. აკადემიკოს ჯემალ გუგუშვილის ანგარიში 2020 წელს გაწეული სამეცნიერო მუშობის შესახებ (ინფორმაცია იხილეთ ბმულზე).

 

2. 2021 წლის 21 იანვარი (აგრონომიის სამეცნიერო განყოფილება).

1. ინფორმაცია აგრონომიის სამეცნიერო განყოფილების მიერ 2020 წელს გაწეული სამეცნიერო საქმიანობისა და 2021 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმის შესახებ.

მომხსენებლები: აგრონომიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი, სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივანი,  დოქტორი  რევაზ  ლოლიშვილი (განყოფილების ანგარიში იხილეთ ბმულზე);

2. აკადემიკოს გოგოლა მარგველაშვილის ანგარიში 2020 წელს გაწეული სამეცნიერო მუშობის შესახებ (ინფორმაცია იხილეთ ბმულზე).

 

3. 2021 წლის 22 იანვარი (აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილება).

1. ინფორმაცია აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილების მიერ 2020 წელს გაწეული სამეცნიერო საქმიანობისა და 2021 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმის შესახებ.

მომხსენებლები: აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი რევაზ მახარობლიძე, სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივანი, დოქტორიმარინე ბარვენაშვილი (განყოფილების ანგარიში იხილეთ ბმულზე);

2. აკადემიკოს რევაზ მახარობლიძის ანგარიში 2020 წელს გაწეული სამეცნიერო მუშობის შესახებ (ინფორმაცია იხილეთ ბმულზე).

 

4. 2021 წლის 25 იანვარი (სურსათის უვნებლობისა და სასურსათო ტექნოლოგიის სამეცნიერო განყოფილება).

1. ინფორმაცია სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის სამეცნიერო განყოფილების მიერ 2020 წელს გაწეული სამეცნიერო საქმიანობისა და 2021 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმის შესახებ. მომხსენებლები: სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ზურაბ ცქიტიშვილი, სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივანი, დოქტორი  მარინე  ბარვენაშვილი (განყოფილების ანგარიში იხილეთ ბმულზე);

2. აკადემიკოს ზურაბ ცქიტიშვილის ანგარიში 2020 წელს გაწეული სამეცნიერო მუშობის შესახებ (ინფორმაცია იხილეთ ბმულზე).

 

5. 2021 წლის 26 იანვარი (გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილება).

1. ინფორმაცია გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების მიერ 2020 წელს გაწეული სამეცნიერო საქმიანობისა და 2021 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმის შესახებ. მომხსენებლები: გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი რევაზ ჩაგელიშვილი, გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების სწავლული მდივანი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი ლაშა დოლიძე (განყოფილების ანგარიში იხილეთ ბმულზე);

2. აკადემიკოს რევაზ ჩაგელიშვილის ანგარიში 2020 წელს გაწეული სამეცნიერო მუშობის შესახებ (ინფორმაცია იხილეთ ბმულზე).

 

6. 2021 წლის 27 იანვარი (ეკონომიკის სამეცნიეო განყოფილება).

1. ინფორმაცია ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილების მიერ 2020 წელს გაწეული სამეცნიერო საქმიანობისა და 2021 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმის შესახებ.

მომხსენებლები: ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ომარ ქეშელაშვილი, სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივანი, დოქტორი რევაზ  ლოლიშვილი  (განყოფილების ანგარიში იხილეთ ბმულზე);

2. აკადემიკოს  ომარ  ქეშელაშვილის ანგარიში 2020 წელს გაწეული სამეცნიერო მუშობის შესახებ (ინფორმაცია იხილეთ ბმულზე).

 

გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!

სიახლეები

 1111

2021 წელი ყოფილიყოს ულევი სიხარულის, ჯანმრთელობის, სიკეთისა და წარმატებების

მომტანი თქვენთვის და თქვენი ოჯახებისათვის!

 

მშვიდობა, კეთილდღეობა, წინსვლა და გაძლიერება დაბედებოდეს სრულიად საქართველოს!

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი,

აკადემიკოსი გურამ ალექსიძე

აკადემიკოსი იუზა ვასაძე - 85

სიახლეები

       

134369908 401554414430504 7650717640282226852 n

      საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრს, აკადემიკოს იუზა ვასაძეს 2020 წელს დაბადებიდან 85 და სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის 65 წლისთავები შეუსრულდა.

       

 

         საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმი და მთელი შემადგენლობა ულოცავს აკად. იუზა ვასაძეს ღირშესანიშნავ თარიღებს, უსურვებს ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს, ნაყოფიერ შემოქმედებით სამეცნიერო, პედაგოგიურ და საზოგადოებრივ საქმიანობას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრების ახალი ნაშრომები საინფორმაციო სივრცეში

სიახლეები

133689967 1110198329417854 5065968982840951861 nსაქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია კვლავ აგრძელებს იმ მნიშვნელოვანი სტატიების გამოქვეყნებას, რომელიც ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში შექმნილ პრობლემებსა და სამომავლო პერსპექტივებს ეხება.

დღეს გთავაზობთ აკადემიკოს ნოდარ ჭითანავას სტატიას, რომელიც გამოქვეყნდა საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკურ ჟურნალში „ბიზნესი და კანონმდებლობა“ (#2, ივლისი-დეკემბერი, 2020 წელი).

ნაშრომში წარმოდგენილია შესაბამის კონცეპტუალურ-მეთოდოლოგიურ საფუძველზე მიწის კოდექსის, მიწის კადასტრის, მიწის რესურსების გამოყენების სტრატეგიის შემუშავებისათვის წინადადებები (რეკომენდაციები) და მათი განხორციელების მიმართულებები.

იმედს გამოვთქვამთ, რომ აღნიშნული სტატია დიდ ინტერესს გამოიწვევს არა მარტო სამეცნიერო წრეებში, არამედ სახელმწიფო ორგანიზაციებშიც, რომლებიც საქართველოს მიწის რესურსების მართვით არიან დაკავებულები.

(აკად. ნოდარ ჭითანავას  ახალი სტატია, რომელიც გამოქვეყნებულია საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკურ ჟურნალში „ბიზნესი და კანონმდებლობა“, იხილეთ ლინკზე  https://b-k.ge/arqivi/biznesi-da-kanonmdebloba-ivlisi-dekemberi-2020-tseli-n2/).

დეკემბრის თვეში აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების სხდომები

სიახლეები

     

ქვეყანაში არსებული   Covid-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული სიტუაციის გამო, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში სამეცნიერო განყოფილებების სხდომებზე განსახილველი მოხსენებების ელ. ვერსიას ფართო აუდიტორიისათვის გასაცნობად წარმოგიდგენთ აკადემიის  ვებ-გვერდზე.

 

2020 წლის 10 დეკემბერი (ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილება).

ინფორმაცია აკადემიის საერთაშორისო-რეფერირებული შრომათა კრებულის „მოამბის“ შესახებ, მომხსენებელი: აკადემიკოსი ომარ ქეშელაშვილი (მოხსენება იხილეთ ბმულზე).

 

2020 წლის 11 დეკემბერი (მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილება).

1. ინფორმაცია  აკადემიის სტიპენდიატის, სოფლის მეურნეობის დოქტორის,

ანატოლი გიორგაძის   მიერ 2020 წელს ჩატარებული სამეცნიერო საქმიანობის შესახებ (ინფორმაცია იხილეთ ბმულზე);

2. თანამედროვე ტექნოლოგიები მეხორცულ მეფრინველეობაში.

მომხსენებლები: აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, სოფლის მეურნეობის  

დოქტორი ანატოლი გიორგაძე. აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების

სწავლული მდივანი, სოფლის მეურნეობის დოქტორი მარინე ბარვენაშვილი. (მოხსენება იხილეთ ბმულზე);

 

2020 წლის 15 დეკემბერი (აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილება).

 ინფორმაცია  აკადემიის სტიპენდიატის, ტექნიკის დოქტორის გიორგი ქუთელიას   მიერ 2020 წელს ჩატარებული სამეცნიერო საქმიანობის შესახებ (ინფორმაცია იხილეთ ბმულზე);

 

2020 წლის 16 დეკემბერი (სურსათის უვნებლობისა და სასურსათო ტექნოლოგიების სამეცნიერო განყოფილება).

1. სუბტროპიკული ნედლეულისაგან უსაფრთხო პროდუქტების წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ.

მომხსენებლები: აკადემიკოსი გურამ პაპუნიძე, ალექსანდრე კალანდია (ინფორმაცია იხილეთ ბმულზე);

2. ინფორმაცია აკადემიის სტიპენდიატის, ქიმიის დოქტორის, დარეჯან დუღაშვილის მიერ 2020 წელს ჩატარებული სამეცნიერო საქმიანობის შესახებ (ინფორმაცია იხილეთ ბმულზე);

3. ინფორმაცია აკადემიის სტიპენდიატის, ტექნიკის დოქტორის, ეკატერინა კაციტაძის მიერ 2020 წელს ჩატარებული სამეცნიერო საქმიანობის შესახებ (ინფორმაცია იხილეთ ბმულზე);

 

2020 წლის 17 დეკემბერი (გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილება).

ინფორმაცია  აკადემიის სტიპენდიატის,  სოფლის მეურნეობის დოქტორის

გიორგი ქავთარაძის   მიერ 2019 წელს ჩატარებული სამეცნიერო საქმიანობის შესახებ (ინფორმაცია იხილეთ ბმულზე);

 

2020 წლის 18 დეკემბერი (აგრონომიის სამეცნიერო განყოფილება).

ინფორმაცია   აკადემიის სტიპენდიატის,  ქიმიის დოქტორის გიორგი ქვარცხავას მიერ 2020 წელს ჩატარებული სამეცნიერო საქმიანობის შესახებ(ინფორმაცია იხილეთ ბმულზე);

5 დეკემბერი ნიადაგის დაცვის მსოფლიო დღეა

სიახლეები

NIADAGI

 

            ეს დღე 2013 წლის შემდეგ, გაეროს 68-ე გენერალურ ასამბლეაზე მიღებული   გადაწყვეტილების შემდეგ აღინიშნება. 

            გაეროს ინფორმაციით, დედამიწაზე არსებული ნიადაგების მესამედი უკვე დეგრადირებულია.

            „ნიადაგის დაბინძურება შეიძლება უხილავია, მაგრამ ის ყველას და ყველაფერს აზიანებს. 2050 წლისთვის პლანეტის მოსახლეობის რაოდენობამ შესაძლოა 9 მილიარდს მიაღწიოს. მოსახლეობის ზრდის პირობებში, ნიადაგი სულ უფრო ბინძურდება. ეს აისახება საკვებზე, რომელსაც მივირთმევთ, წყალზე, რომელსაც ვსვამთ და ჰაერზე, რომელსაც ვსუნთქავთ“ - წერია გაეროს ვებგვერდზე.   ნიადაგის დაცვის მსოფლიო დღეს ტარდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომელთა მიზანია ნიადაგის დაცვის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.

      2020 წლის მთავარი სლოგანია: “შევუნარჩუნოთ ნიადაგს სიცოცხლე, დავიცვათ ნიადაგების ბიომრავალფეროვნება”.

          საქართველოს სოფლის მეურნების მეცნიერებათა აკადემიაში ყოველწლიურად აღინიშნება ნიადაგის დაცვის მსოფლიო დღე. წლევანდელი კამპანიის მთავარი მიზანია ნიადაგის ბიომრავალფეროვნების დაცვის პოლიტიკის მიმართულებების განსაზღვრა და ნიადაგის ბიომრავალფეროვნების გაზრდის მეთოდების დანერგვა. 

მოხსენებები  *01     *02

  1. ღვაწლმოსილი მეცნიერის ხსოვნა
  2. სამეცნიერო განყოფილების სხდომები - ნოემბერი
  3. აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრი აკადემიაში
  4. მეცნიერების მსოფლიო დღე
  5. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მონაწილეობა ტექინფორმის ონლაინ სემინარში
  6. სამეცნიერო განყოფილების სხდომები
  7. ქართველი მეცნიერის კიდევ ერთი დიდი აღიარება
  8. ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიების კავშირის სამეთვალყურეო საბჭოს ვიდეოკონფერენცია
  9. თანამშრომლობა ბელორუსიის ეროვნული აკადემიის საერთაშორისო ასოციაციასთან
  10. სამეცნიერო კონფერენცია „კლიმატის ცვლილება და აგრობიომრავალფეროვნება“

გვერდი 38 სულ 60

  • 33
  • 34
  • 35
  • 36
  • 37
  • 38
  • 39
  • 40
  • 41
  • 42

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ. (+995 32) 292 13 21; 294 02 14;

ელ-ფოსტა: info.gaas.georgia@gmail.com

©2016- 2026 საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია. ვებდამუშავება და დიზაინი GT-Studio
  • ჩვენს შესახებ
    • აკადემიის მოკლე ისტორია
    • აკადემიის პრეზიდენტები
      • მიხეილ საბაშვილი
      • ვალერიან მეტრეველი
      • ნაპოლეონ ქარქაშაძე
      • შოთა ჭალაგანიძე
      • გურამ ალექსიძე
      • გივი ჯაფარიძე
    • მიზნები და ამოცანები
    • ფინანსური საფუძვლები
    • რეგულაციები
    • ძირითადი მიდგომები
    • საინოვაციო პროექტები
    • სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამები
    • კავშირები ორგანიზაციებთან
  • შემადგენლობა
    • აპარატი
    • სტრუქტურა
    • პრეზიდიუმი
      • დადგენილებები
        • დადგენილებები 2021 წელი
        • დადგენილებები 2020 წელი
        • დადგენილებები 2019 წელი
        • დადგენილებები 2018წელი
        • დადგენილებები 2017 წელი
        • დადგენილებები 2016 წელი
        • დადგენილებები 2015 წელი
        • დადგენილებები 2014 წელი
        • დადგენილებები 2013 წელი
      • დებულებები
    • დეპარტამენტები
    • მეცნიერებათა განყოფილებები
      • აგრონომიის მეცნიერებათა განყოფილება
      • მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილება
      • აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილება
      • გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილება
      • სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილება
      • ეკონომიკის მეცნიერებათა განყოფილება
    • სასწავლო ცენტრი
    • გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი
    • გამომცემლობა "აგრო"
    • აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრი
    • აკადემიის შემადგენლობა
  • განცხადებები
  • სიახლეები
  • ინტელექტუალური რესურსები
    • გამოცემები
      • აკადემიის "მოამბე"
      • აკადემიის "მაცნე"
      • აკადემიის წლიური ანგარიშები
      • რეკომენდაციები
      • მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები
      • აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები
    • მემორანდუმები
      • აკადემიის მემორანდუმები
    • პუბლიკაციები
    • კონფერენციის მასალები
    • კონფერენცია "ქართული ხორბალი" მასალები
    • სარეკომენდაციო წინადადებები
      • რეკომენდაციები 2013
      • ადრინდელი რეკომენდაციები
      • აქტუალური რეკომენდაციები
    • საინოვაციო ბანკი
    • პროექტები
    • არქივი
      • არქივი 2015
      • არქივი 2014
      • არქივი 2013
    • საიტის რუკა
  • გალერეა
    • ფოტოგალერეა
    • ვიდეოგალერეა
  • კონტაქტი
  • info.gaas.georgia@gmail.com