საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

ოქმი #1. 29 იანვარი 2016წ.

1. მოისმინეს: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გ. ალექსიძის ინფორმაცია ქ. კიგალში (რუანდა) სამეცნიერო მივლინების შედეგების შესახებ.
დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია შეფასდა დადებითად.

2. მოისმინეს: აკადემიკოს გ. ალექსიძის ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ 2015 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
დაადგინეს: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ 2015 წელს ჩატარებული სამუშაოები შეფასდეს დადებითად და იგი განსახილველად წარედგინოს აკადემიის საერთო კრებას.

3. მოისმინეს: აკადემიკოს გ. ჯაფარიძის ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის 2016 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმისა და ჩასატარებელი ღონისძიებების შესახებ.
დაადგინეს: მოწონებული იქნას და დამტკიცდეს აკადემიის 2016 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმა წარმოდგენილი სახით.

4. მოისმინეს: აკადემიკოს გ. ჯაფარიძის ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ.
დაადგინეს: 1. მოწონებული იქნას აკადემიის სამეცნიერო საბჭოს დებულება წარმოდგენილი სახით.
2. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს დებულება დასამტკიცებლად წარედგინოს აკადემიის საერთო კრებას და შესაბამისი ცვლილებები შეტანილი იქნას აკადემიის წესდებაში.

5. მოისმინეს: აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების მიერ ჩატარებული სამეცნიერო მუშაობის შედეგების შესახებ (აკადემიკოს-მდივნები - გ. მრგველაშვილი, ჯ.გუგუშვილი, რ. მახარობლიძე, ნ. ბაღათურია, ზ. ცქიტიშვილი, ო. ქეშელაშვილი).
დაადგინეს: აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების მიერ წარმოდგენილი ანგარიშები შეფასდეს დადებითად და განსახილველად წარედგინოს აკადემიის საერთო კრებას.

მიმდინარე საკითხები:

1. მოისმინეს: აკადემიკოს გ. ალექსიძის ინფორმაცია ნაშრომის "ხეხილის მოვლა_მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიები" გამოცემასთან დაკავშირებით.
დაადგინეს: მოიწონებული იქნას წარმოდგენილი ნაშრომი "ხეხილის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიები" და ეთხოვოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მისი სტამბური წესით გამოცემა.

2. მოისმინეს: აკადემიკოს ნ. ჩხარტიშვილის ინფორმაცია ნაშრომის "ვენახის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიები" გამოცემასთან დაკავშირებით.
დაადგინეს: მოწონებული იქნას წარმოდგენილი ნაშრომი "ვენახის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიები" და ეთხოვოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მისი სტამბური წესით გამოცემა.

წინა წლების დადგენილებები

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : conference.gaas@yahoo.com; gaasgeorgia@gmail.com