საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

ოქმი #2. 23 თებერვალი 2016წ.

მოისმინეს: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის, აკადემიკოს ნ. ქარქაშაძის ანგარიში 2015 წელს გაწეული მუშაობისა და 2016 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმის შესახებ.
დაადგინეს: აკადემიკოს ნ. ქარქაშაძის ანგარიში 2015 წელს გაწეული მუშაობისა და 2016 წლის პერსპწქტიული სამიშაო გეგმის შესახებ მიღებული იქნას ცნობად. დამტკიცდეს აკადემიის სამეცნიერო საბჭოს 2016 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმა წარმოდგენილი სახით.

მოისმინეს: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მთავარი ბუღალტრის ნ. სოზიაშვილის ინფორმაცია აკადემიის მიერ 2015 წელს გაწეული ფინანსური საქმისნობისა და 2016 წლის ბიუჯეტის შესახებ.
დაადგინეს: ინფორმაცია აკადემიის 2015 წელს გაწეული ფინანსური საქმიანობისა და 2016 წლის ბიუჯეტის შესახებ მიღებული იქნას ცნობად.
2. დადგინეს: დამტკიცდეს აკადემიის 2016 წლის ბიუჯეტის ძირითადი მიმართულებები წარმოდგენილი სახით.

მოისმინეს: საექსპერო-საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის აკდ. ნ. ჩხარტიშვილის ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში 2015 წელს აგრარულ დარგში საუკეთესო ფუნდამენტური, საგანმანათლებლო და გამოყენებითი ხასიათის ნაშრომის გამოვლენის შესახებ.
დაადგინეს: აკადემიის აკადემიურ საბჭოზე აგრარულ სფეროში 2015 წლის საუკეთესო ნაშრომების გამოსავლინებლად ჩატარებული ფარული კენჭისყრის შედეგებია:

აკადემიკოს გ. ურუშაძის, დოქტორ ა. თხელიძის და დოქტორ გ. ღამბაშიძის ნაშრომი „საქართველოს ნიადაგები“ (მომხრე 10, 3 წინააღმდეგი);

აკადემიკოს ნ. ბაღათურიას ნაშრომი “ენოლოგია_ღვინის წარმოქმნა და დავარგება“ (ერთხმად 13 ხმა);

ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის ი. ყრუაშვილის ნაშრომი „ღვარცოფები და მასთან ბრძოლის მეთოდები“ (ერთხმად 13 ხმა);

აკადემიკოს გ. ტყემალაძის ნაშრომი „ბიოქიმიის საფუძვლები“ (10 მომხრე, 3 წინააღმდეგი)

აკადემიკოს ნ. ჭითანავას ნაშრომი „საქართველოს სოფლის მეურნეობა_ტრანსფორმაცია, პრობლემები“ (ერთხმად, 13 ხმა);

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ქ. დადიანის ნაშრომი “გარემოს ქიმიური დაბინძურების რისკის შეფასება” (12 მომხრე, 1 წინააღმდეგი).

მენიუ

წინა წლების დადგენილებები

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : conference.gaas@yahoo.com; gaasgeorgia@gmail.com