საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

ოქმი #4. 27 აპრილი 2016წ.

მოისმინეს: აკადემიკოს გ. ალექსიძის ინფორმაცია გლობალური ფორუმის მესამე საერთაშორისო თათბირის შესახებ, რომელიც ჩატარდა 5-8 აპრილს ქალაქ იოჰანესბურგში (სამხრეთ აფრიკა), სადაც ძირითადად განიხილებოდა პრიორიტეტული მიმართულებები თითოეული ქვეყნის აგრარულ სექტორში. სხდომაზე ასევე მოსმენილი იქნა ინფორმაცია მიმდინარე წლის 18-20 აპრილს, ქალაქ მარაკეში (მაროკო) ჩატარებული საერთაშორისო კონფერენციის შესახებ, რომელიც მიეძღვნა საკვებად გამოსაყენებელი პარკოსანი კულტურების შესწავლას
დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია მიღებული იქნას ცნობად.

მოისმინეს: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანის, დოქტორ გიგა ქვარცხავას ინფორმაცია ფაკულტეტის 2015 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობისა და 2016 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმის შესახებ.
დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია შეფასდეს დადებითად და მიღებული იქნას ცნობად.

მოისმინეს: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვების მრეწველობის ინსტიტუტის დირექტორის, აკადემიკოს ნ. ბაღათურიას 2015 წლის სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისა და 2016 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმის შესახებ.
დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია შეფასდეს დადებითად და მიღებული იქნას ცნობად.

4. მოისმინეს: აკადემიკოს ე. შაფაქიძის ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ პარტნიორ ორგანიზაციებთან გაფორმებული მემორანდუმების შესრულების მიმდინარეობის შესახებ.
დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია მიღებული იქნას ცნობად.

მოისმინეს: აკადემიკოს ე. შაფაქიძის ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მუდმივმოქმედი გამოფენის საორგანიზაციო საკითხების შესახებ.
დაადგინეს: წარმოდგენილი იმფორმაცია მიღებული იქნას ცნობად.

5. მიმდინარე საკითხები:

5.1 მოისმინეს: აკადემიკოს ო. ქეშელაშვილის ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის შიდასტრუქტურული ერთეულების თანამშრომელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების, ფუნქციონალურ_თანამდებობრივი მოვალეობებისა და სამსახურებრივი პასუხისმგებლობის შესახებ.
დაადგინეს: მოწონებული იქნას ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის შიდასტრუქტურული ერთეულების თანამშრომელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების, ფუნქციონალურ_თანამდებობრივი მოვალეობებისა და სამსახურებრივი პასუხისმგებლობის შესახებ და სახელმძღვანელოდ გადაეცეს აკადემიის აპარატის თანამშრომლებს.

5.2 მოისმინეს: აკადემიკოს ო. ქეშელაშვილის ინფორმაცია სოფლის მეურნეობის გაძღოლის ტექნოლოგიური რეკომენდაციების ციკლის გამოცემის შესახებ.
დაადგინეს: მიღებული იქნას წინადადება სოფლის მეურნეობის გაძღოლის ტექნოლოგიური რეკომენდაციების ციკლის გამოცემის შესახებ.

 

მენიუ

წინა წლების დადგენილებები

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com