საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

ოქმი #5. 27 მაისი 2016წ.

1. მოისმინეს: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის ინფორმაცია რომში (იტალია) ჩატარებული ჩGIAღ-ის ფონდის სხდომის შესახებ.
დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია მიღებული იქნას ცნობად.

2. მოისმინეს: აკადემიის პრეზიდენტის მოადგილის, სამეცნიერო განყოფილებების კოოირდინატორის, დოქტორ ა. გიორგაძის ინფორმაცია ვინიცის (უკრაინა) აგრარულ უნივერსიტეტში მიმდინარე წლის 26-28 აპრილს ჩატარებული საერთაშორისო კონფერენციის შესახებ „მეცხოველეობის პროდუქტების ხარისხის უვნებლობის, წარმოებისა და გადამუშავების თანამედროვე პრობლემები“.
დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია მიღებული იქნას ცნობად.

3. მოისმინეს: აკადემიკოს თ. ყურაშვილის ინფორმაცია მსოფლიოში გავრცელებული საქართველოსათვის საშიშ ცხოველთა ინფექციური დაავადებების შესახებ.
დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია შეფასდეს დადებითად. მომზადდეს წინადადებები წარსადგენად. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში წარსადგენად.

4. მიმდინარე საკითხები:

4.1 მოისმინეს: აკადემიის ვიცე_ პრეზიდენტის, აკადემიკოს გ. ჯაფარიძის ინფორმაცია აგრარულ დარგში წლის საუკეთესო ფუნდამენტური, გამოყენებითი და საგანმანათლებლო ხასიათის ნაშრომისათვის პრემიის მინიჭების დებულების დამტკიცების შესახებ. დაადგინეს: დამტკიცდეს წარმოდგენილი დებულება გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით.
დაადგინეს: დამტკიცდეს წარმოდგენილი დებულება გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით.

4.2 მოისმინეს: აკადემიის პრეზიდენტის მოადგილის, სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორის, დოქტორ ა. გიორგაძის მოხსენება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ადმინისტრაციული შენობის ფლიგელში გამარტივებული ელექტრონული ტენდერით სარემონტო_სამონტაჟო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების შესახებ.
დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია მიღებული იქნას ცნობად.

4.3 მოისმინეს: აკადემიის ვიცე_პრეზიდენტის, აკადემიკოს გ. ჯაფარიძის ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნ`ეობის მეცნიერებათა აკადემიის ეროვნული კოორდინატორების დამტკიცების შესახებ.
დაადგინეს: დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის კოორდინატორები წარმოდგენილი სახით.

წინა წლების დადგენილებები

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : conference.gaas@yahoo.com; gaasgeorgia@gmail.com