საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

ოქმი # 6. 24 ივნისი 2016 წ.

1. მოისმინეს: აკადემიკოს ნ. ჩხარტიშვილის მოხსენება "ადგილწარმოშობის დასახელების მაღალხარისხოვანი ღვინოების წარმოების სანედლეულო ბაზის რეგულაციისა და ახალი მიკროზონების აგროკლიმატური საზღვრების დაზუსტების შესახებ".

დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია შეფასდეს დადებითად და ადგილწარმოშობის დასახელების მაღალხარისხოვანი ღვინოების წარმოების სანედლეულო ბაზის რეგულაციისა და ახალი მიკროზონების აგროკლიმატური საზღვრების დაზუსტების შესახებ ეცნობოს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს.

2. მოისმინეს: აკადემიკოს ე. შაფაქიძის ინფორმაცია 2016 წლის 10 ივნისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სხდომათა დარბაზში ჩატარებული მრგვალი მაგიდის შესახებ თემა: “აგრარული მეცნიერებისა და მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები".

დაადგინეს:

1. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ბაზაზე შეიქმნას აგრარული მიმართულების განათლებისა და მეცნიერების არსებული მდგომარეობის შემსწავლელი კომისია შემდეგი შემადგენლობით: აკადემიკოსები გ. ჯაფარიძე, ე. შაფაქიძე, ა. დიდებულიძე, გ. ტყემალაძე, ნ. ბაღათურია, გ. მარგველაშვილი.

2. უარყოფითად შეფასდეს განათლების სფეროების კლასიფიკატორის პროექტი, ამიტომ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიურმა საბჭომ თხოვნით მიმართოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გააანალიზოს კლასიფიკატორის მიმართ გამოთქმული შენიშვნები.

წინა წლების დადგენილებები

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : conference.gaas@yahoo.com; gaasgeorgia@gmail.com