საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

ოქმი # 9, 28 ოქტომბერი, 2016 წელი

1.   მოისმინეს: აკადემიკოს გურამ ალექსიძის ინფორმაცია მიმდინარე წლის 11_13 ოქტომბერს . პარიზში,საფრანგეთის სოფლის მეურნეობის აკადემიაში ჩატარებულ ევროპის სოფლის მეურნეობის აკადემიების მეცხრე გენერალური ასამბლეისა და კოლოქვიუმის შესახებ, რომელიც მიეძღვნა თემას: “აგრარული მეცნიერება: ისტორიული ასპექტები და პერსპექტივები”.დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია მიღებული იქნას ცნობად.

2.   მოისმინეს: თინათინ ეპიტაშვილის ინფორმაცია, რომელიც 16-23 ოქტომბერს სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა კორეის სოფლის მეურნეობის განვითარების ადმინისტრაციის აგრობიომრავალფეროვნების ეროვნულ ცენტრში. ვიზიტი განხორციელდა ერთობლივი პროექტის ფარგლებში, სადაც განხილული იქნა მცენარეთა გენეტიკური რესურსების გაცვლის, მართვისა და კვლევის ორმხრივი თანამშრომლობის სისტემა.

დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია მიღებული იქნას ცნობად.

3. მოისმინეს: აკადემიის აგრონომიული სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს_მდივნის, აკადემიკოს  . მარგველაშვილის მოხსენება:  “სასუქის როლი ნიადაგის ნაყოფიერების   შენარჩუნება_ ამაღლებაში”.

დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია შეფასდეს დადებითად და მიღებული იქნას ცნობად.

4.  მოისმინეს: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე_პრეზიდენტის, აკადემიკოს გივი ჯაფარიძის ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაშისატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილებისშექმნის შესახებ.

დაადგინეს: 1. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში შეიქმნას : “სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილება” (სატყეო მეცნიერებები, სატყეო მეურნეობა, სატყეო ეკოლოგია, სანადირო მეურნეობა, ტყეთმოწყობა, ლანდშაფტის დაგეგმარება).

2. შეტანილი იქნას შესაბამისი ცვლილებები აკადემიის საშტატო სტრუქტურაში

(პასუხისმგებელი .გიორგაძე, . კობახიძე).

3. აკადემიის ახლად შექმნილი სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს_მდივნის მოვალეობის შესრულება (საზოგადოებრივ საწყისებზე) აკადემიკოს-მდივნის არჩევნების ჩატარებამდე დაევალოს აკადემიკოს რევაზ ჩაგელიშვილს.

4. დამტკიცდეს აკადემიისსატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილებისშემადგენლობა წარმოდგენილი სახით: აკად. რევაზ ჩაგელიშვილი -განყოფილების აკადემიკოს-მდივნის მოვალეობის შემსრულებელი; განყოფილების წევრები: აკადემიკოსები . ჯაფარიძე, . ჭალაგანიძე, აკადემიის \კორესპონდენტი . თურმანიძე.

5. აკადემიური საბჭოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრებას.

6. მოისმინეს: აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსის, აკადემიკოს ე. შაფაქიძის ინფორმაცია აგრარულ დარგში საუკეთესო ფუნდამენტური, გამოყენებითი და საგანმანათლებლო ხასიათის ნაშრომისათვის 2016 წლის პრემიის მინიჭებისათვის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ კონკურსის გამოცხადების შესახებ.

დაადგინეს: მიმდინარე წლის 28 ოქტომბრიდან გამოცხადდეს კონკურსი აგრარულ დარგში საუკეთესო ფუნდამენტური, გამოყენებითი და საგანმანათლებლო ხასიათის ნაშრომისათვის 2016 წლის პრემიის მინიჭების შესახებ;

     აღნიშნული   კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადება გამოქვეყნდეს აკადემიის ვებ-გვერდზე – www. gaas. dsl. ge.

 

 

 

წინა წლების დადგენილებები

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : conference.gaas@yahoo.com; gaasgeorgia@gmail.com