საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

დადგენილებები – 2019

 

 

 

    პრეზიდიუმის დადგენილებები     

#   თარიღი და oqmis # დადგენილებები -   2019  წელი
 
     
     
      

 

1.

 

ოქმი #1,

25 01. 2019.

1.   მოისმინეს:  აკადემიისპრეზიდენტის, აკადემიკოს გურამ ალექსიძის მოკლე ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ 2018 წელს ჩატარებული მუშაობის შესახებ.

დადგინეს:1.აკადემიის მიერ 2018 წელს ჩატარებული მუშაობა შეფასდეს დადებითად და მიღებული იქნას ცნობად. 

2. აკადემიის სრული ანგარიში მოსმენილი იქნას საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრებაზე.

2.მოისმინეს: აკადემიის ვიცე პრეზიდენტის, აკადემიკოს გივი ჯაფარიძის ინფორმაცია აკადემიის 2019 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმისა და ჩასატარებელი ღონისძიებების  შესახებ.

დაადგინეს: დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის 2019 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმა და  ჩასატარებელი ღონისძიებები წარმოდგენილი სახით.

3.მოისმინეს: აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს_მდივნების, აკადემიკოსების გ. მარგველაშვილის, ჯ. გუგუშვილის, რ. მახარობლიძის, ზ. ცქიტიშვილის, რ. ჩაგელიშვილის, ო. ქეშელაშვილის ინფორმაციები შამეცნიერო განყოფილებების მიერ 2018 წელს ჩატარებული მუშაობისა და 2019 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმის შესახებ.

დაადგინეს:1. ინფორმაციები აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების მიერ 2018 წელს ჩატარებული ნაყოფიერი მუშაობისა და 2019 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმის შესახებ შეფასდეს დადებითად.

2. დამტკიცდეს სამეცნიერო განყოფილებების პერსპექტიული სამუშაო გეგმა წარმოდგენილი სახით.

4.მოისმინეს: აკადემიკოს თ. რევიშვილის ინფორმაცია ფერმერებისა და  სპეციალისტებისათვის აგროსაკონსულტაციო სერვისების მოწოდების ინოვაციური მოდელის „აგროპედია“-ს შესახებ.

დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია შეფასდეს დადებითად და მიღებული იქნას ცნობად.

5.მოისმინეს: აკადემიის ვიცე_-_პრეზიდენტის, აკადემიკოს გივი ჯაფარიძის  ინფორმაცია „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული  ცვლილებების სესახებ მიღებული იქნას ცნობად, ცვლილებები აისახოს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წესდებაში.

6.მოისმინეს: აკადემიის ვიცე -პრეზიდენტის, აკადემიკოს გივი ჯაფარიძის ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტის, აკადემიკოს-მდივნის, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის, აკადემიის ნამდვილი წევრების (აკადემიკოსების ), უცხოელი წევრების, საპატიო აკადემიკოსებისა და აკადემიის სტიპენდიანტების, აკადემიის პრეზიდიუმის წევრების, აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს-მდივნების არჩევნების ჩატარების დებულების შესახებ.

დაადგინეს: დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტის, აკადემიკოს-მდივნის, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის, აკადემიის ნამდვილი წევრების (აკადემიკოსების ), უცხოელი წევრების, საპატიო აკადემიკოსებისა და აკადემიის სტიპენდიანტების, აკადემიის პრეზიდიუმის წევრების, აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს-მდივნების არჩევნების ჩატარების დებულება წარმოდგენილი სახით.

7. მოისმინეს: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, გურამ ალექსიძის ინფორმაცია „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში შესულ ცვლილებებთან (27.12.2018 წ.) დაკავშირებით  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.

დაადგინეს: 1. მიღებული იქნას ცნობად საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა  აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გურამ ალექსიძის ინფორმაცია „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.

2. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიანტების 7 ვაკანტურ ადგილზე გამოცხადდეს კონკურსი შემდეგი მიმართულებების მიხედვით: აგრონომია-1; მეცხოველეობა და ვეტერინარია-1; აგროინჟინერია-1; სურსათის უვნებლობა-1; სასურსათო ტექნოლოგია-1; სატყეო საქმე-1; ეკონომიკა-1.

  1. 3.დაისვას საკითხი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წინაშე, რათა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის  სტიპენდიანტების დასაფინანსებლად დამატებით გამოუყოს600 ლარი.

8. მოისმინეს: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრის მიერ 2018 წელს გაწეული მუშაობისა და 2019 წელს განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.

მომხსენებელი დოქტ. ა. გიორგაძე;

დაადგინეს:1.წარმოდგენილი ინფორმაცია შეფასდეს დადებითად.

2.ჩატარდეს სათანადო მოსამზადებელი ღონისძიებები მიმდინარე წელს დაგეგმილ საქართველოსა და სამხრეთ კორეის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიების და კორეის სოფლის მეურნეობის განვითარების ადმინისტრირების აგრობიომრავალფეროვნების ეროვნულ ცენტრთან გაფორმებული მემორანდუმის ხუთწლიანი ერთობლივი პროექტის დასკვნითი ეტაპის განსახორციელებლად, რომლის მიზანია მცენარეთა გენეტიკური რესურსების გაცვლის, მართვისა და კვლევის ორმხრივი თანამშრომლობა. პროექტის ფარგლებში ჩატარდეს ორმხრივი ექსპედიციები-საქართველოში და სამხრეთ კორეაში მცენარეთა გენეტიკური რესურსების შეგროვების და შემდგომ ამ მასალების კორეის გენბანკში შენახვის მიზნით 

 

 

2.

 

 

ოქმი #2,

22 02. 2019 წ

 

 

1.მოისმინეს: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გურამ ალექსიძის ინფორმაცია მიმდინარე წლის 11-14 თებერვალს ქალაქ ჯოდპურში (ინდოეთი) ჩატარებული საერთაშორისო კონფერენციისმშრალი რეგიონების განვითარებისშედეგების შესახებ.

       დაადგინეს: 1.აკადემიკოს . ალექსიძის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია მიღებული იქნას ცნობად.

         2. გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები სამთავრობო სტრუქტურებთან ერთად რათა წარმატებით განხორციელდეს აღნიშნული ჯიშების შემოტანა და ადაპტირება საქართველოს პირობებში.

        3. დაისახოს და გაღრმავდეს თანამშრომლობის ღონისძიებები ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან როგორიცააიკარდა”, “იკრისატი”, “ბიოვერსიტიდასხვა.

2. მოისმინეს: საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის . გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის დირექტორის დოქტორ გიორგი ქავთარაძის ინფორმაცია სატყეო ინსტიტუტის პოტენციალისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასთან მისი კოორდინირებული საქმიანობის შესახებ

     დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია შეფასდეს დადებითად და მიღებული იქნას ცნობად.

3. მოისმინეს: აკადემიკოს თემურ რევიშვილის მოხსენება ჩაის კულტურის ტექნიკური რეგლამენტის პროექტის შესახებ.

     დაადგინეს: მოწონებული და მხარდაჭერილი იქნას სამუშაო ჯგუფის მიერ შესრულებულიჩაის შესახებტექნიკური რეგლამენტი და მიეცეს მას რეკომენდაცია წარმოებაში დასანერგად.

4. მოისმინეს: აკადემიის მთავარი ბუღალტრის ნინო სოზიაშვილის ინფორმაცია აკადემიის 2018 წლის ფინანსური საქმიანობის შესახებ.

     დაადგინეს: დამტკიცდეს აკადემიის პრეზიდენტის მოადგილის, დოქტორ ანატოლი გიორგაძისა და მთავარი ბუღალტრის ნინო სოზიაშვილის მიერ წარმოდგენილი აკადემიის 2018 წლის ფინანსური საქმიანობის ანგარიში და შეფასდეს დადებითად.

      2. დამტკიცდეს აკადემიის მიერ 2019 წლის ბიუჯეტი წარმოდგენილი სახით.

      3. დაევალოს აკადემიის ბუღალტერიას აკადემიის ფინანსური საქმიანობა განახორციელოს საქართველოს კანონისელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მიმსახურების შესახებმიხედვით, რომელიც შევიდა ძალაში 2019 წლის 1 იანვრიდან და რომელიც ითვალისწინებს ელექტრონული ხელმოწერის შტამპის გამოყენებას.

      4. აკადემიის ბუღალტერიამ იხელმძღვანელოს საქართველოს მთავრობის #446 დადგენილებით, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო დაწესებულებების მიერ 2019 წლისათვის საჭირო ის საქონელი და მომსახურეობა, რომელიც ექცევა ამ დადგენილების დანართით გათვალისწინებულ ჩამონათვალში შეისყიდონ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან შეთანხმებით.

       5. ზემოაღნიშნულ საკითხებზე კონტროლი დაევალოს აკადემიის პრეზიდენტის მოადგილეს, დოქტორ ანატოლი გიორგაძეს.

5. მოისმინეს: აკადემიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, აკადემიკოს ჯემალ გუგუშვილის ინფორმაცია 2018 წელს გაწეული მუშაობისა და 2019 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმის შესახებ.

     დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია შეფასდეს დადებითად და მიღებული იქნას ცნობად.

6. მოისმინეს: აკადემიის ვიცე_პრეზიდენტის, აკადემიკოს გივი ჯაფარიძის ინფორმაცია საქართველოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წესდებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

      დაადგინეს: დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წესდებაში შესატანი ცვლილებები წარმოდგენილი სახით.

       2.ეთხოვოს აკადემიის საერთო კრებას პრეზიდიუმის ზემოაღნიშნული დადგენილების დამტკიცება.

7. მოისმინეს: აკახდემიის ვიცე_პრეზიდენტის, აკადემიკოს გივი ჯაფარიძის ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში აკადემიის ნამდვილი წევრების (აკადემიკოსების) ასარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ.

        დაადგინეს: 1.დაევალოს აკადემიის აკადემიურ დეპარტმენტს (აკადემიკოსი . შაფაქიძე) მოამზადოს განცხადება კონკურსის გამოცხადების შესახებ და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრების მიერ მიღებული დადგენილების შემდეგ წარადგინოს იგი პრესაში გამოსაქვეყნებლად, აგრეთვე განცხადება აიტვირთოს აკადემიის ვებ_გვერდზე.

        2. ეთხოვოს აკადემიის საერთო კრებას პრეზიდიუმის ზემოაღნიშნული  დადგენილების დამტკიცება .

8. მოისმინეს: აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გურამ ალექსიძის ინფორმაცია აკადემიის საერთო კრების მოწვევის შესახებ.

    დაადგინეს: მოწვეული იქნეს აკადემიის  საერთო კრება 2018 წლის 28 თებერვალს დღის 12 საათზე.

9. მოისმინეს: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს_მდივნის მოვალეობის შემსრულებლის, აკადემიკოს ელგუჯა შაფაქიძის ინფორმაცია აკადემიის მიერ 2018 წელს გამოცხადებული აგრარულ დარგში საუკეთესო ფუნდამენტური, საგანმანათლებლო და გამოყენებითი ხასიათის ნაშრომების გამოსავლენი კონკურსის შედეგების შესახებ.

     დაადგინეს: დამტკიცებული იქნას აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების მიერ წარმოდგენილი დადგენილებები 2018 წელს გამოცხადებულ აგრარულ დარგში საუკეთესო ფუნდამენტურიგამოყენებითი და საგანმანათლებლო  ხასიათის ნაშრომებისათვის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრემიის მინიჭების შესახებ.

მიმდინარე საკითხები;

მოისმინეს: აკადემიის პრეზიდენტის,აკადემიკოს გურამ აკლექსიძის ინფორმაცია საქართველოს აპარატთან გაფორმებული მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობის შესახებ.

დაადგინეს: 1.მიღებული იქნას ცნობად აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გურამ ალექსიძის ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლებთან  გაფორმებული მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობის შესახებ.

         2. დაევალოს აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს_მდივნებს წარმოადგინონ საკითხების ჩამონათვალი, რომელზეც ჩატარდება საჯარო ლექციები საქართველოს პარლამენტის თანამშრომლებთან.

        3. საკითხების ჩამონათვალი  და საჯარო ლექციების ჩატარების სავარაუდო დრო ეცნობოს საქართველოს პარლამენტის აპარატს.

        4. კონტროლი აღნიშნული საკითხების განხორციელებაზე დაევალოს პრეზიდენტის მოადგილეს, სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორს, დოქტორ ანატოლი გიორგაძეს.

 

 3

 

ოქმი # 1,

28. 02. 2019 წ

 

 

საქართველოს
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

საერთო კრება

1.მოისმინეს: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გურამ ალექსიძის მოხსენება აკადემიის მიერ 2018 წელს გაწეული მუშაობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ.

         დაადგინეს: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ 2018 წელს გაწეული მუშაობა შეფასდეს დადებითად.

2.მოისმინეს: აკადემიის ვიცე_პრეზიდენტის, აკადემიკოს გივი ჯაფარიძის ინფორმაცია სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს_მდივნების დამტკიცების შესახებ.

          დაადგინეს: დამტკიცდეს აგრონომიის, მეცხოველეობისა და ვეტერინარიის, აგროინჟინერიის, სურსათის უვნებლობისა და სასურსათო ტექნოლოგიის,  სატყეო საქმის  და ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილებების საერთო კრებების  გადაწყვეტილებები (  ოქმები ## 4 20.052018; # 5 19.04.2018; #5 13 04, 04 2018;   #3 17.04 2018; # 3. 16. 04 2018; # 3, 26.04 2018) აკადემიკოს-მდივნებად აკადემიკოსების გ. მარგველაშვილის, ჯ. გუგუშვილის,  რ. მახარობლიძის, ზ. ცქიტიშვილის, რ. ჩაგელიშვილისა და ო. ქეშელაშვილის  შესაბამისი სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს მდივნებად არჩევის შესახებ.

3.მოისმინეს: აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს_მდივნების გ. მარგველაშვილის ჯ. გუგუშვილის რ. მახარობლიძის, ზ. ცქიტიშვილის, რ. ჩაგელიშვილის, ო. ქეშელაშვილის მოხსენებები სამეცნიერო განყოფილებების მიერ 2018 წელს ჩატარებული მუშაობისა და 2019 წლის ამოცანების შესახებ.

დაადგინეს: აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების მიერ 2018 წელს ჩატარებული მუშაობა შეფასდეს დადებითად.

4. მოისმინეს: აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გურამ ალექსიძის ინფორმაცია აკადემიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარედ აკადემიკოს ნაპოლეონ ქარქასაძის არჩევის შესახებ.

        დაადგინეს: აკადემიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარედ  ერთხმად დამტკიცებულია  აკადემიკოსი ნაპოლეონ ქარქაშაძე.

5. მოისმინეს: აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის, აკადემიკოს გივი ჯაფარიძის ინფორმაცია აკადემიის პრეზიდიუმის სხვა წევრების დამტკიცების შესახებ.

         დაადგინეს: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის შემადგენლობაში აკადემიის სხვა წევრებისა და სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებიდან არჩეული არიან აკადემიკოსები: ნოდარ ჭითანავა, რევაზ ასათიანი, თამაზ კუნჭულია, ზაურ ფუტკარაძე, გურამ პაპუნიძე, ნოდარ ჩხარტიშვილი, ვალერიან ცანავა, სოფლის მეურნეობის დოქტორები: ანატოლი გიორგაძე, და ლევან უჯმაჯურიძე.

6. მოისმინეს: აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გურამ ალექსიძის ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს- მდივნის არჩევნების შესახებ.

          დაადგინეს: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებატა აკადემიის აკადემიკოს-მდივნად ერთხმად არჩეულია  აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე.

7. მოისმინეს: აკადემიის ვიცე_პრეზიდენტის, აკადემიკოს გივი ჯაფარიძის ინფორმაცია საქართველოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებატა აკადემიის წესდებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.

          დაადგინეს: წინადადებები საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წესდებაში შესატანი ცვლილებების შესახებ მიღებული და დამტკიცებულია ერთხმად.

8. მოისმინეს: აკადემიის ვიცე_პრეზიდენტის, აკადემიკოს გივი ჯაფარიძის ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში აკადემიის ნამდვილი წევრების ასარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ.

            დაადგინეს: გამოცხადდეს კონკურსი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრების (აკადემიკოსების) ასარჩევად შემდეგ სპეციალობებსა და სპეციალიზაციებში: სპეციალობა 0105 “მეტყევეობა”, სპეციალიზაცია 010501 “სატყეო მეურნეობა” და სპეციალობა 0415 “აგროინჟინერია”, სპეციალიზაცია 041503 “სასოფლო_სამეურნეო ჰიდრომელიორაცია”.

9. მოისმინეს: აკადემიკოს ელგუჯა შაფაქიძის ინფორმაცია შავი, კასპიის ზღვებისა და ცენტრალური აზიის მეაბრეშუმეობის ასოციაციის (BAჩშA) მე-9 საერთაშორისო კონფერენციისათვის მზადების შესახებ.

           დაადგინეს: აკადემიკოს ელგუჯა შაფაქიძის ინფორმაცია შავი, კასპიის ზღვებისა და ცენტრალური აზიის მეაბრეშუმეობის ასოციაციის (BAჩშA) მე-9 საერთაშორისო კონფერენციისათვის მზადების შესახებ  მიღებული იქნას ცნობად.

 

#4

 

ოქმი #3

28.03. 2019

 

 

1.მოისმინეს:  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გურამ ალექსიძის ინფორმაცია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაანონსებული სამეცნიერო ფორუმისმეცნიერების განვითარების პერსპექტივები საქართველოშიშესახებ.

დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია მიღებული იქნას ცნობად.

II.  მოისმინეს:   აკადემიკოს თენგიზ ყურაშვილის ინფორმაცია 2018 წელს მის მიერ ჩატარებული სამეცნიერო მუშაობის შესახებ.

დაადგინეს: 1. აკადემიკოს თენგიზ ყურაშვილის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია 2018 წელს ჩატარებული მუშაობის შესახებ შეფასდეს დადებითად და მიღებული იქნას ცნობად.

2. დაევალოს მას, როგორც აკადემიის ვეტერინარიის მიმართულების ეროვნულ კოორდინატორს ჩაატაროს მრგვალი მაგიდა ან სემინარი ქვეყანაში არსებული ვეტერინარიის მდგომარეობის შესახებ, რომელიც შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს არსებული მდგომარეობიოს გაუმჯობესების მიზნით.

III. მოისმინეს: სამეცნიერო შრომათა კრებულმოამბისპასუხისმგებელი რედაქტორის, აკადემიკოს ომარ ქეშელაშვილის ინფორმაცია რედაქციის მიერ 2018 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ.

დაადგინეს: სამეცნიერო შრომათა კრებულმოამბისსაქმიანობა შეფასდეს დადებითად.

IV. მოისმინეს: აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის, აკადემიკოს გივი ჯაფარიძის ინფორმაცია აკადემიის საინფორმაციო_სარეკლამო ბიულეტენისაკადემიის მაცნესმიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.

დაადგინეს: 1. წარმოდგენილი ინფორმაცია შეფასდეს დადებითად და მიღებული იქნას ცნობად.

2. დაევალოს აკადემიის საინფორმაციო-სარეკლამო ბიულეტენიაკადემიის მაცნესრედაქტორის მოადგილეს, დოქტორ ანატოლი გიორგაძეს დაიხვეწოს გაზეთის გარეკანი და შესაძლებლობის შემთხვევაში იყოს ფერადი.

V. მოისმინეს:  აკადემიის აკადემიკოს_მდივნის, აკადემიკოს ელგუჯა შაფაქიძის ინფორმაცია აკადემიის მიერ 2018 წელს გამოცემული რეკომენდაციების, აგროწესების, ინსტრუქციების, ბუკლეტების, ბროშურებისა და სხვა ბეჭდვითი და ელექტრონული სამეცნიერო-საინფორმაციო გამოცემების მდგომარეობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ.

დაადგინეს: 1. წარმოდგენილი ინფორმაცია მიღებული იქნას ცნობად.

2. ეთხოვოს აკადემიის პრეზიდიუმს და საფინანსო განყოფილებას გამოინახოს შესაბამისი საშუალება რათა აკადემიის სტამბაში რეკომენდაციების ბეჭდვის რაოდენობა  გაიზარდოს (ქაღალდი, ქსეროქსის კატრიჯები, ფერადი პრინტერი, დამატებითი  ანაზღაურება რეკომენდაციების ბეჭდვისათვის პასუხისმგებელ თანამშრომელს)

3. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე აკადემიასა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის გაფორმდეს შესაბამისი ხელშეკრულება სამინისტროსათვის აკადემიაში მომზადებული რეკომენდაციების მიწოდების შესახებ სამინისტროს მიერ სათანადო ანაზღაურების გადახდით.

4. კონტროლი აღნიშნულ დადგენილებაზე განახორციელონ აკადემიის აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ელგუჯა შაფაქიძემ და პრეზიდენტის მოადგილემ, დოქტორმა ანატოლი გიორგაძემ.

VI   მოისმინეს: აკადემიის აკადემიკოს-მდივნის, აკადემიკოს ელგუჯა შაფაქიძის ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ეროვნული კოორდინატორების მიერ 2018 წელს ჩატარებული სამეცნიერო მუშაობისა და 2019 წლის ამოცანების შესახებ.

დაადგინეს:  1.ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში მოქმედი ეროვნული კოორდინატორების ინსტიტუტის შესახებ მიღებული იქნას ცნობად

2. შემუშავებული იქნას კონკრეტული ღონისძიებები ფერმერებთან და სოფლის მეურნეობის სპეციალისტებთან აკადემიის ეროვნული კოორდინატორების საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით.

3. ეთხოვოს აკადემიის საფინანსო ნაწილს ეროვნული კოორდინატორების რაიონებში მივლინებისათვის  სამივლინებო თანხების მოძიების შესახებ.

4. დაევალოს აკადემიის აკადემიურ დეპარტამენტს და ფერმერთა და სოფლის მეურნეობის სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლების სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელს (აკადემიკოსი ომარ ქეშელაშვილი) ეროვნულ კოორდინატორებთან  შეთანხმებით შეადგინონ ეროვნული კოორდინატორებისა და მათი ჯგუფების რაიონებში მივლინების გრაფიკი, რომელიც დამტკივებული იქნება აკადემიის პრეზიდიუმის მიერ.

5. ეთხოვოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურებს დაეხმაროს აკადემიის ეროვნულ კოორდინატორებს რაიონის საინფორმაციო და საკონსულტაციო ცენტრებთან კონტაქტების დამყარებასა და თანამშრომლობაში.

6. მომზადდეს წერილი გარემოს დაცვისამ და სოფლის მეურნეობის მინისტრის სახელზე აკადემიის ეროვნულ კოორდინატორებსა და სამინისტროს შესაბამის სტრუქტურების ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.

7. კონტროლი აღნიშნულ დადგენილებაზე განახორციელოს აკადემიის აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ელგუჯა შაფაქიძემ და ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსმა, აკადემიკოსმა ანატოლო გიორგაძემ. მათ აკადემიის პრეზიდიუმს პერიოდულად მოახსენონ აღნიშნული დადგენილების შესრულების მიმდინარეობა.

VII. მოისმინეს:  აკადემიის აკადემიკოს-მდივნის, აკადემიკოს ელგუჯა შაფაქიძის ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ეროვნული კოორდინატორების განახლებული შემადგენლობის დამტკიცების შესახებ.

დაადგინეს: მოწონებული იქნას და დამტკიცდეს აკადემიის ეროვნული კოორდინატორების განახლებული სია წარმოდგენილი სახით.

VIII. მოისმინეს: აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის, აკადემიკოს გივი ჯაფარიძის ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიანთთა ასარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

დაადგინეს: 1.წარმოდგენილი ინ ფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებატა აკადემიის მიერ სტიპენდიანტების არჩევის შესახებ მიღებული იქნას ცნობად.

2. განცხადება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიანტთა არჩევის შესახებ განთავსდეს გაზეთ საქართველოს რესპუბლიკაში და აკადემიის ვებ გვერდზე (gaas.dsl. ge)

1X. მოისმინეს:  აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გურამ ალექსიძის ინფორმაცია, რომელმაც წინადადება შემოიტანა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიანტთა ასარჩევად  გამოცხადებული კონკურსის, აკადემიის საერთო კრებისა და საარჩევნო კომპანიის მაღალორგანიზებულად ჩატარების მიზნით შეიქმნას საექსპერტო-საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით: თავმჯდომარე-აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა; წევრები: აკადემიკოსები ომარ ქეშელაშვილი, თენგიზ ყურაშვილი, იუზა ვასაძე, არჩილ ვაშაკიძე, ზურაბ ცქიტიშვილი, რევაზ ჩაგელიშვილი.

დაადგინეს: 1. მოწონებული იქნას და დამტკიცდეს საექსპერტო-საკონკურსო კომისიის შემადგენლობა წარმოდგენილი სახით.

2. საექსპერტო-საკონკურსო კომისიამ უზრუნველყოს სტიპენდიანტად ასარჩევად წარმოდგენილი კანდიდატურების დოკუმენტაციის შესწავლა-ექსპერტიზა და განსახილველად და დასკვნისათვის შესაბამისი სამეცნიერო განყოფილებებისათვის გადაცემა.

3. მიზანშეწონილად ჩაითვალოს სატყეო საქმისა და მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილებების წევრების სიმცირის გამო აკადემიის სტიპენდიანტების კანდიდატურების განხილვისათვის გაერთიანებული სხდომების ჩატარება. კერძოდ, სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილებისა და აგრონომიის სამეცნიერო განყოფილების დროებითი (ერთჯერადი) გაერთიანება და მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილებისა და აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილების დროებითი (ერთჯერადი) გაერთიანება.

4. საექსპერტო-საკონკურსო კომისიის თავმჯდომარემ აცნობოს აკადემიის საერთო კრებას კომისიის მიერ ჩატარებული მუშაობისა და აკადემიის სტიპენდიანტად წამოყენებული ცალკეული კანდიდატურების მონაცემების, მათ სამეცნიერო შრომებზე დასკვნების, აგრეთვე სამეცნიერო განყოფილებების (გაერთიანებული განყოფილებების) წინადადებებისა და მათ შორის ყველაზე ღირსეულისათვის რეკომენდაციის გაწევისა ან დაშვების შედეგების შესახებ.

5. კონტროლი აღნიშნული დადგენილებების შესრულებაზე დაევალოს აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, აკადემიკოს გივი ჯაფარიძეს. 

X. მოისმინეს:  აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გურამ ალექსიძის ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსების ასარჩევად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე კანდიდატურების განხილვისათვის სატყეო საქმისა და აგრონომიის სამეცნიერო განყოფილებების დროებითი (ერთჯერადი) გაერთიანების შესახებ.

დაადგინეს: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრების (აკადემიკოსების) ასარჩევად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე კანდიდატურების განხილვისათვის მოხდეს სატყეო საქმისა და აგრონომიის სამეცნიერო განყოფილებების დროებითი  (ერთჯერადი ) გაერთიანება.

XI.   მოისმინეს: აკადემიის პრეზიდიუმის მრჩეველის, აკადემიკოს ნოდარ ჭითანავას ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრების 2019-2020 წლებში მოღვაწეობის სამეცნიერო თემატიკის შესახებ.

დაადგინეს: 1. დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრების 2019-2020 წლებში მოღვაწეობის სამეცნიერო თემატიკა წარმოდგენილი სახით.

2. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრებმა უმოკლეს ვადაში წარმოადგინონ 2019-2010 წლების სამეცნიერო თემატიკის მიზანი და მოკლე ანოტაციები.

&&&&&&&&

X. მოისმინეს:  აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გურამ ალექსიძის ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსების ასარჩევად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე კანდიდატურების განხილვისათვის სატყეო საქმისა და აგრონომიის სამეცნიერო განყოფილებების დროებითი (ერთჯერადი) გაერთიანების შესახებ.

დაადგინეს: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრების (აკადემიკოსების) ასარჩევად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე კანდიდატურების განხილვისათვის მოხდეს სატყეო საქმისა და აგრონომიის სამეცნიერო განყოფილებების დროებითი  (ერთჯერადი ) გაერთიანება.

XI.   მოისმინეს: აკადემიის პრეზიდიუმის მრჩეველის, აკადემიკოს ნოდარ ჭითანავას ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრების 2019-2020 წლებში მოღვაწეობის სამეცნიერო თემატიკის შესახებ.

დაადგინეს: 1. დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრების 2019-2020 წლებში მოღვაწეობის სამეცნიერო თემატიკა წარმოდგენილი სახით.

2. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრებმა უმოკლეს ვადაში წარმოადგინონ 2019-2010 წლების სამეცნიერო თემატიკის მიზანი და მოკლე ანოტაციები.

 

 

ოქმი #4

25.04. 2019.

1.მოისმინეს:კადემიის აკადემიკო-მდივნის, აკადემიკოს ელგუჯა შაფაქიძის ინფორმაცია BASCA-ს მე-9 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის (ბათუმი, აჭარა, აპრილი 2019 წელი) შედეგების შესახებ.

დაადგინეს: 1. წარმოდგენილი ინფორმაცია შეფასდეს დადებითად და მიღებული იქნას ცნობად.

2. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ ორგანიზებული და განხორციელებული BASCA-ს მე-9 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: “მეაბრეშუმეობის შენარჩუნება და განვითარება, პრობლემები და პერსპექტივები“ ჩაითვალოს წარმატებულად

3. კონფერენციაზე მიღებული რეკომენდაციები და წინადადებები ეცნობოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შემდგომი რეაგირებისათვის

4. გაგრძელდეს მჭიდრო თანამშრომლობა აკადემიასა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით მეაბრეშუმეობის მიმართულებით

5. აკადემიამ ორგანიზაციული და მეთოდური დახმარება გაუწიოს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროსერვის ცენტრს თუთის აბრეშუმხვევიას 2019 წლის საცდელი გამოკვების ჩატარებაში.

II. მოისმინეს: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა  და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანის, ქიმიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორის გიგა ქვარცხავას ინფორმაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის 2018 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობისა და მომავალი გეგმების შესახებ.

დაადგინეს: 1. წარმოდგენილი ინფორმაცია მიღებული იქნას ცნობად.

2. განმტკიცდეს და გაფართოვდეს ურთიერთთანამშრომლობა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტს შორის.

III მოისმინეს: აკადემიის აკადემიკოს-მდივნის, აკადემიკოს ელგუჯა შაფაქიძის ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ საერთაშორისო დაადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციებთან გაფორმებული მემორანდუმების შესრულების მიმდინარეობის შესახებ.

დაადგინეს: 1. წარმოდგენილი ინფორმაცია მიღებული იქნას ცნობად.

2. გაძლიერდეს თანამშრომლობა ხელშეკრულებების მხარეებთან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისათვის.

3. თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე მიზანშეწონილია გაძლიერდეს სამეცნიერო თანამშრომლობა ბელორუსიის მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და მის დაქვემდებარებაში მყოფ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებთან.

4. ტაჯიკეთის  მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის თხოვნის შესაბამისად მომზადდეს თანამშრომლობის მემორანდუმის  პროექტი და გადაეგზავნოს იგი ტაჯიკეთის მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას საბოლოო ვარიანტის მოსამზადებლად.

IV. მოისმინეს: აკადემიის პრეზიდენტის მოადგილის, დოქტორ ანატოლი გიორგაძის ინფორმაცია აკადემიის მუდმივმოქმედი გამოფენის ორგანიზაციის სრულყოფის ღონისძიებების შესახებ.

დაადგინეს: 1. წარმოდგენილი ინფორმაცია მიღებული იქნას ცნობად,

2. მოძიებული იქნას თანხები ახალი ექსპონატების შესაძენად. გამოფენის მეღვინეობის განყოფილებისათვის შეძენილი იქნას საწნახელი და სხვა საჭირო ინვენტარი.

3. დაევალოს აკადემიის პრეზიდენტის მოადგილეს, დოქტორ ანატოლი გიორგაძეს დერეფნის  საგამოფენო სივრცეში დამატებით გაკეთდეს კარადა- ვიტრინა აკადემიის მიერ გამოცემული რეკომენდაციებისა და სხვადასხვა ლიტერატურის გამოსაფენად.

V. მიმდინარე საკითხები:

1.მოისმინეს: აკადემიის აკადემიკოს-მდივნის, აკადემიკოს ელგუჯა შაფაქიძის ინფორმაცია  საქართველოს სოფლის მეურნეობის  მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიანტთა არჩევის დროებითი დებულების დამტკიცების შესახებ.

2. მოისმინეს:  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის, აკადემიკოს გივი ჯაფარიძის ინფორმაცია  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ აკადემიის სტიპენდიანტების ასარჩევად გამოცხადებულ კონკურსში  კანდიდატურების განხილვისათვის სურსათის უვნებლობისა და სასურსათო ტექნოლოგიის  სამეცნიერო განყოფილებისა და აგროინჟინერიის  სამეცნიერო განყოფილების, მეცხოველეობისა და ვეტერინარიის და აგროინჟინერიის სამეცნიერო  განყოფილებების, სატყეო საქმისა და აგრონომიის სამეცნიერო განყოფილებების  დროებითი (ერთჯერადად) გაერთიანების შესახებ.

დაადგინეს: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა  აკადემიის სტიპენდიანტების  ასარჩევად გამოცხადებულ კონკურსში კანდიდატურების განხილვისათვის დროებით (ერთჯერადად) გაერთიანდეს სურსათის უვნებლობისა და სასურსათო ტექნოლოგიის  სამეცნიერო განყოფილება და აგროინჟინერიის  სამეცნიერო განყოფილება, მეცხოველეობისა და ვეტერინარიის და აგროინჟინერიის სამეცნიერო  განყოფილება, სატყეო საქმისა და აგრონომიის სამეცნიერო განყოფილება.

3. მოისმინეს: აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გურამ ალექსიძის ინფორმაცია აკადემიის სტიპენდიანტების კანდიდატურებისათვის აკადემიის საერთო კრებაზე რეკომენდაციის ან დაშვების მიცემის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების  საერთო კრებების ჩატარების განრიგის შესახებ.

დაადგინეს:  აკადემიის სტიპენდიანტების კანდიდატურებისათვის აკადემიის საერთო კრებაზე რეკომენდაციის ან დაშვების მიცემის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების  საერთო კრებები ჩატარდეს შემდეგი განრიგის მიხედვით: ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილების საერთო კრება-7 მაისი 12 საათი; მეცხოველეობისა და ვეტერინარიის და აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილებების გაერთიანებული საერთო კრება-8 მაისი 12 საათი;  აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილების საერთო კრება-8 მაისი, 13 საათი; სატყეო საქმისა და აგრონომიის სამეცნიერო განყოფილებების გაერთიანებული საერთო კრება -10 მაისი  12 საათი; აგრონომიის სამეცნიერო განყოფილების საერთო კრება-10 მაისი 13 საათი; სურსათის უვნებლობისა და სასურსათო ტექნოლოგიის და აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილებების გაერთიანებული საერთო კრება -14 მაისი 12 საათი.

 

   

ოქმი #6

24.05. 2019
 

1მოისმინეს: აკადემიკოს როლანდ კოპალიანის ინფორმაცია ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტის მიერ  2018 წელს ჩატარებული სამეცნიერო - კვლევითი მუშაობის შედეგების შესახებ.

დაადგინეს: 1.  წარმოდგენილი ინფორმაცია შეფასდეს დადებითად და მიღებული იქნას ცნობად

2. დაევალოს აკადემიის აკადემიურ დეპარტამენტს აკადემიის 2019 წლის სამუშაო გეგმის შესაბამისად დააზუსტოს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან 2019 წელს ერთობლივად ჩასატარებელი ღონისძიებები.

3. დაევალოს აკადემიის აკადემიურ დეპარტამენტს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა  და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის 2013 წელს გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის რიგ პუნქტებში საკითხების დაზუსტება-განახლება.

II. მოისმინეს: აკადემიკოს თემურ რევიშვილის ინფორმაცია შაქრის შემცვლელი სტევიის კულტურის სამრეწველო წარმოების ხელმძღვანელობისათვის შემუშავებული რეკომენდაციების შესახებ.

დაადგინეს: 1.  წარმოდგენილი ინფორმაცია შეფასდეს დადებითად და მიღებული იქნას ცნობად.

2. აკადემიის პრეზიდიუმი  აღნიშნავს, რომ

ა) საქართველოს სუბტროპიკული რეგიონების აგროეკოლოგიური პირობები აკმაყოფილებს სტევიის მცენარის კულტივირების მოთხოვნებს, რაც დადასტურებულია 30-წლიანი  სამეცნიერო-კვლევითი, საცდელ-საწარმოო და ტექნოლოგიური სამუშაოების მონაცემებით;

ბ)  შესაბამისი  სამთავრობო სტრუქტურების, კერძო ბიზნესის და დონორი ორგანიზაციების დაინტერესების შემთხვევაში პრაქტიკულად არსებობს საკმარისი  სამეცნიერო და ტექნოლოგიური მონაცემები, სათანადო კადრები და ინფრასტრუქტურა საქართველოში სტევიის სამრეწველო წარმოების აღორძინების,  მისი გავრცელების არეალის გაფართოვებისა და შემდგომი განვითარების ხელშეწყობისათვის, რისთვისაც აკადემიის აკადემიურმა დეპარტამენტმა შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს ზემოდ აღნიშნულ ორგანიზაციებს

გ) მომზადდეს წერილი ზემდგომ ორგანოებში წარსადგენად.

III. მოისმინეს: აკადემიკოს ნოდარ ჭითანავას ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრების სამეცნიერო საქმიანობის თემატიკის (2019-2020 წლების) შესახებ.

დაადგინეს: 1. დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრების (2019-2020 წლების)  საქმიანობის სამეცნიერო თემატიკა წარმოდგენილი სახით.

2. დაევალოს აკადემიის აკადემიური დეპარტამენტს (აკადემიკოს ე. შაფაქიძეს) წარმოდგენილი სამეცნიერო თემატიკა დაიბეჭდოს ბროშურის სახით აკადემიის გამომცემლობაში „აგრო“

IV. მოისმინეს: აკადემიკოს გურამ ალექსიძის ინფორმაცია საქართველოს სოფლის

 მეურნეობის  მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრების 2019 წლის 3 ივნისს  დღის 12 საათზე მოწვევის შესახებ.

დაადგინეს: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის  წესდების V  თავის მე-16 მუხლის “ვ“ პუნქტის თანახმად 2019 წლის 3 ივნისს დღის 12 საათზე მოწვეული იქნას აკადემიის წევრთა საერთო კრება შემდეგი დღის წესრიგით:

        1.  ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის ) და აკადემიის სტიპენდიატების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის  შესახებ.

        მომხსენებელი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა  აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გ. ალექსიძე.

      2.  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა  აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის) და აკადემიის სტიპენდიატების ასარჩევად გამოცხადებული კონკურსის მაღალორგანიზებულად მომზადებისა და  ჩატარების მიზნით აკადემიის პრეზიდენტის ბრძანებით შექმნილი საექსპერტო-საკონკურსო კომისიის დასკვნის შესახებ.

             მომხსენებელი: საექსპერტო-საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე,          
                                         აკადემიკოსი ნ. ჭითანავა

      3.     საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის) და აკადემიის სტიპენდიატების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად არჩევნების  ჩატარება (ფარული კენჭისყრა).

 

 

 

ოქმი #8

28.06. 2019.

 
 

1.მოისმინეს:  ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის ნუგზარ ებანოიძის მოხსენება საქართველოს აგროსაინჟინრო დარგის არსებული მდგომარეობისა და პრობლემების შესახებ .

დაადგინეს: 1.  წარმოდგენილი ინფორმაცია  მიღებული იქნას ცნობად.

2. დაევალოს აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსს, აკადემიკოს ელგუჯა შაფაქიძეს ჩამოაყალიბოს მუშა ჯგუფი, რომელიც განიხილავს აგროსაინჟინრო სფეროში არსებულ მდგომარეობას და მოამზადებს კონცეფციის პროექტს აგროსაინჟინრო დარგის სრულყოფის შესახებ.

II. მოისმინეს:  აკადემიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, აკადემიკოს გივი ჯაფარიძის ინფორმაცია საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული აკადემიის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „კულტურული ხორბალი ევროპის ქვეყნებში და საქართველო, როგორც კულტურული ხორბლის წარმოშობის ერთ-ერთი კერა“ შესახებ.

დაადგინეს: 1. წარმოდგენილი ინფორმაცია მიღებული იქნას ცნობად.

2. დაევალოს აკადემიის აკადემიური  დეპარტამენტის, საერთაშორისო კონფერენციის მოსაწვევების მომზადება და დაგზავნა საზღვარგარეთის სამეცნიერო ორგანიზაციებში, საქართველოს სამთავრობო უწყებებში, საპატრიარქოში, სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებში და წარმოების წარმომადგენლებთან.

3. დაევალოს აკადემიის აკადემიურ დეპარტამენტს სამეცნიერო კონფერენციისათვის შესაბამისი მასალების (ბანერები, პროგრამები, შრომათა კრებული) მომზადება.

III. მოისმინეს:  აკადემიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, აკადემიკოს გივი ჯაფარიძის ინფორმაცია სექტემბრის თვეში საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა  აკადემიის მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალში მონაწილეობის შესახებ.

დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია მიღებული იქნას ცნობად.

2. ეცნობოს საქართველოს მეცნიერების, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს იმ ღონისძიებათა ნუსხა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია.

IV. მოისმინეს: აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის  უფროსის, აკადემიკოს ელგუჯა შაფაქიძის ინფორმაცია მიმდინარე წლის სექტემბერში იაპონიაში ჩასატარებელი მეაბრეშუმეობის საერთაშორისო კონფერენციის შესახებ.

დაადგინეს: 1 წარმოდგენილი ინფორმაცია მიღებული იქნას ცნობად.

2 . დაევალოს აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსს, აკადემიკოს ელგუჯა შაფაქიძეს 25-ე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეთა სიის შედგენა და კომუნიკაციის დამყარება კონფერენციის ორგანიზატორებთან.

V. მოისმინეს: აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსის, აკადემიკოს ელგუჯა შაფაქიძის ინფორმაცია  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის მომზადების რეგლამენტის დამტკიცების შესახებ.

დაადგინეს: მოწონებული იქნას და დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის  პრეზიდიუმის სხდომის მომზადების რეგლამენტი წარმოდგენილი სახით.

VI. მიმდინარე საკითხები:

მოისმინეს: აკადემიის პრეზიდენტის მოადგილის, დოქტორ ანატოლი გიორგაძის ინფორმაცია საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის შრომის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ

დაადგინეს: მოწონებული იქნას და დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის შრომის შინაგანაწესი წარმოდგენილი სახით.

 

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრების

ოქმი # 2

03 ივნისი

2019 წელი

 

1. მოისმინეს: აკადემიის პრეზიდენტის გურამ ალექსიძის ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის) და აკადემიის სტიპენდიანტების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის  შესახებ.

დაადგინეს: ჩატარდეს შესაბამისი პროცედურები, რომელიც გათვალისწინებულია აკადემიის წესდებით  და დროებითი საარჩევნო  დებულებით

 

2. მოისმინეს: აკადემიის საექსპერტო - საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის, აკადემიკოს ნოდარ ჭითანავას ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის) და აკადემიის სტიპენდიანტების ასარჩევად  გამოცხადებული კონკურსის მაღალორგანიზებულად მომზადებისა და ჩატარების მიზნით აკადემიის პრეზიდენტის ბრძანებით შექმნილი საექსპერტო-საკონკურსო კომისიის დასკვნის შესახებ.

დაადგინეს:  წარმოდგენილი ინფორმაცია შეფასდეს დადებითად და მიღებული იქნას ცნობად. (ტარდება კენჭისყრა)

 

3. მოისმინეს:  ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარის, აკადემიკოს რევაზ ასათიანის ინფორმაცია  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის) ვაკანტური ადგილის დასაკავებლად ჩატარებული არჩევნების (ფარული კენჭისყრა) შედეგების შესახებ.

დაადგინეს: 1.დამტკიცდეს  ხმის დამთვლელი კომისიის  ოქმი #1 და ოქმი # 2.

 2. კენჭისყრის შედეგად საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადემიკოსად) არჩეულია გიორგი გაგოშიძე.

3. კენჭისყრის შედეგად  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატებად არჩეული არიან გიორგი ქვარცხავა, ანატოლი გიორგაძე, გიორგი ქუთელია, გიორგი ქავთარაძე, დარეჯან დუღაშვილი, ეკატერინე კაციტაძე, ნატო ჯაბნიძე.

 

     
     

მენიუ

წინა წლების დადგენილებები

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : conference.gaas@yahoo.com; gaasgeorgia@gmail.com