საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

 

“ვამტკიცებ” .
საქართველოს სოფლის მეურნეობის
მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი
-------------------- აკად. გ. ალექსიძე
(აკადემიური საბჭოს ოქმი # 7,
27 მარტი, 2015 წელი)

აგრარულ სფეროში საუკეთესო  ფუნდამენტური, საგანმანათლებლო და გამოყენებითი ხასიათის ნაშრომისათვის პრემიის მინიჭების  

დებულება

აგრარულ სფეროში საუკეთესო ფუნდამენტური, საგანმანათლებლო და გამოყენებითი ხასიათის ნაშრომისათვის პრემიას ანიჭებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია (შემდგომში აკადემია) საქართველოს აგრარულ დარგებში მოღვაწე მეცნიერების, უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებლებსა და მათ დაქვემდებარებულ სამეცნიერო-კვლევით და სხვა დაწესებულებებში დამუშავებული თეორიული ან პრაქტიკული მნიშვნელობის საუკეთესო ნაშრომებს;
2. პრემიის მინიჭება ხდება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური საბჭოს მიერ საანგარიშო წლის დეკემბრის თვის ბოლო დეკადაში;
3. აკადემია ყოველი წლის ივნისის თვეში, პრესაში ან საკუთარ ვებ-ვერდზე აქვეყნებს სათანადო განცხადებას, ხოლო მასალები პრემიის მოსაპოვებლად წარმოდგენილი უნდა იქნეს ერთ თვეში დღიდან პრესაში ან ვებ-გვერდზე განცხადების გამოქვეყნებისა;
4. პრემიის მისანიჭებლად ნაშრომების წარმოდგენის უფლება აქვთ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას, სამინისტროებს, უწყებებს, სამეცნიერო-საპროექტო-კვლევით და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, საწარმოებს;
5. პრემიის მოსაპოვებლად შეიძლება წარმოდგენილი იქნეს წინა 5 წლის განმავლობაში შესრულებული ნაშრომები, ამასთან გამოყენებითი ხასიათის ნაშრომებში მითითებული სამუშაოები წარმოდგენამდე ორი წლით ადრე აპრობირებული უნდა იყოს წარმოებაში;
6. პრემიის მისანიჭებლად წარმოდგენილი ნაშრომების ავტორთა ჯგუფი არ უნდა აღემატებოდეს სამ კაცს. პრემიაზე წარმოდგენილ ავტორთა ჯგუფის შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნეს სხვა ქვეყნის მოქალაქეები, თუ მათ სამუშაო შეასრულეს ქართველ კოლეგებთან ერთად;
7. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წარმოდგენილ იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია ორ ეგზემპლარად:
7.1. წარმომდგენი ორგანიზაციის ბლანკზე დაბეჭდილი წერილი - წარდგინება. წერილში აღინიშნება ნაშრომის დასახელება, ავტორთა გვარი და სახელი, სამუშაო ადგილი და თანამდებობა;
7.2. თუ ავტორი პენსიონერია, ან იგი პრემიაზე წარდგენილია გარდაცვალების შემდეგ, წერილში უნდა აღინიშნოს მისი უკანასკნელი სამუშაო ადგილი და თანამდებობა;
7.3. წერილი – წარდგინება უნდა მოიცავდეს:
- ნაშრომის მოკლე შინაარსს;
- ნაშრომის წარდგენის დასაბუთებას;
- ნაშრომის ზოგად შეფასებას;

7.4. პრაქტიკული ხასიათის ნაშრომისათვის წერილი – წარდგინება ასევე უნდა შეიცავდეს გამოყენების ადგილს, მასშტაბებს და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს;

7.5. წერილი – წარდგინებას ხელს აწერს ორგანიზაციის ხელმძღვანელი. თუ ხელმძღვანელი თვითონაა ავტორთა ჯგუფში, წერილს შეიძლება ხელი მოაწეროს მისმა მოადგილემ;

7.6. თუ ნაშრომს წარადგენს რამდენიმე ორგანიზაცია, წერილს ხელს აწერს ყველა ორგანიზაციის ხელმძღვანელი;

7.7. თუ ნაშრომს წარადგენს საინიციატივო ჯგუფი, წერილი იბეჭდება ჩვეულებრივ ფურცელზე და მას ხელს აწერს საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრი;

7.8. ამონაწერი (ან ამონაწერები) წარმდგენი ორგანიზაციის (ან ორგანიზაციების) შესაბამისი ორგანოს (კოლეგია, პრეზიდიუმი, საბჭო) სხდომის ოქმიდან, პრემიის მოსაპოვებლად წარდგენილი ნაშრომის დასახელების, ავტორთა გვარების და სახელების მითითებით;

ამონაწერი დამოწმებული უნდა იყოს ორგანიზაციის ბეჭდით;

7.9. ნაშრომის ანოტაცია არა უმეტეს ათი გვერდის მოცულობისა. პრაქტიკული ხასიათის ნაშრომის ანოტაციაში საჭიროა აღინიშნოს სად, როდის, რა მასშტაბით არის რეალიზებული სამუშაოს შედეგები და როგორია მიღებული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები;

ანოტაცია ხელმოწერილი უნდა იყოს ყველა ავტორის მიერ;

7.10. ცნობა ავტორთა მონაცემების შესახებ (ჩV) , ავტობიოგრაფია, ცნობა სამუშაო ადგილიდან და დაკავებული თანამდებობა, ბინის მისამართი, ფოტოსურათი ზომით 3X4 სმ.

7.11. დოკუმენტები შედგენილი უნდა იყოს ორ ეგზემპლარად, თითოეული ეგზემპლარი წარმოდგენილი უნდა იყოს ცალკე საქაღალდით, რომელზეც აღნიშნული იქნება ავტორთა გვარები და ინიციალები, ნაშრომის დასახელება და წარმომდგენი ორგანიზაციის დასახელება;

7.12. ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ორ ეგზემპლარად შემდეგი სახით:

- ფუნდამენტალური ნაშრომი (მონოგრაფია, წიგნი, შრომათა კრებული);

- გამოყენებითი ხასიათის ნაშრომი (სამუშაოთა აღწერა, თანდართული შეფასებებით, დასკვნებით, საავტორო მოწმობებისა და პატენტების ასლებით);

- სახელმძღვანელო

ნაშრომს შეიძლება დაერთოს ფოტოსურათების ალბომი, სქემები, რუკები და სხვა. სასურველია, რომ დამატებითი მასალის ფორმატი იყოს ისეთივე, როგორც ნაშრომის ფორმატია.

8. აკადემიის დარგობრივი სამეცნიერო განყოფილებები აგრარულ სფეროში საუკეთესო ფუნდამენტალური, საგანმანათლებლო და გამოყენებითი ხასიათის ნაშრომისათვის პრემიის მოსაპოვებლად სათანადო მასალების შემოსვლის შემდეგ, მომდევნო ერთი თვის ვადაში საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს წინადადებებს საკონკურსო-საექსპერტო კომისიის შემადგენლობის შესახებ;
9. საკონკურსოდ შემოსული ნაშრომის მეცნიერული შეფასების შემდგომ დარგობრივი სამეცნიერო განყოფილებების საკონკურსო-საექსპერტო კომისია ერთი თვის ვადაში პრემიის მისანიჭებლად რეკომენდაციას უწევს მხოლოდ ერთ ნაშრომს;

10. საკონკურსო-საექსპერტო კომისია უფლებმოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი.

საკონკურსო-საექსპერტო კომისია გადაწყვეტილებას რეკომენდაციების შესახებ ღებულობს ფარული კენჭისყრით.

გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას ხმას მისცემს კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობა;

11. საკონკურსო-საექსპორტო კომისია აკადემიურ საბჭოს განსახილველად წარუდგენს სათანადო მასალებს და ოქმს კონკურსში მონაწილე ნაშრომების განხილვის შედეგების შესახებ;

12. აკადემია პრესაში ან საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს ცნობას აგრარულ სფეროში საუკეთესო ფუნდამენტალური, საგანმანათლებლო და გამოყენებითი ხასიათის ნაშრომისათვის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსში მონაწილეობისათვის დაშვებული ნაშრომებისა და მათი ავტორების შესახებ;

13. აკადემიური საბჭო ერთ თვის განმავლობაში განიხილავს საკონკურსო-საექსპერტო კომისიის რეკომენდაციას და კენჭს უყრის პრემიის მოსაპოვებლად შემოსულ ყველა ნაშრომს ინდივიდუალურად;

14. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება აგრარულ სფეროში საუკეთესო ფუნდამენტური, საგანმანათლებლო და გამოყენებითი ხასიათის ნაშრომისათვის პრემიის მინიჭების შესახებ, თუ სხდომას ესწრება საბჭოს წევრთა სიითი შემადგნელობის ორი მესამედი მაინც. აკადემიური საბჭო გადაწყვეტილებას ღებულობს ფარული კენჭისყრით. წოდება მიენიჭება იმ ნაშრომს და ავტორს (ავტორთა ჯგუფს), რომელიც მიიღებს აკადემიური საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობას;

15. აკადემიური საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილებით აკადემიის წლიურ საერთო კრებაზე დაჯილდოებული ნაშრომის ავტორს ან ავტორთა ჯგუფს გადაეცემათ დიპლომები და ფულადი პრემია;

16. აკადემია საანგარიშო წლის ბოლოს პრესაში ან საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს ცნობას აგრარულ სფეროში ფუნდამენტალური, საგანმანათლებლო და გამოყენებითი ხასიათის ნაშრომისათვის პრემიის მინიჭების შესახებ;

17. მასალები, რომლებსაც აგრარულ სფეროში საუკეთესო ნაშრომისათვის პრემია მიენიჭათ, ინახება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის არქივში.

შენიშვნა: კონკურსში გამარჯვებული ნაშრომის ავტორი/ავტორები 3 (სამი) წლის განმავლობაში ვერ მიიღებს/მიიღებენ მონაწილეობას აგრარულ სფეროში საუკეთესო ნაშრომის პრემიის მოსაპოვებლად სსმმ აკადემიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში.


...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : conference.gaas@yahoo.com; gaasgeorgia@gmail.com