საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

აგროსაინჟინრო სამეცნიერო განყოფილება

R Makharoblidze

განყოფილების აკადემიკოს-მდივანი: – რ.მახარობლიძე,
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი

განყოფილების სწავლული მდივანი: – მ. ბარვენაშვილი, აკადემიური დოქტორი.

განყოფილების მიზანი, სფერო, ფუნქციები და ამოცანები:

- აგროსაინჟინრო სფეროში სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების სამანქანო ტექნოლოგიების, მანქანათა სისტემების, სასოფლო-სამეურნეო მანქანათმშენებლობის, საინჟინრო სერვისის და სოფლის მეურნეობის ელექტრიფიკაციის და ავტომატიზაციის ფუნდამენტალური საკითხების კოორდინირება, ანალიზი, რეკომენდაციების დამუშავება;

- შესაბამისი პროფილის სამეცნიერო დაწესებულებების ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების კოორდინაცია, დასრულებული სამეცნიერო-კვლევითი - ტექნოლოგიური სამუშაოების ექსპერტიზა და ხელის შეწყობა აგრარული სექტორის საწარმოებში მათ მიზნობრივ გამოყენებაში.

_ შესაბამისი პროფილის სამეცნიერო დაწესებულებების ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების კოორდინაცია, დასრულებული სამეცნიერო-კვლევითი - ტექნოლოგიური სამუშაოების ექსპერტიზა და ხელის შეწყობა აგრარული სექტორის საწარმოებში მათ მიზნობრივ გამოყენებაში.

_ აკადემიის პრეზიდიუმსა და საერთო კრებაზე განსახილველი საკითხების მომზადება, რეკომენდაციის მიცემა კვლევის ცალკეული შედეგების სამთავრობო დონეზე განხილვისათვის;

_ წარმოდგენილი მასალების საფუძველზე აკადემიის შემადგენლობაში ასარჩევი ნამდვილი წევრობის კანდიდატურების მონაცემების პერსონალური განხილვა და მათთვის რეკომენდაციების მიცემა;

_ განყოფილების სხდომებზე სამეცნიერო მოხსენებების მოსმენა შესაბამისი დარგისა და პროფილის აქტუალურ საკითხებსა და უახლოეს მიღწევებზე;

_ წარმოებაში დასანერგად მომზადებული რეკომენდაციების განხილვა და მათთვის მეცნიერული შეფასების მიცემა. 

_ განყოფილება აწყობს სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენ-ციებს შესაბამისი მეცნიერების საპრობლემო საკითხებზე. მონაწილე-ობას იღებს შესაბამისი პროფილის სამეცნიერო დაწესებულებების მეცნიერ თანამშრომლების საზღვარგარეთის სამეცნიერო ცენტრებში მივლინებების პროცედურაში და შემდეგ ისმენს მათ ანგარიშებს მივლინებების შედეგების შესახებ. მონაწილეობს მომიჯნავე მეცნიერულ_პრიორიტეტული მიმართულებების მიხედვით სახელმწიფო მიზნობრივი და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური პროექტების განსაზღვრასა და დამუშავებაში და პერიოდულად წარადგენს აკადემიის პრეზიდიუმზე განსახილველად.

_ განყოფილება პერიოდულად იხილავს შესაბამისი პროფილის სამეცნიერო დაწესებულებებში მეცნიერული კვლევების მიმდინარეობის მდგომარეობას, ხოლო წლის ბოლოს ანგარიშებს თემატიკური გეგმების შესრულების შესახებ. ასევე იხილავს აკადემიკოსებისა და აკადემიის წევრ-კორესპონდენტების ანგარიშებს მათ მიერ წლის განმავლობაში შესრულებული მეცნიერული კვლევების შესახებ.

მენიუ

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : conference.gaas@yahoo.com; gaasgeorgia@gmail.com