საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

მეცხოველეობის, საკვებწარმოებისა და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილება

5 gugushv

 განყოფილების აკადემიკოს-მდივანი: – ჯ. გუგუშვილი

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი

განყოფილების სწავლული მდივანი: – მ. ბარვენაშვილი, აკადემიური დოქტორი

განყოფილების მიზანი, სფერო, ფუნქციები და ამოცანები:

_ აგროსასურსათო სექტორში მეცხოველეობის დარგის განვითარების ხელშემწყობი გარემოს შექმნა, პროგრესული და ახალი ტექნოლოგიების დანერგვისათვის სათანადო პირობების შექმნის, სწავლება-კონსულტირებისა და მეწარმეთა ინფორმაციული უზრუნველყოფის სისტემების ჩამოყალიბების გზით;

_ საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანების პირობებში მეცხოველეობის დარგის თვითმყოფადობის შენარჩუნება საქართველოს ბუნებრივი და სამეწარმეო თავისებურებების Gგათვალისწინებით;

_ მეცნიერულად დასაბუთებული წინადადებების შემუშავება სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების, სასურსათო უსაფრთხოებისა და უვნებლობის უზრუნველყოფის მიზნით;

_ აგროსასურსათო სექტორის მეცხოველეობის პროფილის ინსტიტუტების, სამეცნიერო ცენტრების, სასწავლო ინსტიტუტების სამეცნიერო-კვლევითი თემატიკის განხილვა და წლიური ანგარიშების მოსმენა;

_ განყოფილების წევრების: აკადემიკოსებისა და წევრ-კორესპონდენტების ინდივიდუალური გეგმების განხილვა და ანგარიშების მოსმენა;

_ აკადემიის პრეზიდიუმსა და საერთო კრებაზე განსახილველი საკითხების მომზადება, რეკომენდაციის მიცემა კვლევის ცალკეული შედეგების სამთავრობო დონეზე განხილვისათვის;

_ წარმოდგენილი მასალების საფუძველზე აკადემიის შემადგენლობაში ასარჩევი ნამდვილი წევრობის კანდიდატურების მონაცემების პერსონალური განხილვა და მათთვის რეკომენდაციების მიცემა;

_ განყოფილების სხდომებზე სამეცნიერო მოხსენებების მოსმენა შესაბამისი დარგისა და პროფილის აქტუალურ საკითხებსა და უახლოეს მიღწევებზე;

_ წარმოებაში დასანერგად მომზადებული რეკომენდაციების განხილვა და მათთვის მეცნიერული შეფასების მიცემა. 

მენიუ

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : conference.gaas@yahoo.com; gaasgeorgia@gmail.com